ჩემი ხედვა – მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!

Day 2,841, 03:56 Published in Georgia Greece by Tengiz IV

მოგესალებით,

გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო 5 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და ავიღო ეს პასუხისმგებლობა ამ მძიმე პერიოდიში. ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ ჩემს ხედვებსა და წინასაარჩევნო პროგრამას, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ ერთი თვის განმავლობაში.

სამწუხაროდ დღეს ჩვენს გვერდით არ არის ჩვენი აქტიური პარტიელი და ძალიან მაგარი პატრიოტი კაცი არჩილ ტეფნაძე 🙁 ის ერთთვიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ბიჭი და არაჩვეულებრივი პიროვნება. ნამდვილად დაგვაკლდა ყველას ჩვენ 🙁
მის აქაუნთზე ასეთი სიტყვები ეწერა: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“
ჩვენი პარტიის და ჩემი საარჩევნო ლოზუნგიც ილიას ეს სიტყვებია:
მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!


ირანის „პოლიტიკამ“ (ჩემი აზრით ფულმა) შეიწირა ჩვენი დრო, რესურსები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ტერიტორიები. მუქარით და შეურაწყოფით დაიწყეს და მალევე 3 ძალიან დიდი ბრძოლა წააგეს. უკან დაიხიეს და როცა თეირანს მივადექით, მთელი ძალით და ფულით შემოგვიტიეს. სამწუხაროდ ჩვენი რესურსები ამოწურული იყო და უკან დახევა დავიწყეთ. საბოლოო ჯამში დაიწყეს საქართველოს ოკუპაცია.
დღეს საქართველო ოკუპირებულია, მაგრამ გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ, რათა ყიზილბაშების ეს შეურაწყოფა ვანანოთ და ერთიანი ძალით გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.
მჯერა, რომ ერთად, ერთიანი ძალით შევძლებთ წარმატების მიღწევას.

MOFA - მაკედონიისა და საბერძნეთის ისტორიული დაპირისპირება ვირტუალურ სამყაროშიც გრძელდება. მათმა ომებმა გაყო ჩვენი მოკავშირეები და დაქსაქსულ ვითარებაში დაასუსტა ჩვენი მოკავშირეების პოზიციები, რაც ასტერიისთვის სრულად მისაღებია, მას აწყობს „დაყავი და იბატონე“–ს პრინციპით მოქმედება. ჩემი პირველი ბრძანება იქნება, რომ არცეთმა ქართველმა ერთხელაც არ გაისროლოს მოკავშირეთა შორის ომში. ჩვენ გვჭირდება ერთიანი და ძლიერი მოკავშირეები.
თურქეთის რუკიდან გაქრობა იყო უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა და ჩვენი მოკავშირეების დაქსაქსულობის ბრალი. უბრალოდ გეტყვით, რომ ვიქნები ჩვენი და თურქების მეგობრობის ერთგული და ყოველთვის დავეხმარები.
დიდ პატივს ვცემ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით სერბეთს, რადგან მართლაც შესანიშნავი და ლამაზი თამაში აჩვენეს. მაგრამ არასოდეს შევხედავ მოღალატეებს!
ყოველთვის ვიქნები ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგული და ჩვენი მეგობრების თავგანწირული გვერდში მდგომი!
ასევე ყველას მოგიწოდებთ, არ იბრძოლოთ არასოდეს ჩვენს მოკავშირეებს შორის არსებულ ომებში, როგორიცაა ბულგარეთი–საბერძნეთი; მაკედონია–საბერძნეთი და ა.შ.

Speaker of Gov - ჩემი პირადი ინიციატივით დავიწყე ჩვენი ქვეყნის Facebook გვერდის გააქტიურება და შევქმენი ჯგუფი eGeorgian Army. რადგან ვთვლი, რომ ჩვენს მოთამაშეებს სჭირდებათ ერთიანი სივრცე, რომელიც უფრო გააქტიურებს და გააძლიერებს მათ. როგორც კი კომპიუტერთან დავჯდებოდი, მთავრობის სკაიპ ჩათში მიღებულ გადაწყვეტილებას თუ ვინ რა თქვა ყველაფერს მაქსიმალურად ვპოსტავდი ჯგუფში. მიუხედავად ამისა, ჩვენს მოთამაშეებს მაინც ექმნებოდათ პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობის გამო. ეს პრობლემა ხშირად ხელს უშლიდა ჩვენი მოთამაშეებს, სწორი სვლები გაეკეთებაში.
ამიტომაც შევქმნი მთავრობის სპიკერის თანამდებობას, რომელიც ყველა მოვლენის საქმის კურსში იქნება, დაესწრება მთავრობის სხდომებს და თავისი ასისტენტების დახმარებით ყველა გადაწყვეტილებას თუ მიმდინარე მოვლენას, მაქსიმალურად დროულად მიაწვდის ყველა მოთამაშეს.
სპიკერი გამოიყენებს, როგორც FB-ჯგუფს, FB–გვერდს, ასევე მასიური დასპამვის საშუალებებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ არ გქონდეთ დიდი strength, თითოეული თქვენგანი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კარგად გამოჩნდა ირანთან ომის დროს, როცა ომი ასეთმა მცირე ძალიანების განსაკუთრებულმა მონდომებამ მოიგო! ეს იყო ისტორიული დღე, როცა არ დაგვიძინია და ბოლო თეთრი გავიღეთ ქვეყნის გადასარჩენად!

MOD - ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და რა თქმა უნდა სამხედო ძლიერება დამოკიდებულია ძლიერ აქაუნთებზე. ბოლო პერიოდში ბევრი ახალი ძლიერი აქაუნთი შემოუერთდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ეს საკმარისი არაა. განსაკუთრებით გამოვყოფ NFG-ს რომელის წევრებმაც 10მდე ძლიერი აქაუნთის ყიდვა შეძლეს.
შევქმნი სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მსურველებს ასწავლის აქაუნთების ყიდვასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და საბოლოოდ აყიდინებს აქაუნთს.
ასევე განვიხილავთ, ცნობილ იდეას – მთავრობის მიერ აქაუნთების ყიდვაზე.
სპეციალურად ამ თემას, მთავრობის პირველივე სხდომაზე განვიხილავთ და გეგმას ჩამოვაყალიბებთ.
მნიშვნელოვანია, შევქმნათ მაღალი დონის MU, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ძლიერი მოთამაშეებისგან იქნება დაკომპლექტებული. ეს MU საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაგვეხმარება, როგორც საბერძნეთში GAMA და სხვა მრავალი.
გუშინ მე და ნიჟარაძემ მოვიფიქრეთ ასეთი რამ: გვეთამაშა გერილა (პარტიზანული ბრძოლა), ავირჩიეთ წყნარი ბრძოლა და ერთმანეთს დავუპირისპირდით, რა თქმა უნდა ნიჟარაძე განზრახ მარცხდებოდა. ამ „შეჯიბრის“ მიზანი იყო მეტი დემიჯი დაგვედო. შედეგად 100 ენერგიით 400 K დემიჯის დადება შევძელი.
ჩამოვაყალიბეთ იდეა და სრული გეგმა, პარტიზანული ბატალიონის შექმნის თაობაზე, რომელსაც ბოლომდე არ გავასაჯაროვებ და ჩემი გამარჯვებიდან პირველივე კვირაში ჩამოვაყალიბებთ.

MOE - განათლების სამინისტროს სჭირდება ახალი კადრები და ახალი მიდგომა. ვთვლი, რომ საჭიროა შეიქმნას ხარისხიანი ვიდეო ტუტორიალები, ახალი სასწავლო მასალა და ახალი მასწავლებლები.
ყველა ახალმა მოთამაშემ თავი უნდა მოიყაროს კადეტთა სამხედო მუ–ში, სადაც განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს მათ სხვადასხვა რესურსებით.

Governor - ქვეყნის გუბერნატორი უზრუნველყოფს ბიუჯეტის სტაბილურ შემოსავალს და ქვეყნაში წარმოების გაზრდის სტიმულირებას.
NFG ყოველთვის მოითხოვდა დაბალ გადასახადებს, თუმცა ირანის მიერ მოყენებული ზარალის მცირედით ასანაზღაურებლად ამ თვეში შევინარჩუნებთ სტაბილურ გადასახადს, 4%–ის ოდენობით.

სენატი – სენატი გააგრძელებს აქტიურად მუშაობას. ის საჭიროებს რეფორმას, რასაც უკვე აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი The Patronus და მშვენივრად ართმევს ამ საქმეს თავს.

დიდი მადლობა United Georgian Party–სა და Erovnul-Demokratiuli Partia-ს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის.
დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, ყველა ჩემს პარტიელს - National Front of Georgia
მჯერა, რომ 5 სექტემბერს თქვენი გვერდში დგომით გავიმარჯვებ და ერთ ლამაზ, საინტერესო და აქტიურ სათამაშო თვეს ერთად შევქმნით!

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!