ტურნირი, ინფორმაცია!

Day 3,089, 07:09 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.

პირველ რიგში მოგიწოდებთ, მე ნუ მომცემთ არჩევნებში ხმას.

ახლა საქმე:

როგორც იცით ხვალ ტურნირია, რომლის მერეც რესურსები ახლებურად გადანაწილდება.
დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ ადმინისტრაციასაც კი არ აქვს, ტურნირის დეტალებზე და დღეს აპირებდნენ კიდევ ინფოს დამატებას, მაგრამ მე იმ ინფს მოგაწვდით რაც ვიცი.

ჩვენს ქვეყანას 4, შესაძლოა 5 ქვეყანასთანაც ექნება ბრძოლა.
ყველა ეს ბრძოლა შეთანხმებულია ამ ქვეყნების მთავრობებთან, ამიტომ სერიოზულად არცერთი არ აღიქვათ.

რატომ 4-5 ბრძოლა?

ტურნირის შედეგები დამოკიდებულია ე.წ. ტოკენებზე, რომელიც არის ბილეთი. თუ აიღებ ერთ ტოკენს, გაქვს საშუალება 1 რესურსი დადგა იმ რეგიონში სადაც გინდა. ვინაიდან ზოგი რესურსი ძალიან მცირეა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პირველივე საათებში ავიღოთ რამდენიმე ტოკენი. რესურსები უკვე შერჩეულია, ამას აქ საჯაროდ, სხვა ქვეყნებმა რომ არ გაიგონ არ დავწერ.

ტოკენებს გვაძლევს დომინაციის ქულების საფუძველზე, 30 000 დომინაციის ქულა 1 ტოკენის ტოლფასია.

რა არის დომინაციის ქულა?

მაგალითად საქართველო ეომება რუსეთს.

სულ გვაქვს 4 დივიზიონი.

პირველი შერკინება/ბეთლი მორჩა შემდეგი ანგარიშით:

1 დივიზიონი - 1800 - 0
2 დივიზიონი - 1500 - 1800
3 დივიზიონი 0 - 1800
4 დივიზიონი 1800 - 1700

საქართველო ამ ბეთლიდან მიიღებს 1800 + 1500 + 0 + 1800 დომინაციის ქულას.
რუსეთი მიიღებს 0 + 1800 + 1800 + 1700 დომინაციის ქულას.

ანუ როგორც ხვდებით წაგებულიც იღებს ამ ქულებს.

რასაკვირველია ჩვენთვის უმჯობესია რომ ყველა ბრძოლა მოვიგოთ, მაგრამ ვინაიდან ეს ომები შეთანხმებულია და დომინაციის ქულები მათაც უნდათ, მეგობრულად გავიყოფთ ამ ქულებს წინასწარი გეგმის მიხედვით.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხვალ დილიდანვე თვალი ადევნოთ სტატიებს, დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს და იბრძოლოთ მხოლოდ იქ, სადაც საჭირო იქნება.

ასევე, მიუხედავად დიდი კომბატ ორდერისა, გთხოვთ ნუ დაიხარჯებით სხვა ბრძოლებში, კომბატ ორდერებს ჩვენც დავდებთ და თითოეულის წვლილი ამ ომებში მნიშვნელოვანია. იბრძოლეთ მხოლოდ საქართველოს ომებში, და ომები წარმართეთ მხოლოდ მოდის ბრძანების და ხელისუფლების მითითების შესაბამისად.


გთხოვთ არ დაასაპორტოტ სხვა აჯანყებები, ხვალ ჩვენ მინიმუმ 3 აჯანყება უნდა გავხსნათ ოპერატიულად, ამიტომ თქვენი საპორტი ჩვენ დაგვჭირდება. ვისაც ფული არ გაქვთ საპორტისთვის, მე მოგცემთ.

იყავით ონლაინ დილის 10 საათიდან და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.

თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული მივიღებთ თუ არა სასურველ ბონუსებს, ამიტომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ საკითხს.

შეკითხვები თუ არის, გისმენთ.