დიდება საქართველოს!

Day 2,811, 08:53 Published in Georgia Georgia by Tengiz III
მოგესალმებით

არ ვიცი რით დავიწყო სტატიის წერა ან რა სიტყვები უნდა მოვუძებნო ჩვენს ერთიანობას ამ ბრძოლაში. ბრძოლის დაწყებიდან 3 სთიც არ იყო გასული, როცა ერეპში შემოვედი. ვიცოდი რომ ბროლა დაწყებული იქნებოდა და ვჩქარობდი.
მთავრობის სკაიპის ჩათში პირველი ორი რაუნდის სასწაულებრივ გამარჯვებას უკვე ზეიმობდნენ.
მაგრამ მთავარი წინ იყო. მტრის რესურსები ჩვენსას მრავალჯერ აღემატებოდა.

სიმართლე გითხრათ ამ დღისთვის სპეციალურად ვემზადებოდი და ჩემი ფრენდების რაოდენობამ 6500–ს გადააჭარბა. დავიწყე დასპამვა, ყველა მოკავშირე და ძლიერ მეომარს მივწერე. 12სთ–ის შემდეგ უკვე GAF-ის ჩათში ბიჭებიც შემომიერთდნენ და ბრძოლის დასასრულამდე არ შეგვიწყვეტია დამხმარეების ძებნა.

ერთმანეთს ვენაცვლებოდით და მთელი ღამე გავათენეთ. თან ვზვერავდით რომელი მოწინააღმდეგე იყო online. ყველაფერს შეთანხმებულად და დაუზარებლად ვაკეთებდით.
ეს საოცარი გრძნობა იყო!
როცა ფული გვჭირდებოდა, ყველამ ვინც კი ონლაინ იყო თავისი მაქსიმუმი გაიღო და გადარიცხა ქვეყნის დასახმარებლად.

ჩემი აზრით, ეს ბრძოლა ყველაზე გამორჩეულია.
ეს იყო ჩვენი დიდგორი!
ჩვენი ერთიანობის და განსაკუთრებული სიმამაცის ზეიმი!
მე ვამაყობ თქვენით ბიჭებო ვინც წუხელ ღამით შეუძლებელი შეძელით. არასოდეს დამავიწყდება დილის 6 სთ–ზე ამდენი ადამიანი ონლაინში და ყველა მუშაობდა.
არავის ეზარებოდა 1000 კაცისთვის მიწერა და აჟიტირებული გულით თავისი მცირე დემიჯის დადება ჩვენს სასარგებლოდ.

არ დამავიწყდება ერთი ირანელის სახელის ხსენება რომ აიკრძალა 😃 უხსენებელი დავარქვით 😃

ასევე არ დამავიწყდება მოკავშირეების წერილები და მათი დახმარება.
არ დამავიწყდება პერუელის ბოდიში, როცა ერთ–ერთი რაუნდში 1610–10 ვაგებდით და მისი დახმარებით 1790–1690 წავაგეთ. მხოლოდ იმის გამო რომ დრო დამთავრდა. თორე ყველანაირად ვიგებდით ამ ბრძოლას. 2 წთ დაგვაკლდა. ხოლო ამ დროს პერუელი მწერს ბოდიშს გამიჭირდა შელდონა ძალიან ძლიერიაო. მან თავისი მეგობრებიც მოიყვანა

არ დამავიწყდება ჩილელი, რომელმაც დილის 9სთ–ზე მომწერა ჩვენთან 4 სთ–ია ყველა მეგობარს ძინავსო და მე კი ბოლომდე თქვენთან ვარო.

ყველაზე მთავარი:
არ დამავიწყდებით არცეთი მოთამაშე, თქვენი შემართებით, ერთიანობით და ბრძოლის სურვილით ვინც ონლაინში იყავით და ისინიც ვინც ვერ ახერხებდნენ შემოსვლას!!!

არ ვიცი რა ვთქვა 😘 ერთიანობა საოცარი გრძნობაა!

დიდება საქართველოს!

რიგდება 300 q1 საკვები
კომენტარებში დაწერეთ რომ გინდათ ან რამე :დ ბოდიშით მეტი არ მაქვს