[MOE] სამხედრო《სასწავლო გვერდი》

Day 3,007, 14:27 Published in Georgia Georgia by Vendetta X

eRepublik–ში თამაშის მნიშვნელოვანი დეტალია სამხედრო საქმიანობა რისი ცოდნაც აუცილებლად დაგეხმარებათ.აუცილებელია ამ ყველა დეტალის ცოდნა მოდით დავიწყოთ:


იარაღები

Erepublik- გვთავაზობს სხვადასხვა ხარისხის იარაღებს ესენია : q1,q2,q3,q4,q5,q6,q7
q ნიშნავს quality/ხარისხს. მათგან ყველაზე გამოყენებადი და ძლიერი იარაღი არის Q7 სახის. შესაბამისად ბაზარზე მისი ღირებულება მაღალია.


თამაშშია ასევე კიდევ 2 სახის იარაღი ესენია ბაზუკა და რაკეტა.

ბაზუკა – მისი აწყობისთვის საჭიროა 150 strength, 5 სხვადასხვა სახის ნაწილი, რომელთა მოპოვება შესაძლებელია ბრძოლაში (ამოაგდებს ხოლმე), ასევე შეგიძლიათ იყიდოთ აქ, თითო სახის ნაწილის ღირებულება შეადგენს 2 ოქროს, რითაც იყიდით ერთი სახის 55 ნაწილს.
ასევე Daily Order-ის შესრულების შემთხვევაში Energy Bar–თან ერთად თამაში გჩუქნის მის ნაწილებს.
შემდეგ მას ააწყობთ storage-ში განთავსებულ განყოფილებაში:


რაკეტა – რაკეტის დასამზადებლად საჭიროა Advanced Buildings განყოფილებაში ააშენოთ რაკეტის ქარხანა.
შემდეგ კი Q1-დან Q6-ის ჩათვლით გქონდეთ ყველა დონის იარაღი, მაგალითად:
იმისათვის რომ ააშენო:
50 000 ზიანის მიმყენებელი რაკეტა, საჭიროა გქონდეთ Q1-Q6-ის ჩათვლით 10–10 იარაღი, რისი რაოდენობაც იზრდება რაკეტის სიმძლავრესთან ერთად.
ახალბედებს გირჩევთ რომ არ ააშენოთ დასაწყისისათვის და არ დახარჯოთ გოლდი მაგაში.

სამხედრო დანაყოფი – Military Unit
სამხედრო დანაყოფი, მარტივად რომ ვთქვათ MU, არის სამხედრო გაერთიანება, რომელსაც მართავ Commander და 2nd Commander.
დღიური ბრძანება - Daily Order
DO - არის სამხედრო დანაყოფის მიერ გაცემული ბრძანება რომელიც გულისხმობს რომ უნდა მოკლათ ბრძოლაში 25 მოწინააღმდეგე.შესრულების შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ 1 energy Bar–ს
რა არის CO?
CO ანუ Combat Orders – არის სამხედრო დანაყოფის Commander-ის მიერ დადებული შეთავაზება ბრძოლის დროს, რაც გულისხმობს რომ თუ ბრძოლის ველზე დადებთ 1 მილიონ დემიჯს იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომლისთვისაც დადებულია CO, მაშინ თქვენ დაგერიცხებათ 1 მილიონი დემიჯისთვის განკუთვნილი თანხა.
WARS ჩამონათვალში დააკვირდით CO–ს ნიშნულებს. თუ ის წითელია, მაშინ CO არ მოქმედებს, ანუ ბრძოლის ხაზი დაწესებულ მინიმუმს არ ჩამოსცდენია, ამიტომ რომ ისროლოთ თანხა არ დაგერიცხებათ.
თუ ის მწვანეა, მაშინ თუ ისვრით, იმ ქვეყნის მხარეს თქვენ დაგერიცხებათ თანხა.
ასევე დააკვირდით, რომ ჩართული გქონდეთ CO.
რა არის Energy Bar?
Energy Bar არის მნიშვნელოვანი ატრიბუტი ბრძოლაში. იმ შემთხვევაში თუ მტერს გინდათ ბევრი ზიანი მიაყენოთ, თქვენ უნდა გქონდეთ ბევრი ენერგია, სამწუხაროდ ის თამაშში ლიმიტირებულია და ამიტომ მებრძოლებმა, მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ უნდა დააგროვონ Bar-ები, რათა ბრძოლის დროს დიდი ხნით დარჩნენ ველზე და შეძლონ დიდი დემიჯის დადება.
მათი ყიდვა შეგიძლიათ ოქროთი – აქ
სამოქალაქო ომი:

სამოქალაქო ომი არის დიქტატურასა და დემოკრატიას შორის გამართული ქვეყნისშიდა ბრძოლა.
დიქტატორის მხარეს/წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნის სამხედრო დანაყოფების წევრებს, რომლის ლოკაციაც არის სამოქალაქო ომის მქონე ქვეყანა.
ანუ საქართველოში რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ, მხოლოდ საქართველოს ლოკაციის მქონე სამხედრო დანაყოფებს.
დიქტატურის დასამყარებლად საჭიროა გქონდეთ სამხედრო დანაყოფი, მის ბიუჯეტში ჩარიცხული 200 000 ლარი და ძლიერი აქაუნთები ბრძოლის მოსაგებად.
ხოლო დიქტატურის ჩამოგდება მეტად ადვილია, რადგან დემოკრატიისთვის ბრძოლის დროს დემიჯი მრავლდება 2–ზე. რაც ნიშნავს, რომ დიქტატორის ჩამოგდების მომხრეთა მხარეს სროლისას.

როგორ დავიწყოთ აჯანყება RW

აჯანყება ანუ Resistance War (RW)–ის დაწყება შესაძლებელია დაპყრობილ ტერიტორიაზე.
ამისათვის უნდა გადახვიდეთ იმ რაპყრობილი რეგიონის ლოკაციაზე, ამისათვის Country-ში უნდა მიუთითოთ დამპყრობელი ქვეყანა, ხოლო რეგიონში გასათავისუფლებელი რეგიონის სახელი.
როდესაც შეიცვლით ლოკაციას, მაშინ უნდა გადახვიდეთ მთავარ გვერდზე, სადაც ამოგიგდებთ SUPPORT-ის ბუტონს. თუ დააჭერთ SUPPORT–ს თქვენ ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 1000 ლარი.
საერთო ჯამში კი აჯანყების დასაწყებად საჭიროა 10 ადამიანის SUPPORT–ი.
რის შემდეგაც იწყება ბრძოლა. თუ ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდება, მაშინ SUPPORT–ის ავტორები მიიღებენ განმათავისუფლებელი გმირის მედალს, შესაბამისი ფულადი ჯილდოთი.
WARS–ის ჩამონათვალში აჯანყებული მხარე გამორჩევა მუშტის სპეციალური იკონით.
იმისათვის რომ უფრო ღრმა და დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ამ თემაზე გაწევრიანდით Cadets Military Academy

გაწევრიანდით კადეტების ჩათში : https://join.skype.com/DGpio6MRRklO
მადლობა ყურადღებისთვის...
იყავით ყურადღებით და ელოდეთ ჩემ შემდეგ სტატიებს