პარტიის საპრეზიდენტო არჩევნები [NFG]

Day 3,005, 06:09 Published in Georgia Georgia by Gunnar Hamundarson
თანა"ე"მოქალაქენო და თანაპარტიელებო

მას შემდეგ რაც პარტიის ლიდერებმა დატოვეს თამაში ეროვნული ფრონტი, მარტივად რომ ვთქვათ ჰაერში დარჩა, და ერთ დროს საკმაოდ ძლიერ პარტიას სამწუხაროდ დღეს ერთი წარმომადგენელიც კი არ ყავს კონგრესში. ასევე ძალიან მისი რეიტინგი ძველ მაჩვენებლებთან ოდნავაც არ არის ახლოს.
როდესაც მე ესაქართველოს მოქალაქე გავხდი, პირველი შეთავაზება ეროვნული ფრონტისგან მივიღე და სიამოვნებით დავთანხმდი, აქ ამ ხალხმა ბევრი რამ მასწავლა. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა ჩემთვის საკმაოდ მტკივნეულია. ამიტომ გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად ჩემი წვლილი შევიტანო პარტიის კვლავ ფეხზე დადგომასა და შემდგომ წარმატებებში და გადავწყვიტე პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა.
მართალია ამ თამაშში დიდი გამოცდილება არ გამაჩნია, მითუმეტეს პოლიტიკაში, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ვცადო.
აქვე მინდა წარმოგიდგინოთ სამოქმედო გეგმის მონახაზი:
1. პირველ რიგში, ვაპირებ პარტიაში "მოვიძიო" ყველა აქტიური მოქალაქე, რომლებთან ერთადაც შემდეგში განვაგრძობ პარტიისთვის და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.
2. ვეცდები პარტიაში დარჩენილი, გამოცდილი მოთამაშეებისაგან შევქმნა ძლიერი გუნდი, რომლიც ხელს შეუწყობს პარტიის სწორ განვითარებას.
3. აუცილებლად მიმაჩნია სხვა პარტიებთან თანამშრომლობა მიუხედავად სიძლიერისა და პოზიციისა სხვადასხვა ქვეყნისთვის საჭირო საკითხებში, რადგან მიუხედავად კონკურენციისა ჩვენ ესაქართველო გვაერთიანებს.
4. იმისათვის, რომ პარტია გახდეს კონკურენტ-უნარიანი და ახალბედებისთვის მიმზიდველი ვიმუშავებ სხვადასხვა პროექტებზე, ასევე ჩატარდება სხვადასხვა კონკურსები სადაც აქტიური მოქალაქეები მიიღებენ სხვადასხვა სახის ჯილდოებს.
5. და ბოლოს პირობას ვდებ, რომ ვითანამშრომლებ ყველა თანაპარტიელთან მიუხედავად ძალისა თუ გამოცდილებისა და გავითვალისწინებ მათ აზრს !
ეს გახლავთ დახლოებითი სამოქმედო გეგმა დანაჩენი საქმეში გამოჩნდება 🙂
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მომწეროთ, შევეცდები ყველა დაინტერესებულ პირს დამაკმაყოფილებელი პასუხი გავცე!
P.S. ასევე მინდა წარმატებები უსურვო ჩემს კონკურენტებს. და მიუხედავად დამარცხებისა თუ გამარჯვებისა , მზად ვარ მათი სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი სახით ვითანამშრომლო მათთან.


გაუმარჯოს ესაქართველოს!!! გაუმარჯოს ეროვნულ ფრონტს!!!