[MOD] Military chat

Day 2,651, 07:12 Published in Georgia Georgia by Chirika

მოგესალმებით.

მინდა გაგაცნოთ ჩათის წესები. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინეთ.

1. დაუშვებელია პარტიის შესახებ ლაპარაკი. პარტიის სახელწოდების თქმაც კი.

2. დაუშვებელია ხალხის მოსყიდვა. მაგალითად: (გადმოდი ჩემს პარტიაში და მოგამარაგებ ყველანაირად.)

3. დაუშვებელია არჩევნების დროს, ხმების აგროვება ჩათის მეშვეობით და კანდიდატურებზე ლაპარაკი.

4. როდესაც მინისტრი რაიმე მნიშვნელოვან, ბრძანებას ავრცელებს, დაუშვებელია უაზრო ლაპარაკი. არ უნდა შეუშალოთ ხელი მნიშვნელოვან საუბარს.

5. არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე მნიშვნელობის, ტექსტის გავრცელება რამოდენიმეჯერ, თუ არ არი მნიშვნელოვანი სტატია ან ბრძანება, რომელიც არმიას გამოადგება.

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის სამხედრო ჩათი და არა ბაზარი. ყველა ვინც ამ წესებს არ დაემორჩილება, პირველ შენიშვნაზე მიიღებს 1 დღიან ბანს, მეორედ 1 კვირიანს, მესამედ 1 თვიანს, ხოლო მეოთხედ სამუდამოს. დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, თუ მე ან, რომელიმე კომანდირი არ ვიქნებით, ჩემი მოადგილეები ან კაპიტნები გააკონტროლებენ. ერთხელ და სამუდამოთ უნდა მოეღოს ბოლო ამ უწესრიგობას!