ცვლილება არმიაში

Day 2,647, 12:24 Published in Georgia Georgia by Chirika

გამარჯობათ

ვინც არ იცით მე ვარ, ახალი თავდაცვის მინისტრი რეზო.
გავასუფთავე ლეგიონები (რეჯიმენტები), ყველა კაპიტანი მოიხსნა ჩემს მიერ. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც უნდა კაპიტნობა, გამოთქვას სურვილი. ყველა კაპიტანს დაეკისრება ვალდებულებები, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩამოერთმევა კაპიტნის წოდება. კაპიტანი უნდა იყოს გამოცდილი, რომ შეძლოს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც თავდაცვას ეხება.

1. კაპიტანმა უნდა შექმნას თავისი, დანაყოფის ჩათი და ურთიერთობა დაამყაროს მებრძოლებთან.

2. იზრუნოს მებრძოლების განათლებაზე, ყველა დეტალი უნდა აუხსნას, ომის (ბრძოლის) შესახებ.

3. ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ბრძანება უნდა იქნეს მიწოდებული რაც შეილება მალე.

მე მექნება ყველა კაპიტანთან ურთიერთობა, გავაკეთებ ჩათს. ასევე დაურიგდება რესურსი კაპიტნებს, რომლებიც თავის რეგიმენტს გაუნაწილებს საჭიროებისამებრ. ყველა რეჯიმენტი, იქნება კონტროლის ქვეშ და გავიგებთ რომელი კაპიტანი არ ასრულებს დავალებას.
ყველაზე აქტიურ კაპიტნებს გადავცემთ პრიზებს. რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი თორე, დაგვექცა არმია თავზე და ეგაა. წარმატებებს გისურვებთ.