საუკეთესო 3 ვაკანსია

Day 2,642, 04:33 Published in Georgia Australia by NO.ONE.

მოგესალმებით.

ხარ მონდომებული და გინდა დიდი შემოსავალი? შეგიძლია სტატიების წერა? გინდა სხვებზე უფრო სწრაფად განვითარდე? თუ სხვები დღიურად გამოიმუშავებენ რაღაც x თანხას შენ შეგიძლია გამოიმუშავო X + Y 🙂 Y კი გაცილებით მეტია დამწყებების შემთხვევაში.


ვეძებ სამ მსურველს რომლებიც მიიღებენ ხელფას 3 დღეში ერთხელ. ხელფასის ოდენობა იქნება: 500 cc ლარი. თვიური შემოსავალი იქნება 6 000-10 000 ლარი + ბონუესბით 🙂 ანუ 25 ოქრო მინიმუმ. დამწყებებს საშუალება გეძლევათ 3 თვეში არაფრისგან ერთი სავარჯიშო ბოლომდე გააუმჯობესოთ. : )


და ხელფასი რატომ?

მთავრობამ და მმართელ გუნდმა დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშვება პიარისთვის, მე როგორც უმცირესობის წევრი მინდა გავაკეთო საინფორმაციო ცენტრი ერთგვარი გაზეთი. დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებთ. მე და 3 მსურველი შევკრავთ ერთ გუნდს და ერთად ვიმუშავებთ. ხელფასი არ იქნება სტატიების რაოდენობაზე დამოკიდებული. ეს ხელფასი იქნება მინიმალური. კარგი სტატიების შემთხვევაში იქნება ბონუს სისტემაც.

აუცილებელი სკილები:
- სტატიის წერის უნარი
- საშუალოზე მეტი მონდომება და ენთუზიაზმი 🙂

სასურველი სკილები:
- ქართულის გამართული ცოდნა
- ინგლისურის ნორმალური ცოდნა
- რუსულიც თუ იცით მთლად კარგი.


თუ იქნება გამოცდილი კადრი ხელფასი შესაძლებელია მეტიც დაენიშნოს : ))


მსურველებმა ერთგვარი წერილი დაწერეთ კომენტარებში გამოთქვი სურვილი და თქვენი დახასიათება..

ველოდები მსურველებს და შემდეგ დეტალებზე პირადად გავესაუბრები ყველას..