ქართველური ენები

Day 2,879, 04:26 Published in Georgia Iran by Meyer Llansky
ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა დავამ და არცოდნამ არის თუ არა მეგრული და სვანური "ენები".

სულ არსებობს ოთხი "ქართველური" ენა.

ქართული :
4,1 მილიონი ადამიანის მშობლიური ენა, აქედან 3,9 მილიონი საქართველოში, დანარჩენი თურქეთსა და ირანში.

მეგრული :
მეგრული (მეგრ. მარგალური ნინა) : 600.000 ადამიანის მშობლიური ენა 1989 წლის მონაცემებით, ძირითადად სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში . აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობა გაფანტულია საქართველოს მთელ არაოკუპირებულ ნაწილში, მსხვილი ჯგუფებით თბილისსა და ზუგდიდში.

ლაზური :
ლაზური (ლაზ. ლაზური ნენა. ქართ. ასევე ჭანური) : 233.000 ადამიანის მშობლიური ენა 1980 წლისთვის, ძირითადად შავი ზღვისპირა რეგიონში ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთში, და დაახ. 2000-მდე მოსაუბრე აჭარის რეგიონში.

სვანური :
(სვან. ლუშნუ ნინ) : დაახ. 40.000 ადამიანის მშობლიური ენა სვანეთის რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში




ზემოხსენებული ენები ურთიერთგასაგები არაა, თუმცა აშკარაა მათი ნათესაობა. კავშირი ამ ენათა შორის პირველად აღნიშნული იყო ლინგვისტურ ლიტერატურაში ი. გიულდენშტედტის მიერ მე-18 საუკუნეში, რაც მოგვიანებით დადასტურდა გ. როზენის, მ. ბროსესა და ფ. ბოპის მიერ 1840-იან წლებში. ლაზური და მეგრული ზოგჯერ ერთი, ზანური ენის დიალექტებად მიიჩნევა.

მიღებულია, რომ ქართველური ენები ერთი ფუძე-ენიდან, ე.წ. პროტო-ქართველური ენიდან წარმოიშვა, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და ჩრდ. თურქეთის ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული. გლოტოქრონოლოგიური ანალიზის საფუძველზე გ. კლიმოვი ამ ენიდან სვანურის გამოყოფის დაწყებას ათარიღებდა დაახლ. ძვ.წ. XIX ს-ით, ხოლო ქართ-ზანურის დაშლის დასაწყისს - დაახლ. ძვ. წ. VIII ს-ით. თუმცა თავადვე აღნიშნავდა, რომ ესა უაღრესად წინასწარი დათარიღება და შემდგომი საფუძვლიანი კვლევა აუცილებელია.


მისიისთვის თუ კომენტარებს დაწერთ ძალიან გამიხარდება)