[MOE] Prestige Points

Day 2,464, 16:39 Published in Georgia Georgia by Aveun

ყველასთვის ცნობილია, რომ პრესტიჟის ქულების საშუალებით უამრავი რამის მოგება შეგვიძლია მაგ😒mall Bomb,Energy Bar,Strenght Points,Damage Booster და ა.შ.

რათქმაუნდა ეს ყველაფერი თქვენთვის ნაცნობია, თუმცა მე მინდა გესაუბროთ იმაზე, რაც ალბათ ბევრმა არ იცის.
როგორც იცით პრესტიჟის ქულების ბარი ყოველ კვირა რესტარტდება, პრობლემა კი ისაა, რომ ბარზე მხოლოდ 5 ან 6 საჩუქრის ჩამონათვალი ჩანს ანუ დანარჩენი არ გამოჩნდება სანამ თვითონ პრესტიჟის ქულებს არ მოიმატებთ და არ აიძულებთ ბარს, რომ დამდეგი საჩუქრები გამოაჩინოს, თუმცა არსებობს ხერხი, საიდანაც ჩვენ წინასწარ შეგვიძლია გავეცნოთ თუ რა სახის საჩუქრები გველოდება პრესტიჟის ქულებში, როგორ გავაკეთოთ ეს?

ძალიან მარტივად, როდესაც თქვენ იმყოფებით მთავარ გვერდზე ჩამოწიეთ მაუსის როლიკით ეკრანი დაბლა და თქვენ დაინახავთ სხვადასხვა წარწერებს, თუმცა კერძო შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება "Latest Updates"
დაკლიკების შემდგომ თქვენ გაგეხსნებათ ფანჯარა, სადაც ნათლად გამოჩნდება პრესტიჟის ქულების ყველა საჩუქარი.
ასე რომ შემდგომში წინასწარ გეცოდინებათ, მომგებიანია თუ არა თქვენთვის პრესტიჟის ქულების დაგროვება.