თანამშრომლობა ეუკრაინასთან კულტურის სფეროში

Day 2,524, 08:22 Published in Georgia Greece by George Java

ეუკრაინისა და ესაქართველოს მეგობრობის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა. ორივე ქვეყნის მთავრობათა სურვილია ეს მეგობრობა მხოლოდ ომში ერთმანეთის დახმარებით არ შემოიფარგლოს და კულტურის სფეროშიც ვითანამშრომლოთ.

გვჭირდება 3 ან 4 ესაქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინულ მხარესთან ერთად პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. სასურველია იცოდეთ სკაიპის გამოყენება 🙂 და რუსული ენა (საშუალო დონეზე). ესაქართველოს მთავრობა სათანადოდ დააფასებს თქვენს შრომას 🙂


მსურველებმა დაწერეთ კომენტარებში.




პატივისცემით,
ესაქართველოს მთვრობა