ესაქართველო და მისი მოკავშირეები - ესპანეთი

Day 2,931, 11:42 Published in Georgia Georgia by Giorgi Gelovani
მოგესალმებით მეგობრებო

მინდა მოგილოცოთ, გაგახაროთ და გითხრათ, რომ გამომწერთა რიცხვი 11-დან 16-მდე გაიზრდა, რაც ფრიად სასიხარულოა. ესე იგი მოგწონთ სტატიები და მეც მეტი ენერგია მეძლევა მათ დასაწერად. (აშმალახა მახსოვს რაც დამილინკე კომენტარში, მაგრამ არ მინდა მაგის ტელეოფნში დაყენება, არ გოუბეროს მერე 😃)

როგორც. მიხვდით დღევანდელ სტატიაში ესპანეთზე გვექნება საუბარი. ესპანეთის მიმოხილას ადრეც შეგპირდით და ახლა კიდე უფრო დიდი მიზეზი მაქვს მათზე საწერად, რადგან როგორც იქნა, მოკავშირეებმა მოიცალეს და ეხმარებიან ესპანეთს არგენტინისგან განთავისუფლებაში. დღეს ერთი ეპიკური ბრძოლა მოიგეს და შემდეგ აჯანყება დაიწყო ლა რიოხას პეოვინციაში, სადაც ასევე წარმატებით მიმდინარეობს ბრძოლა.

ახლა კი უფრო კონკრეტულად...

ესპანეთი, რეალურსა და ვიეტუალურ სამყაროებში (რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს), პირენეის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. სამწუხაროდ, ვირტუალურ სამყაროში, იგი მხოლოდ 3 პროვინციას აკონტროლებს, მაგრამ, როგორც ზემოთ ვახსენე, აჯანყება მიმდინარეობს ლა რიოხას პროვინციაში და სავარაუდოდ არგენტინელები მთლიანად დაუთმობენ ესპანელებს პირენეის ნახევარკუნძულს.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოცნობა ძნელი არ იქნება. ჩვენდა გასაკვირად, მათ აქვთ საშუალება M.P.P. გაფორმებული ჰქონდეთ 16 ქვეყანასთან, რაც ყველას კარგად მოგვეხსენება 160 000-ს უდრის. გარდა ამისა ბიიჯეტში მათ აქვთ 408 ოქრო და 370 472 ერთეული ესპანური პესო (ადრე ფულის ერთეულად ესპანეთში პესო იყო, რადგამ აქ ევროკავშორი არ არსებობს, ამიტომ ვალუტის სახელად პესოს ვიხმარ. დარმწუნებული ვარ ესპანელები არ მიწყენენ)

რაც შეეხება მათ სამხედრო მდგომარეობას სურათი შემდეგნაირია:
M.P.P.გაფორმებული აქვთ 16 ქვეყანასთან, ესენი არიან: ხორვატია, ბულგარეთი, ჩილე, ბელგია, მაკედონია, ბელორუსია, მექსიკა, უკრაინა, გერმანია, პარაგვაი, ინდონეზია, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, ვენესუელა, ნიგერია, ალბანეთი.
სწორედ ამ მოკავშირეების წყალობითაა, რომ ესპანეთი ახერხებს საკუთარი ტერიტორიბის დაბრუნებას და ჩვენც, ქართველებს ამაში ღირსეული წვლილი შეგვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინამ რამოდენიმე დღის წინ შეძლო და მთლიანად წაშალა ესპანეთი ე-დედამიწის რუკიდან, მათ არგენტინელები მაინც არ გამოაცხადეს N.D.-დ. ეს მათი გულკეთილობის ამბავია თუ უბრალოდ დაეზარათ არ ვიცი. გასაგებია, რომ კონგრესი აღარ ეყოლებოდათ, მაგრამ ესპანეთაში დიქტატურაა და სულ რაღაც ერთი წკაპია საჭირო კანონის მისაღებად. სხვათაშორის 21 დღის წინ გამოაცხადეს არგენტინა N.E.-დ, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.

საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთდაცვის ხელშეკრულება ზუსტად 8 დღის წინ გაფორმდა. მიდნა მოგილოცოთ მეგობრებო. მერე რა რომ უკვე ერთი კვირა გავიდა.

ეპსანეთთან მიმართებაში ყველაზე დიდი ყურადღება ნიგერიისა და ბელგიის M.P.P.-ებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მიიქცია იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირის M.P.P-თა არც ერთ სიააში არ შემხვდა ეს ორი ქვეყანა. მაგათითაც დავინტერესდები.

შემდეგ გამოშვებებში შემოგთავაზებთ ბულგარეთისა და მაკედონიის მიმოხილვებს.

დააკომენტარეთ, მიეცით ხმა და გამოწერეთ Georgian Herald-ი!