ღლეობა, სახელად ბოიკოტი.
Aveun
ღლეობა, სახელად ბოიკოტი, რომელიც იწვევს მასიურ ქაოსს ქვეყანაში...
ყველაფერი ასე დაიწყო http://www.erepublik.com/en/article/-1344-2474140/1/20
ბევრი ვეხვეწე არ გამოეცხადებინათ ეს ბოიკოტი, ვიცოდი, რომ შემდეგი მოვლენები ასე განვითარდებოდა, მაგრამ ღლეზე დაიკიდეს.
რა მოყვა ამას?
როგორც იცით გუშინ საქართველოს მოქალაქეებს მოუწიათ თავგანწირვით ბრძოლა, რომ თბილისი არ დაეკარგათ და დიდი გაჭირვებით ბიჭებმა ეს მაინც შეძლეს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თურქებს ეწერათ იბძოლეთ საქართველოს სახელითო, თუმცა სხვადასხვა ეროვნების ტანკები მაინც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა და ამიტომაც, მოგვიხდა ბრძოლაში სერიოზულად ჩართვა, უბრალოდ სამარცვინოა, რომ სავარჯიშო ომზე, მეტად მარტივ ომში ჩვენ ვაივაგლახით მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, ამით ქვეყნის რეპუტაცია ეცემა, დიახ ეცემა, 1-2 თვის წინ ოკეანიაში კოლონიები გვქონდა, ეხლა კი აჯანყებას ვერ ვიგებთ და დედაქალაქის დაცვა ძლივს შევძელით.
ის რომ ლიტვის და ესტონეთის ომებით უკვე ტვინი მოიდღნა ეს ცალკე თემაა, თუმცა ალიანს რა უნდა მოთხოვო, როდესაც ასეთ მარტივ ომებს ჩვენით ვერ ვუმკლავდებით.
როგორც დასაწყისში ავღნიშნე, რესპებს ვთხოვდი, რომ მსგავსი, რამ არ გაეკეთებინათ, ისედაც ალბათ ყველა ხვდებოდა, რომ ეს ბოიკოტი ასეთ შედეგებზე გაგვიყვანდა, მაგრამ "ღლეზე" დაიკიდეს მეორეჯერაც ვიტყვი. უბრალოდ სირცხვილია, რომ თამაშში ერთი ეროვნების ხალხი საერთო ენას ვერ ვპოულობთ, თუმცა ეს თემას არ ეხება ამიტომ...
გუშინ ამხელა რესპების MU-დან მხოლოდ ნიკა ჩანქსელიანი იგივე MAXIMUS (სხვათაშორის მან CO-ც დადო) და ყველასთვის ნაცნობი Bendo7 იბრძოდა, პირადად მე რესპებიდან, რომ ებძოლა არ მინახავს. გადახედეთ რესპების MU-ს და თავად მიხვდებით, რომ ძლიერი მეომრები ნამდვილად ყავთ, მაგრამ გუშინ, რატომღაც არ გამოჩენილან ალბათ თვალები აგვიხილეს და გვანახეს, რომ მათ გარეშე არაფრის "ტრაკი" არ გვაქ, არ ვიცი მე ესე შევაფასებდი ამ ყველაფერს.
ამ ბოიკოტმა ქვეყნის აშკარა რეგრესი გამოიწვია. მოკლედ, რომ ვთქვათ რესპებმა საერთოდ ხელი ჩაიქნიეს პოლიტიკაზედა თავის MU-ში გაინაბნენ.(ვისაც ახსოვს საპრეზიდენტო არჩევნებზე Georgian Wolf ერთადერთი კანდიდატი იყო)
ეხლა კი კითხვა მაქვს რესპუბლიკელებთან, ნუთუ ღირდა ეს ბოიკოტი ამად? თვითონაც ხედავენ ალბათ, რომ ქვეყანა დღე-დღეზე კვდება... დაიკარგა ყოველგვარი კონკურენცია, რამაც გამოიწვია მოსახლეობის შემცირება, რათქმაუნდა ასე იქნება ეს ლოგიკურია, რადგან მოთამაშეს თამაშში რაიმე უნდა აკავებდეს და როდესაც ასეთი სურათი ხვდება, ნამდვილად არ მოუნდება აქ დარჩენა, ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ კონკურენციას მოაქვს განვითარება, რაც ბოლო დროს საერთოდ გაქრა. აი თქვენი ბოიკოტიც, მეგობრებო იმედია კმაყოფილები ხართ
🙂
უბრალოდ სირცხვილია და ჩემი თხოვნა და მოწოდებაც იქნება, რომ მალე მოგვარდეს ეს მარაზმი და გავაგრძელოთ, ძველებურად ქვეყნის შენებაში, მონაწილეობის მიღება ეს ყველას სარგებელს მოუტანს.
თქვენი ძმა და მეგობარი Aveun
😵
Comments
boikoti unda iyos politikuri da ar unda ewiinaagmdegebodes da ar unda azaralebdes qveynis sagareo mdgomareobas.
ფაქტი ერთია, რომ ქვეყანა ამით ზარალდება.
წინაზე ჩვენი პოლიტ-აქტიურობის გამო ზარალდებოდა ქვეყანა, ახლა ბოიკოტის...ჩამოყალიბდით როგორმე, მთვრობის უუნარობის განტევების ვაცის პარტია კი არა, რეპუბლიკური პარტია ქვია ჩვენსას. 🙂
ავეუნ შენ რომ ხვდები პოლიტიკური ოპოზიციის აუცილებელებლობას ეგ ძალიან კარგია და შენგან არ მიკვირს, მაგრამ ის ხალხი რომლებიც დედაგოგებად და არაფრის მაქნისებათ, მოგვიხსენიებენ ეგეც ფაქტია! თუ არაფრის მაქნისები ვართ და ტყუილ უბრალოდ ვდემაგოგობთ ეს დიდი დანაკლისი არ უნდა იყოს ქვეყნის „მაშენებლებისათვის“. ასე რომ პრობლემის გადასაჭრელი გზები ჯერ კიდევ მოსაძებნია! და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კვლავ არასწორი ტრაექტორია გაქ აღებული და კიდევ ჩვენი დადანაშაულების სუნი მცემს! თითქოს ყველაფერი ჩვენი ბრალია და ნეტავ გავქრებოდეთ (ქვეყნის რეპუტაცია ზარალდება, ქვეყანა კვდება, მოქალაქეები გვაკლედებიან და ეს გულცივი ოპოზიცია სდუმს) იქნებ გადახედოდ კიდევ უფრო კარგად თქვენს სტრატეგიას ან რიტორიკა მაინც შეცვალეთ და ყველაფერს ჩვენ ნუ გადმოგვაბრალებთ...
ფაქტი ერთია და მე ფაქტებით ვსაუბრობ. ამას ყველა ხედავს და ვისაც არ უნდა დანახვა, ვერ დაინახავს 🙂 მე უკვე ავხსენი, რატომაც უფერულდება ეს თამაში ჩვენი ქვეყნისთვის და თუ არ შევეცდებით გამოსწორებას მერე გამოუცხადეთ ბოიკოტი ოკუპირებულ საქართველოს 🙂
ვინმემ თქვა რო ჩვენ მაგას ვერ ვხედავთ? მე ეგ არ მითქვამს და არც ერთი რესპუბლიკელი მაგას არ იტყვის დარწმუნებული ვარ! ეგ დაუნახავები ედპ-უჯპ-ს ალიანსში უფრო ჭარბობენ და კარგი იქნება თუ გამოფხიზლდებიან. ჩვენ დალაპარაკებაზე უარი არასოდეს არ გვითქვამს და არც ჩვენი თვითმიზანი იყო ბოიკოტი, ეგ იმ ბრალდებებზე პასუხი იყო რემლებსაც უსაფუძვლოდ ისროდნენ ჩვენი მიმართულებით მმართველი კოალიციის წევრები. „თუ ვერ ცვლი რეალობას, შეცვალე დამოკიდებულება“ ამიტომაც ბ ო ი კ ო ტ ი ! 🙂 თუ არც მმართველი კოალიციის წევრები შეიცვლიან დამოკიდებულებას მოგიწევთ ოპოზიციისაგან სრულ „ჰარმონიაში“ მუშაობის გაგრძელება, აღარ შეწუხდებით ჩვენი დემაგოგიური გამოხტომებით. 😉 ხო კიდევ არ მეგონა უჯპ-ედპ თავს საქართველოსთან აიგივებდა 🙂 :დ :დ
რამოდენიმე ადამიანის პრობლემებს, რომ ავყევით პარტიები აი ეგაა ყველაზე ცუდი 😉
შენ რესპუბლიკელების ერთსულოვანი კენჭისყრა და ამით დამტკიცებული სამართლიანი ბოიკოტი "ერთი ადამიანის ხუშტურები გგონია?" და ამ თემით გგონია ახლა ჩვენი პატივისცემა გაზარდე "მთავრობის" მიმართ და რესპუბლიკელები "შემოირიგე"? თუ მთავრობის უუნარობა ბრძოლაში გადააბრალე სხვებს და ყველაზე მეტად რესპუბლიკელებს...
მოკლედ არ მესმით რა გინდათ...რესპუბლიკელები ვერ იქნებიათ თქვენი განტევების ვაცები, საკუთარ თავში ეძებეთ წარუმატებლობის მიზეზი. სხვა მხრივ დიალოგს აზრი არ აქვს #დირე_თქვენს_თვალში
ააა ანუ უმრავლესობით გახვედით ხო ბოიკოტზე? კიბატონო ვნახოთ ამჯერად რა მოხდება.
რამდენადაც რესპუბლიკელები კენჭს უყრიან ბოიკოტის მოხსნას დადებითად, რესპუბლიკური პარტიის ბოიკოტი შეწყდება...რეალობა ასეთია. კითხვა ისმის, თუ არსებობს ამის საფუძველი მთავრობის და სამთვრობო პოლიტიკური ალიანსის წევრების განცხადებების ფონზე?!
XAXLO!!!! მოდით მოვრჩეთ ამ კატა-თაგვობანას... რა დაგემართათ!!!! ეს უბრალოთ თამაშია ერთმანეთს ნუ გავაღიზიანებთ და საპირისპირო აზრისთვის ნუ გავაკრიტიკებთ.. ამოვიდა ყელში მართლა ეს კინკლაობა ჯობია მივხედოთ ქვეყანას ვიყოტ პრეზიდენტის იურისდიქციის ქვეშ არ მოგწონს პრეზიდენტი? მაშინ დააყენე შენი კანდიდატურა, ვერ იმარჯვებ? მაშინ დაემორჩილე გამარჯვებულს.
ბევრი ახალი მოთამაშე პირადად მე მწერს რა ხდება რატო ომობენ ერთმანეთში?? იმათაც მაგრად აბნევთ და ქვეყანისთვის ცალკე ზიანი მოგაქვთ ზოგ ზოგიერთებმა დაიოკონ თავისი ტიტანისებური პოლიტიკური ამბიციები და მიყვნენ თამაშის მსვლელობას არ შეიძლება ესე!!!!! ნახეთ თუ ბევრმა არ დაანებოს თამაშს თავი, რაც ისედაც დასუსტებულ ქვეყანას კიდევ უფრო მოგვსპობს, მერე დაჯექით და იბატონეთ !!!!!
ანალოგიურს არ ვამბობ?
kristals ambobs (y)
გაუქმდეს ბოიკოტი და გაგრძელდეს თანამშომლობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის! ოპოზიცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის! პარტიული კონკურენციაც, ასევე საჭიროა! თუ არ გვინდა საყოველთაო კრახი განვიცადოთ, შევუდგეთ შიდა პოლიტიკური მდგომარეობის ნორმალიზებას! ამით შევინახავთ ხალხს და საერთო ჯამში გადავარჩენთ ქვეყანას.
დაიწყო მორიგი დადანაშაულების რაუნდი და იმაზე ლაპარაკი თუ რა ცუდია ოპოზიცია, როგორ ძირავს ბოიკოტით და აზარალებს ქვეყანას...არადა სამთვრობო ალიანსი სულ რამდენიმე კვირის წინ გვეუბნებოდა, ხელს ნუ შეგვიძლითო, ქვეყნის განვითრებას ვცდილობთო და დაგვანებეთ თავიო; ჯობია საერთოდ აღარ გამოჩნდეთო.
მე პირადად მართლა ყელში ამოვიდა თქვენი ბრალდებები, თითის გამოშვერა ოპოზიციისკენ და მისი თათხვა ყოველ ეტაპზე...ამიტომაც ავიღე დამსახურებული შესვნება თამაშისგან და დაგითმეთ ბურთი და მოედანი დიადი საქმეების გასაკეთბლად. არც თქვენ ოპონირებას და არც მონაწილეობას არ ვაპირებ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ასეთი შედეგი და რეზულტატი სამთვრობო ალიანსმა მოიმკა ოპოზიციის ცილისწმაბით, ლანძღვით და გაუცხოებით.
* * *
ახლა ბატონებო არც იარაღს ვაგროვებ, არ საჭმელს და არც სნიკერსებს; აღარ ვემზადები აქტიური ბრძოლისთვის...შესაბამისად დემიჯიც არ იდება. ვისაც ჰქონია რომ პროტესტი უსაფუძვლოა და მისი რეალური მიზეზი არ არსებობს, ან ბრმაა, ან თავს იბრმავებს და ჩვენც ცდილობს დაგვაბრმავოს. გადახედეთ ახლანდელი პრეზიდენტის, ედპ-ს და უგპ-ს ლიდერების კომენტარებს ბოიკოტის სტატიაზე, რომელსაც რესპუბლიკელების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ყველა რალურად შეაფასებს სიტუაციას.
არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ გიდასტურებთ თუ რა მოყვა ამ თქვენ ქმედებას და გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ გააუქმოთ ეს ბოიკოტი და მეტი რა გითრხათ?
:დდდ შენ აიღე შესვენება? თუ ბოიკოტი გამოაცხადე?
სამთავრობო ალიანსის დამოკიდებულება რესპუბლიკელების მიმართ იგივე დარჩა - ყველა ოპოზიციური ძალიდან ჩვენ ვართ ამოთვალწუნებული და გაკიცხული ყველა პოლიტიკურ სტატიაში.
ითხოვდით ამ თავის დანებების პოლიტიკას და შეგეშვით...მეც გადავედი მცირე აქტიურობის ფაზაში, შემოვდივარ, ვმუშობ, ვვარჯიშობ, ვიბრძვი და ორდერს ვაყენებ თუ საჭიროა. მთავრობასთან და განსაკუთრებით ედპ-ს ხალხთან პოლემიკას აღარ ვაპირებ და შევეშვი, საათები მიდიოდა ამაში.
ამას უკვე მნშ არ აქვს თუ გინდა, რომ რამე გამოსწორდეს აუცილებლად უნდა მოხსნა ეს ბოიკოტი 😉
მე ვერ მოვხსნი ვერაფერს, რესპუბლიკურმა პარტიამ უყარა კენჭი და მანვე უნდა გადაწყვიტოს კენჭისყრით ბოიკოტის გაუქმება...მაგრამ ამისათვის რეალობა და დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ. ცვლილებას უკეთსობისკენ კი მე ვერ ვატყობ, სხვა რესპუბლიკელები როგორ ფიქრობთ?
ნაყიდი ვოუთები საკუთრი პოლიტიკური რუპორის გასავრცელებლად და თვსმოსახვევად - მთავრობის მორიგი ხერხია გამოლანძღოს ოპოზიციის სამართლიანი ბოიკოტი!
ვოტები ვიყიდე, რომ სტატია მაღლა ამოსულიყო
და რუპორა რატოა ეს :დდდ რატო მაგიჟებ :დ
სულაც არ ვაპირებდი არაფერზე კომენტარს, ისევ ნაყიდი ვოუთებით დანახული მორიგი რესპუბლიკლების ლანძღვა რომ არ დამენახა პირველ გვერდზე. რა გაგვიხურეთ საქმე, ჰო გინდოდათ ქვეყნის აშენება ოპოზიციის ხელის შეშლის გარეშე. უსაქმურები ხართო, მარტო ხელს გვიშლით და აფუჭებთ ჩვენ რასაც ვაშენებთო. შეგვეშვით და საქმე აკეთეთ.
კიბატონო გადააყოლე ქვეყანა შენი და კაატინგას კინკლაობას და მე სხვა რამეს ვიზამ რესპები უმრავლესობის მიხედვით გადაწყვეტენ მაგას არავინ არ თამაშობს აქ თქვენ თამაშს 😉 ეს ყველას თამაშია და აქ წესებს თქვენ ვერ შექმნით 😉 მე არ მანაღვლებს რა მოხდა თქვენ შორის ადრე თუ შენ გინდა მაშინ ამას სხვაგვარად მოვაგვარებთ, დემოკრატიული გზით 🙂
ნუ გაახურე მართლა საქმე, მარტო კაატინგა არ იყო, ერთი მთავრობის წევრი მეორეს მიყვებოდა რესპუბლიკელბსი ლანძღვაში შენი ჩათვლით...თან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ როგორ გალანძღავდა, ახლა კიდევ გააგრძელეთ ეგ პრაქტიკა. უბრალოდ კომენტარებს გადახედე ბოლო-ბოლო ბოიკოტის სტატიის და თვად ნახავ. კაატინგას კომენტარი მაგაში სულ ბოლოშია და ისიც უმნიშვნელო. ამიტომ "ყველაფერს ერთ ადამიანს ნუ დააბრალებთ". მიიღეთ სამთავრობო ალიანსმა კოლექტიური პასუხისმგებლობა.
ოპოზიციის შემობრუნებას თუ იმით იწყებთ რომ სტატიას აცხობთ, სადაც ადანაშაულებთ მათ სრულიად სამართლიან ბოიკოტში, ლოგიკასთან ეგ მიდგომა მწყრალადაა... თუ მაგ სტატიის მიზანი ისაა რომ მთავრობის მორიგი უუნარობა კვლავ ოპოზიციას გადააბრალოთ, მაშინ ლოგიკაში ჯდება ეს შენი პათოსი.
* * *
აქედან გამომდინარე, ან თქვენ ხართ ახალგაზრდები და გამოუცდელები და არ იცით სწორი პოლიტიკური მესიჯები როგორ გააგზავნოთ, ან რესპუბლიკელები გგონიათ იდოტები და ფიქრობთ კიდევ ერთხელ ითამაშებენ "განტევების ვაცს" სამთვრობო ალიანსისთვის...ამ ორიდან რომელია თვად ჩამოყალიბდით და მერე ახალი "ლანძღვის თემა" გაგვიხსენით 1 კვირაში.
ეხლა შენ გინდა განაცხადო რომ ვულფის ნაწერი ადეკვატურ პასუხსს შეესაბამება? ნუთუ სწორია ის რომ იმიტომ გამოვაცხადეთ ბოიკოტი, რადგან "არაფრის ტრაკი არ გვქონდა"? ნუთუ ზელანდიის (და არა ავსტრალიის) კამპანიაში რესპუბლიკური პარტია არ იბრძოდა? პირადად მე არ ვიბრძოდი მეორე დივიზიონში?
ამ ყველაფრის მერე კიდევ რატომ გაქვთ პროტესტიო აცხადებთ...ცრუობთ ბატონო თქვენ განცხადებაში, ტენდენციური აფასებთ თქვენ სიტუაციას და პროტესტი არ უნდა გაგვაჩნდეს?!
კიბატონო გადააყოლე ქვეყანა შენი და კაატინგას კინკლაობას და მე სხვა რამეს ვიზამ რესპები უმრავლესობის მიხედვით გადაწყვეტენ მაგას არავინ არ თამაშობს აქ თქვენ თამაშს 😉 ეს ყველას თამაშია და აქ წესებს თქვენ ვერ შექმნით 😉 მე არ მანაღვლებს რა მოხდა თქვენ შორის ადრე თუ შენ გინდა მაშინ ამას სხვაგვარად მოვაგვარებთ, დემოკრატიული გზით 🙂
ზედა კომენტარი იხილეთ.
გითხარი 9-ჯერ მე არ ავყვები ერთ კაცს თქო არც კაატინგას და არც არავის და ვინც აყვა თქვენ კინკლაობას ძაან დიდი შეცდომა დაუშვა და საერთოდაც სხვა თვალით, რომ შეხედო ეს ყველაფერი ძალზედ ბანალურია, როდესაც 2 თუ 3 ზრდასრული ადამიანი ასეთ ატმოსფეროს ქმნის ქვეყანაში მე ვაბშე არც წამიკითხავს ეგ კაატინგას სტატია ვაბშე არ მანაღვლებდა იქ, როგორ გლანძღავდათ ერთადერთჯერ, როდესაც მე რესპებზე რაიმე ცუდი ვთქვი ეს იყო, როდესაც ვამბობდი, რომ უგპ უაზროდ დატოვეს და გაიქცნენ თქო... და რა გაახურეთ ამ კაატინგას სტატიებით??? ან იმ ჩარლის სტატიით ეს ორია მარტო მთელი თამაში? იგივეს აკეთებ, რაც უგპ-ში ყოფნის დროს გააკეთე - გარბიხარ და სხვებსაც შენსკენ მიაქანებ 🙂 მე კიდე არ დავუშვებ, რომ 2-3 კაცის ინტერესებს არ შეეწიროს ქვეყანა.
ნუ კაატინგა რომ "იშვიათი კანფეტია" მაგას საუბარი არ უნდა (თუნდაც ეს ბოლოდროინდელი კანფეტიც იხილეთ: http://forum.ge/?showtopic=34702091&view=findpost&p=43192783), მაგრამ მთავრობაც ზუსტად იმ 2-3 კაცის "ჭკუას მიყვება", მათ შორის: ვულფი, ჩარლი და კაატინგაც - ამას კიდევ აბრალებთ ოპოზიციას, რესპუბლიკლებს, რომლებიც ჩატში განვიხილავთ ყველა ჩვენ გადაწყვეტილებას და მხოლოდ, კ ე ნ ჭ ი ს ყ რ ი თ, ერთად, ერთობლივად ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს, ბოიკოტიც არაა გამონაკლისი. ამავე დროს, კიცხვაში მხოლოდ ეს სამი ადამიანი კი არა, დანარჩენი სამთავრობო ალიანსის ხალხიც ატიურად იყო ჩართული, კვერს უკრავდა თუ ვიშვიშებდა რესპუბლიკელების სრულიად გამართლებული ბოიკოტის გამო და ახლაც, ყველაზე მეტი კიცხვა სწორედ ჩვენი მისამართით ისმის, როდესაც მთელი ჩვენი მოღვაწეობა ვაშენებდით და ვქმნიდით ისე, რომ სხვები იღებდნენ ჩვენს მაგალითს.
ისევ იგივეს ვამბობ, რომ არ გესმით, ვერ ხედავთ და ვერც ვერასდროს დაინახავთ, სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციდან ამ ყველაფერს...კონფლიქტის თავიც აქაა დამარხული. ეხლა შენ ფიქრობ რომ ეს შენი სტატია სრულიად უწყინარია მთვრობისადმი ჩვენი ბოიკოტის ფონზე, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტურად საწინაღმდეგოდაა საქმე. შესაძლოა ამას ვერც აცნობიერებ ბოლომდე, ანდა ვერ ვხვდები, მაგრამ საქმეც ამაშია, რომ არ გესმით.
გაცნობიერება არ ჭირდება იმას, რომ მსგავსი სტატიები არ არის სასიამოვნო და მერამდენეჯერ ავღნიშნე, რომ ხალხი ამას არ ეთანხმება შემოდი ერთი აქ ჩვენთან ჩატში და კარგად მიხვდები ვის რა დამოკიდებულება გვაქვს რესპებთან აქ არავის არ გაუხარდა ბოიკოტის გამოცხადება ეს თავიდანვე ვიცოდი, რომ მოიტანდა ცუდ შედეგს და კაატინგას და ჩარლის ისტორიის უკან ჩამოტოვება ნუთუ ასეთი რთულია? მე უბრალოდ იმაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ არ ღირს ეს ამად გასაგებია ცუდი სტატიები იყო და ის უმეტესობამ არც წაიკითხა თუ გგონიათ, რომ ყველა ერთ აზრზე ვართ? ავღნიშნავ მერამდენეჯერ რესპუბლიკური პარტია ჭირდება ქართულ პოლიტიკას და ჯანსაღი კონკურენციაც ეს არის დიდი პლიუსი და ბავშვური ბუტიაობით ვერაფერს გავხდებით და ამ რაღაცებით ხალხს უკარგავთ თამაშის ხათრს... სხვა ხელისუფლებაა ეხლა და არავინ არ გერჩით ისე იქცევით გეგონება ებრაელები იყოთ და ჩვენ კიდე ანტისემიტები. კაატინგამ ვაბშე მივდივარო და არ ჯობია მოვრჩეთ ამ ბანალურ ქმედებებს? უბრალოდ საჭიროა გადაიდგეს ეს ნაბიჯი და დაბრუნდეთ პოლიტიკაში.
და როგორ შეიცვალა სიტუაცია?! რესპუბლიკელებისგან როგორც უწინ, ისევე ახლა გრძლედება მტრის ხატის შექმნა. ამაზე პროტესტს რომ ვაცხადებთ მემგონი არაა გასაკვირი.
იმაზე მეცინება, რომ ყველას 1 ქვაბში ყრი და ყრი ყოველთვის ერთი და იგივეს იმეორებ და უკვე რაციონალიზაციაში გადაგდის ეგ. კარგად დაფიქრდი ვინ მიგიყვანა მაქამდე და შემდეგ შეხედე დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას არავის აზრს არ მივყვები მე და ქვეყნის ინტერესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არცერთი ქმედება, გინდა ეს ედპ იყოს უგპ,ქდკ თუ რპ.
და როგორ შეიცვალა სიტუაცია?! რესპუბლიკელებისგან როგორც უწინ, ისევე ახლა გრძლედება მტრის ხატის შექმნა. ამაზე პროტესტს რომ ვაცხადებთ მემგონი არაა გასაკვირი. 🙂
და ვინ მომიყვანა აქამდე? შენი აზრით დარწმუნებული ხარ რომ იცი ჩემი წინაისტორია? გგონია ვინმეს ვუმადლი ე-რესპუბლიკაში ფეხის მოკიდებას? მე არ ვყოფილვარ ახალწვეული, არც კადეტების აკადემიის წევრი, ყოველთვის პირიქით იქით ვეხმარებოდი ყველა მოთამაშეს.
ჩვენ ყველანი ყოფილი უგპ-ს წევრები ვართ, მათ შორის ჯიმიც. არა მგონია მის ქრისტიანულ ალიანსს იგივე მონდომებით კიცხავდეთ როგორც რესპუბლიკელებს პარტიიდან "წასვლის" გამო.
ჯიმი და მაგის ხალხი უგპ-ში იყვნენ, რადგან პტო-ს დამარცხებაში მოგვეხმარნენ მაშინ და მათი პარტიის შექმნაც სწორედ ამ მიზეზის გამო მოხდა, თვენ კიდევ მაშინ წახვედით ,როდესაც უგპს ჭირდებოდა ლიდერი და მომუშავე ხალხი და რომ არ წასულიყავით დარწმუნებული ვარ პარტიის პრეზიდენტი შენ იქნებოდი 🙂 და ასევე ბენდოც. ცუდ დროს წახვედით და პარტია მოკვდა ეხლა იგივეს აკეთებთ ქვეყნის მაშტაბით და ეხლა ქვეყანაც კვდება.
ყოველთვის ქვეყნისთვის ვიბრძოდით ყველა რესპუბლიკელი მაქსიმალურად, თავდაუზოგავად ჩვენი მოღვაწეობის ყოველ საფეხურზე...სანამ მართლა საწინააღმდეგო არ დაგვაბრალეს, უსაფუძვლოდ გამოგვლანძღეს, მათ შორის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა. 🙂 ყველა სამთვრობო ალიანსის წევრმა მონდომებულად დაგმო ჩვენი სამართლიანი პროტესტი მიზეზების გამორკვევის გარეშე, გეგონება ამაში ხელფასს უხდიდნენ (მათ შორის თავადაც ირიცხებოდი ამაში).
მერე როცა რესპუბლიკელებს ასე თამამად გვკიცხავენ, ჩვენ გვაბრალებენ "ყველას ერთ ქვაბში ხარშვას"... რომ ვაბობ ვერ ხვდებით პროტესტის მიზეზს და არ გესმით ჩვენი პოზიცია და ამაშია საქმე, რატომღაც გწყინთ, არადა რეალობა მართლა ასეთია.
რა პროტესტს გულისხმობ? და რა მათ შორის მეც?
გვლანზღესო ესო ისო კაატინგა კაატინგაო და ტირიხართ უაზრობებზე თქვენთან ცუდი დამოკიდებულა უგპ-ს არცერთ წევრს არ აქვს და არც ედპს წევრებს თუ ისევ კაატინგას და ჩარლის სახელს არ ახსენებთ კარგი იქნება და შეესვით ამ თავის შეცოდებას "აი ჩვენ ისინი გვერჩიან" და მსგავსი სისულელეები. ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ვართ და ალბათ ყველა ხვდება, რომ ეს ბოიკოტი არაფერს კარგს არ მოგვიტანს უკვე გამოჩნდა გუშინ ყველაფერი და თუ ასე გავაგრძელეთ დროთა განმავლობაში უარესი იქნება.
რაც შეეხება უგპ-დან წასვლაზე, ამაზე მრავალჯერ დამიწერია, ღიად თუ მისაუბრია ამ თემაზე ნებისმიერ თქვენგანთან, ახლაც არ დავმალავ რატომ და როგორ. მაგალითისთვის აქვე შეგიძლიათ ნახოთ: http://www.erepublik.com/en/article/360-gradus-mantex-1-2446410/1/20 მეორე ნაწილიც მიყვება მაგას.
ამასთანავე არც მაშინ უგპ-დან წამოსვლისას და არც ახლა არავისთვის, არასოდეს მიმითითებია ანდა მირჩევია წამოსულიყო პარტიიდან ან ბოიკოტისთვის დაეჭირა მხარი. დასაწყისში ასე იყო, უგპ-დან წამოსვლისას ვაპირებდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური მოთამაშე, მაგრამ ბენდო-სთან და გამასთან ერთად მოვიფიქრეთ რესპუბლიკელების დაფუძნება დემოკრატიულ პრინციპებზე და უერთიერთპატივისცემაზე, ერთამნეთის აზრების გაზიარებაზე, ასევე შეიქმნა რესპუბლიკელები - პირველი ე-ქართული პარტია საკუთარი წესდებით.
ბოიკოტის იდეაც ასე იყო; იგი ჩაფიქრებული მქონდა, როგორც პირადი ბოიკოტი, და არა პარტიული - სულაც არ მეპიტნავებოდა მთვრობის მიერ რესპუბლიკლების განახლებული ლანძღვა, რაც მოხდა კიდევაც როცა ბოიკოტი მივიღეთ. მაგრამ ამ ჩემი პირადი ბოიკოტის ფონზე, პარტიის წევრებმა გამკიცხეს, კენჭი ყარეს ჩემდა დამოუკიდებლად და შეურთდნენ ბოიკოტს. ასეთია რეალური ისტორია და რესპუბლიკელთა ერთსულოვნება. შესაბამისად, ჩემთვის საყვარელ პარტიას და ერთგულ თანამებრძოლებს, ვერ გავალანძღვინებ უუნარო მთავრობას! პრობლემის გასაღები საკუთარ თავში ეძებეთ, როგორც ეს გვითხარით ერთი თვის წინ, ჩვენ არაფერში გჭირდებით; თავადაც მოაგვარებთ ყველა პრობლემას.
ეგ სიტყვები მარტო "წასულმა" ჩარლი და კაატინგამ კი არა, ვულფმაც გაიმერა, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის პოსტს იკავებს, ამგვარად არგუმენტი თითქოს მარტო მაგ ორმა ადამიანმა გაკიცხა რესპუბლიკლელები დაუმსახურებლად, სიმართლეს არ შეესაბამება.
http://prntscr.com/5i99be http://prntscr.com/5i99tb აი ეს იყო და რა პასუხი უნდა ყოფილიყო სხვა რას ელოდით? ბოიკოტის გამოცხადება ერთგვარი უპავტიმცემლობა არ არის? ამით პირდაპირ ამბობთ, რომ ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ გინდათ და ვითომ ქვეყანა პირდაპირ ჩაგვაბარეთ და რეალურად უბრალოდ წახვედით და ყველაფერი დაიკიდეთ 1 ინციდენტის გამო, რომელიც კაატინგასთან და ჩარლისთან მოხდა. ამ მომენტში ყველას ნეგატიური განწყობა შეემქნა თქვენ მიმართ და შენ რო იძახი "მტრის ხატიო" ზუსტად ამის გამო იყო გამოწვეული, თუმცა აქამდე არავინ არ გერჩოდათ ერთეულების გარდა.
თუმცა ეს განკიცხვა, მაინც არ არის ეს უფრო ადამიანური წყენაა ნუ ეს ადეკვატური გახლდათ , რადგან პარტიას ძაან გაუჭირდა მაშინ და სამინისტროში, მხოლოდ ედპ-ს მინისტრები იყვნენ და უგპ-ს მინისტრობის კანდიდატები წავიდნენ და ახალი პარტია გააკეთს ასეთი იყო სურათი, მაგრამ ეს ამ თემას არ ეხება.. არავინ არ გაგკიცხავთ დადებითი მხარეებიც ქონდა თქვენი ახალი პარტიის შექმნას გაიზარდა კონკურენცია და თანაც ჯანსაღი კონკურენცია, რამაც ქვეყანა კარგ შედეგებზე გაიყვანა.
ეხლა შენ გინდა განაცხადო რომ ვულფის ნაწერი ადეკვატურ პასუხსს შეესაბამება? ნუთუ სწორია ის რომ იმიტომ გამოვაცხადეთ ბოიკოტი, რადგან "არაფრის ტრაკი არ გვქონდა"? ნუთუ ზელანდიის (და არა ავსტრალიის) კამპანიაში რესპუბლიკური პარტია არ იბრძოდა? პირადად მე არ ვიბრძოდი მეორე დივიზიონში?
ამ ყველაფრის მერე კიდევ რატომ გაქვთ პროტესტიო აცხადებთ...ცრუობთ ბატონო თქვენ განცხადებაში, ტენდენციური აფასებთ თქვენ სიტუაციას და პროტესტი არ უნდა გაგვაჩნდეს?!
ჯერ ერთი, რომ აუსტრალიამ შვეიცარიას ხია და ის რომ ეს არ იცი იმას ამტკიცებს, რომ ამ ომში მონაწილეობა არ მიგიღია და რეაქცია კი ვოლფის რეაქცია იყო ადეკვატური ეს უბრალოდ გაქცევა იყო.. კარგად იცოდით, რომ ჭირდებოდით ქვეყანას მაგრამ "Retire" გააკეთთ 😉
ჩემი ყველა შესაძლბელობებით ვიომე შვეიცარიის დასაცავად, მაგრამ თვისთავად ზელანდიის მერე ბევრი არაფერი მქონდა დარჩენილი. მთვრობის მიერ გამომცხვარი სტატია რა "მაგარია ზელისუფლება და რა უქნარა ოპოზიცია" აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზრზენი იყო. ამის გაპრავებაც არანაკლებ ამაზრზენია.
[removed]
საინტერესოა რა დაწერა ისეთი, რომ ეგრევე წაშალა... 🙂
ისე, ვოუთები 100-ს რომ აცდება სტატიაში დაწერილი სიმართლია ხარისხი იზრდება ხოლმე თუ იგივე რჩება...რომელიმე უგპ ან ედპ წევრს ეცოდინება ეხლა ეგ აქ.