გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ყველამ!!!

Day 2,526, 04:10 Published in Georgia Georgia by J.Volandi

ხვალ, სამშაბათს 11 საათიდან იწყება ტურნირი, რომელიც გაგრძელდება 1 კვირა.

გარდა ინდივიდუალური პრიზებისა, ქვეყნები მიიღებენ პრიზებს, ესენია ფარი და ოქრო.

ქვეყნები ამ პრიზებს მიიღებენ რეიტინგების მიხედვით, ხოლო რეიტინგები ითვლება თითოეული მოთამაშის მიერ დაგროვებული საშუალო პრესტიჟ პოინტების ოდენობით.


ანუ, თუ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს 100 მოთამაშე, პირველი 99 მოთამაშე დააგროვებს 1000 პრესტიჟ პოინტს და ერთი დააგროვებს მხოლოდ ერთ ქულას, ესენი შეიკრიბება და გაიყოფა ასზე. ანუ ქვეყანა რეიტინგში იქნებოდა უფრო მაღლა, იმ ერთს საერთოდ არაფერი რომ არ გაეკეთებინა.

პრესტიჟ ქულებს მოთამაშეები იღებენ მაშინ როცა ბრძოლაში ერთვებიან და კლავენ თუნდაც ერთ მოწინააღმდეგეს.

ამიტომ მაქვს თხოვნა ყველა მოთამაშესთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, თ თუ თქვენ არ გაქვთ დაგროვებული ენერჯი ბარები და ბაზუკები, ნუ იბრძოლებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში.

სასწორზეა ჩვენი ქვეყნის რეიტინგი, დამცავი ფარი რომელსაც მივიღებთ და ოქროების რაოდენობა.



ვინც იბრძოლებთ, იბრძოლეთ მხოლოდ საუკეთესო იარაღით და დაიხარჯეთ ბოლომდე. თუ არადა ეს ერთი კვირა საერთოდ ნუ გაისვრით, ძალიან გთხოვთ.

ტურნირის დეტალები მოცემულია აქ...

http://www.erepublik.com/en/article/epic-warfare-1-2458280/1/20

ვთხოვ მილიტარი იუნიტის ხელმძღვანელებს, გაავრცელონ ეს თავიანთ იუნიტებში, განსაკუთრებით კადეტებში 🙂