ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)

Day 2,555, 12:19 Published in Georgia Georgia by CharlieArg













პატარაი სტორია


ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) შეიქმნა იმისთვის რათა გამოგვეცოცხლებინა შიდა პოლიტიკა და გაგვენვითარებინა სხვადასხვა სამინისტროები რომლებიც მიძინებულები იყვნენ (საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა ). ასევე გვსურდა ბევრი პროგრამის განხორციელება როგორც კრედიტების გაცემა, ახალი მოთამაშეების დასაქმება მათთვის მომგებიან სიტუაციაში. თავდაცვის ჩამოყალიბება და ორგანიზება, განათლების განვითარება და წახალისება. ჩვენი მიზანი იყო აგრეთვე ყოფილიყვნენ სახელმწიფოს სათავეში პაპასუხისმგებლიანი პირები და ამის შედეგად ჩვენი პარტია ყველაზე დისციპლინირებულია კონგრესში სადაც პარტიის სხვა წევრებთან განხილვის გარეშე არანაირი კანონი არ გამოდის რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას ქვეყნისთვის და მისთვის საზიანო გადაწყვეტილებების თავიდან აცილებას. საგარეო პოლიტიკის მხრივ ჩვენი მიზანი იყო კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩამოგვეყალიბებინა ჩვენს მეზობლებთან განსაკუთრებით თურქეთთან რომელიც ასე ვთქვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტორის როლს ასრულებს. ჩვენ მათთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქ. ასევე გვსურდა გაგვეძლიერებინა ჩვენი თანამშრომლობა სირიუსის და აურორას ალიანსის სხვა ძლიერ ქვეყნებთან როგორც პოლონეთი და ჩილეა. ერთ პერიოდში ხორვატიასთანაც კარგი ურთიერთობები გვქონდა. ასევე გვსურდა გაგვეძლიერებინა კავშირი ჩვენს ალიანსთან Root-თან. ასევე კარგ ურთიერთობებს ვინარჩუნებთ უკრაინასთან რომელთანაც კულტურული თანამშრომლობა დავიწყეთ. ჩვენი პარტია აგრეთვე აგრძელებს თანამშრომლობას UGP-სთან და ჩვენი ალიანსის გაძლიერებაზე იზრუნებს. ჩვენ ასევე მზად ვართ თანამშრომლობისთვის რესპუბლიკურ პარტიასთან. როგორც იცით ერთ ერთი რესპუბლიკელი ჩვენი მთავრობის წევრიცაა. ჩვენ ასევე ერთადერთი პარტია ვართ UGP-სთან ერთად რომელიც ცდილობს საქართველოს უცხოელი მოქალაქეების ინტეგრირებას და არა მათ გარიყვას როგორც ამას ოპოზიციური პარტია აკეთებს ქრისტიან დემოკრატების სახით რასაც ზიანი მოაქ საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენ გვსურს ეს ხალხი საქართველოში დარჩეს და ჩვენთვის იბრძოლოს და იშრომოს რადგან ისედაც ცოტანი ვართ და არ გვყავს დასაკარგი და გასარიყი მოთამაშეები.




ჩვენი პარტიის გავლენა


ჩვენ ვართ პარტია რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სათავეშია ბოლო 4 თვე, აქედან ბოლო სამი თვე ჩვენი პარტიის წევრი არის ქვეყნის სათავეში (პრეზიდენტად). აქედან გამომდინარე ჩვენს პარტიაში არის ერთი ყოფილი პრეზიდენტი R. P. McMurphy, ახლანდელი ორჯერ არჩეული პრეზიდენტი Vettell, თავდაცვის 3 გზის ყოფილი მინისტრი და ახლანდელი საქართველოს ვიცე პრეზიდენტი CharlieArg, პრემიერ მინისტრი George Java და განათლების მინისტრი SahinBiH.

ჩვენი პარტია რეგულარულად ინარჩუბნებს მესამე ადგილს კონგრესის არჩევნებში. ამ ყველაფრის მიხედვით ჩვენს პარტიაში როგორც ხედავთ არის ხალხი უდიდესი პოლიტიკური გამოცდილებით ერესპუბლიკაში. და უდიდესი კავშირებით საგარეო პოლიტიკაში. ჩვენს პარტიაში არიან აგრეთვე წარმატებული მეწარმეები giorgimailo, Kolmeurne რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გამოცდილების გაზიარება. აგრეთვე ძველი დაფასებული მოთამაშეები როგორც თუნგოზავრი იგივე AFRIm GoGa და Vettell.

ჩვენი ვართ გამოცდილი, სერიოზული და სტაბილური პარტია. როგორც შეამჩნიეთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია არის ქართულ პოლიტიკის ერთ ერთი აქტიური და გადამწყვეტი მოთამაშე. ჩვენი პარტიის წევრების წყალობით ვატერებთ ისეთ პოლიტიკას რომ განვავითარეთ ბევრი საშინაო სექტორი (აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ დეტალური ინფორმაცია თუ რა გაკეთდა). საგარეო საქმეში კი დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობთ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. რადგან ვატარებთ სტაბილურ პოლიტიკას ძლიერი მოკავშირეების მიმართ რაც გამოიხატება ჩვენი ერთგულებით და თანამშრომლობით (აქ შეგიძლიათ ნახოთ ახლახანს დადებული MPP ხელშეკრულება თურქეთთან რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და მათი კონგრესის ენთუზიაზმი რომელმაც მხარი დაუჭირა ამას 36 ხმა 0 ხმის წინააღმდეგ ეს იმ ფონზე როცა თურქეთმა სომხეთი მთლიანად დაიპყრო). ასევე ჩვენმა წარმატებულმა ოპერაციამ ზელანდიაში გაამყარა ჩვენი პოზიციები ჩვენი მოკავშირეების მიმართ და ნახეს რომ არც ისეთი სუსტები არ ვართ და ბევრი რამე შეგვიძლია. ჩვენი პარტიელების დიდი წვლილია იმაში რომ დღეს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას ვინარჩუნებთ და გვყავს ძლიერი მოკავშირეები. (რათქმაუნდა ჩვენი მეგობარი UGP-ელების წვლილიც ბევრია ამ საქმეში). შეიძლება არ იცით რომ ერესპუბლიკაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ვინც არასდროს ყოფილა დაპყრობილი მთლიანად. მოგეხსენებათ თბილისი არასოდეს დაცემულა და არც დაეცემა კიდევ დიდი ხნით თუ ჩვენი პარტია იქნება სახელმწიფო სათავეში!

ალბათ მიხვდით ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ თუ რატომ არის ჩვენი პარტია უფრო პერსპექტიული ვიდრე სხვა დანარჩენი.

- ჩვენთან გექნებათ შანსი მიიღოთ პოლიტიკური გამოცდილება და იქონიოთ პოლიტიკური მომავალი. ყველაზე წარჩინებულებს დავნიშნავთ მინისტრის მოადგილეებად, (მე პირადად გავუწევ რეკომენდაციას მთავრობაში წარჩინებულ მოთამაშეებს). თუ იქ გაამართლებეთ შეიძლება მინისტრის პოსტზეც დაინიშნოთ და ვინ იცის იქნებ ერთ დღეს პრეზიდენტიც კი გახდთ რომელიმე.
- ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და მოგეხმარებით წარმატებულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში.
- თუ თქვენ გიყვართ ორგანიზებულობა და დისციპლინა ჩვენი პარტია შესანიშნავი ადგილია თქვენთვის.
- ჩვენს პარტიაში ასევე დაიწყება მატერიალური დახმარება. (საკვების და იარაღის დარიგება) ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, მასზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება.
- ჩატარდება ბევრი კონკურსი და დაწესდება წამახალისებელი ჯილდოები

ასე რომ გადმოდი ჩვენს პარტიაში და მიიღე მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და მისი ძლიერი მომავლის უზრუნველყოფაში!















მიუხედავად პარტიის პასიურობისა ბოლო პერიოდში, თქვენ არ მიატოვეთ და ერთგული დარჩით პარტიის მიმართ! მინდა იცოდეთ რომ თქვენ ეს დაგიფასდებათ! მე ყველაფერს ვხედავ თუ ვინ რას შვრება ასე რომ იცოდეთ არაფერი დამსახურება არ დაგეკარგებათ! და არ ინანებთ თქვენ გადაწყვეტილებას. წინ ბევრი რამე გველის ერთად და ბევრი რამე იგეგმება. ამ ეტაპზე კი დაწერეთ ქვემოთ კომენტარი და (მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებს ეხება) მიიღებთ 100 ქ3 საჭმელს და 5 ქ7 იარაღს. ეს ერთჯერადი აქცია არ არის და უკეთესი რაღაცეები იგეგმება ახლო მომავალში!

ეხლა კი რას ველი თქვენგან ამ თვეში ჩემი პარტიის სათავეში დგომის პერიოდში და იმედია ეს მომავალ თვეშიც და მას მერეც გაგრძელდება:

1) დავიწყოთ დისციპლინით: როგორც შეამჩნიეთ 4 თვეზე მეტია რაც ვარსებობთ და ჩვენი კონგრესმენები განსაკუთრებული და სამაგალითო ქცევით გამოირჩეოდნენ. მე მსურს რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს! ასე რომ ვინც კონგრესმენი გახდებით ჩვენი პარტიის სიით, ეს ნიშნავს რომ ჩვენ თქვენ გენდეთ, ასე რომ თქვენს მიმართ მინიმალური მოთხოვნა იქნება რომ არ იმოქმედოთ მარტო და საქმის კურსში ჩაგვაყენეთ სხვა პარტიის კონგრესმენები და პარტიის პრეზიდენტი სანამ რამე კანონის გამოტანას დააპირებთ რათა შიდა პარტიულად განვიხილოთ და გავაანალიზოთ თუ რა სიკეთე ან რა ზიანი შეიძლება ამ კანონმა მოუტანოს ქვეყანას. თუ ერთი სხეულივით ვიმოქმედებთ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და უფრო წონა ექნება ჩვენს სიტყვას. ასევე კონგრესმენად ყოფნა ნიშნავს ვალდებულებას თქვენი პარტიის მიმართ რადგან ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა თქვენ მოგცათ, მინიმუმ პატივისცემის გამოხატვაა რომ სანამ კონგრესმენი ხართ სხვა პარტიაში არ გადახვიდეთ! სახელს არ დავასახელებ მაგრამ როგორც გითხარით ყველაფერს ვხედავ და ვიცი ვინ რა ქნა.

2) კონგრესის არჩევნების შემდეგ შევქმნი ჩატს სადაც შევკრიბავ ჩვენი პარტიის კონგრესმენებს. ჩემი სურვილია რომ სანამ რამე კანონს მისცემთ ხმას ამ ჩატში განვიხილოთ. და გამოტანილ გადაწყვეტილების მიხედვით მივცეთ ხმა. ეს არ ნიშნავს ბრძანებას არამედ მითითებას თუ რა სურს პარტიას მაგრამ თქვენ თუ შეეწინააღმდეგებით პარტიის გადაწყვეტილებას რათქმაუნდა რომ უფლება გაქვთ ამისი რადგან ჩვენთან დემოკრატიაა და ვუსმენთ ყველას აზრს უბრალოდ სასურველი იქნება აგვიხსნათ თუ რატომ, იქნებ პარტიამაც შეიცვალოს აზრი თქვენი ანალიზის შედეგად.

3) ბევრმა მიიღეთ ჩემი წერილი როგორც იცით სადაც თქენს დახმარებას ვითხოვდი. ყველამ მზადყოფნა განაცხადეთ დასახმარებლად რაც ძალზედ სასიხარულო ამბავია რადგან აღმოვაჩინე რომ დიდი პოტენციალი გვაქ და ჩვენი პარტია არც ისე პასიურია როგორც ბოლო დროს გვეჩვენებოდა უბრალოდ მას მიზნის დასახვა სჭირდებოდა და ამ მიზნის მისაღწევად თქვენი მობილიზაცია! ვინაიდან ყველამ მზადყოფნა განაცხადეთ და ენთუზიაზმით შეხვდით ჩემს ინიციატივას მე დაგიკავშირდებით თქვენი დახმარება თუ დამჭირდა, გუნდი ნელნელა იკვრება და მალე ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ! ჩვენ გვაქვს ამის დიდი პოტენციალი!

4) ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ შიდა პარტიული კომუნიკაცია და განსაკუთრებით გარე კომუნიკაცია. ამისთვის დამჭირდება ხალხი რომელიც მისწერს წერილებს ჩვენს თანა პარტიელებს რათა ინფორმირებული იყვნენ რამე ღონისძიების ჩატარების დროს. ასევე ხალხი რომელიც მათ მობილიზაციას მოახდენს არჩევნების დროს! ასევე ხალხი ვინც პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს პარტიას და მოიზიდავს ხალხს ჩვენს პარტიაში.

5) აქედან გამომდინარე, ყველა მისიაზე დაწესდება გასამრჯელო. პირველ ეტაპზე ეს მატერიალური პაკეტის სახით წარმოდგება ვინაიდან მე ვაფინანსებ ამ ეტაპზე. მაგრამ საჭიროა რომ ვიპოვოთ სპონსორები (ამაზეც მჭირდება თქვენი მოსაზრება თუ რითი შეიძლება დავაინტერესოთ სპონსორები რომ დაგვეხმარონ) .
მაგრამ ამ ეტაპზე პარტიაში შემოყვანილ თითო კაცზე თქვენ მიიღებთ პაკეტს: 500 ქ3 საჭმელს და 10 ქ7 იარაღს. მომავალში ფულად კომპენსაციაზეც გადავალთ თუ რესურსები მოვიპოვეთ!
ამ პაკეტის მისაღებათ თქვენ უნდა დამიმტკიცოთ რომ მართლა შემოიყვანეთ ერთი წევრი პარტიაში. ამისთვის შეგიძლიათ თქვენი მიმოწერის სკრინი გამომიგზავნოთ ან მოთამაშემ მითხრას რომ თქვენი მოწვევით შემოვიდა პარტიაში.
იცოდეთ რომ აკრძალულია თქვენი ალტერის შემოყვანა ან თხოვნა ვინმესი რომ 1 დღით შემოვიდეს რათა თქვენ პაკეტი მიიღოთ ეს ყველაფერი ისევ თქვენ დაგაზიანებთ.

6) ვინც მოახერხებს თვეში 10 კაცის შემოყვანას პარტიაში, მიიღებს 10 ოქროს ჯილდოდ.(იცოდეთ მკაცრად გაკონტროლდება ყველაფერი რომ არ ქონდეს ადგილი მოტყუებას.) თქვენი ჯილდო ამ შემთხვევაში გამოგდით 10 ოქრო (10 კაცი თუ შემოიყვანეთ) + 5 000 ქ3 საჭმელი და 100 ქ7 იარაღი (10 X 500 ქ3+10 X 10 ქ7). ან მეტი გააჩნია რამდენს შემოიყვანთ.

7) ასევე დაწესდება წამახალისებელი ჯილდოები მათზე ვინც ინფორმაციულ-საგანმანათლებლო სტატიას დაწერს. 100 ქ2 საჭმელი + 3 ქ7 იარაღი + 10 ლარი ერთ ასეთ დაწერილ სტატიაში. კრიტერიუმი: უნდა ეხებოდეს ერესპუბლიკას, უნდა იყოს სიღრმისეული ანალიზი და არა ზედაპირული, ანუ სანდო უნდა იყოს და ვინც წაიკითხავს შეცდომაში არ უნდა შევიდეს და რამე უნდა ისწავლოს თქვენი სტატიის წაკითხვით. თემები შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკა ან გლობალური სიტუაცია (მაგალითი) ან შიდა პოლიტიკურ-ეკონომიური სიტუაცია. ასევე სასურველია საგანმანათლებლო სტატიების დაწერა (მაგალითი). თქვენ უფლება გაქვთ უცხო ენაზე დაწერილი სტატია გადათარგმნოთ ქართულად თუ თვლით რომ ეს რაიმე სარგებელს მოუტანს მკითხველს.

8 ) უფლებას ვიტოვებ სურპრიზი გავუკეთო ყველაზე აქტიურ და მონდომებულ წევრს(ან წევრებს) ვინც მომეხმარება ამ თვეში და ჩემს მითითებეს შეასრულებს. კომუნიკაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ზემოთ რომ აღვწერე. რა ჯილდოს მიიღებს ეს საიდუმლოდ დარჩება.

9) წესები და დაჯილდოების მეთოდი.

- უნდა იყოთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი
- შეასრულოთ ერთ-ერთი ზემოთ აღწერილი მისია წესების დაცვით
- შემატყობინოთ მე პირადი მესიჯით რომ თქვენ ეს მისია შეასრულეთ და მოაყოლოთ დამამტკიცებელი საბუთი.
- მე ჩავატარებ კვირეულ აღწერას
- გასამრჯელოს მიიღებთ ყოველი კვირის სამშაბათ დღეს როცა ახალი კვირა იწყება ერესპუბლიკაში
- 10 ოქროს მიიღებთ თვის ბოლოს, პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. (არანაირი მოსყიდვა უბრალოდ ერთად გავცემ და არა ცალცალკე)

10) იცოდეთ რომ ჩემი მხრიდან არანაირ მაქინაციას არ აქვს ადგილი და რასაც გავცემ პატიოსნად მოპოვებულია ასე რომ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ ჯილდოს მიღებაში.