ქართველი რომ ქართველს ესვრის, ტყვია ხვდება საქართველოს !

Day 2,908, 07:09 Published in Georgia Greece by GeoSainnt

ე-საქართველო შენ ვინ მოგცა იუზერი დასაკარგავი ?!

ამ თამაშში მე პირადად ახალი ვარ თუმცა შორიდან დიდი ხანია ვადევნებ თვალს და ძალიან არ მომწონს რაც აქ ხდება... რატო ხართ ორიენტირებული ერთმანეთის დაჭმაზე ? რა სიამოვნებას განიჭებთ თანამოძმის ლანძღვა ? ისეც არ მინდა გამომივიდეს ნამეტანი მაღალფარდოვანი ფრაზები და მორალის კითხვა მაგრამ ბოლოს და ბოლოს კმარა !!!

ნუ გაქვთ ეს ჩასაფრებულის პოზიცია... ნახე რა მაგარი ვარ მაგარი ჩავურტყი მუღამში ჩავუჯვი სიტყვა არ შევარჩინე .... მაგრები ხართ ირონიის გარეშე მაგრები ხართ ძმებო მტერთან ბრძოლაში ბადალი არ გყავთ ვამაყობ ქართველობით და ქართველებით... მაგრამ ერთი უბედურება გვჭირს ... ოქროს ხანა რო ოქროს ხანაა მაშინაც ჯარს საქმე რომ არ ქონდა ნებართვას იღებდნენ და ერთი მთავარი მეორეს ესხმოდა თავს... რატო იყო ციმბირი სავსე ქართველებით ? იმიტო რო მეტმა ქართველმა ჩაუშვა მისი თანამოძმე ... უსამართლოა ეს ცხოვრება ... კაცს ქონდეს ჟინი ნიჭი და სურვილი თანაბრად ებრძოლოს მტერსაც და მოყვარესაც !

მართალია "ქართველები ოდითგანვე მაძღარი იყვნენ ერთმანეთის ჭამით"

შერიგდით... წყენა დაივიწყეთ ... ძმობის სიტყვა თქვით და მტერი გაჟლიტეთ ! მერფი აქ ქართველი ლეგენდაა ... მე ბევრი არ ვიცი პოლიტიკაზე მე გცნობთ ყველას ბრძოლის ველზე.... არ ვიცი მიზეზი და არც მაინტერესებს ... მე მხოლოდ გთხოვთ იმსჯელეთ და იმოქმედეთ საერთო, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე !