proლოგი, ხ.დ.კ. თუ FAQ და დოზანა!

Day 2,663, 14:58 Published in Georgia Ukraine by SuperManteX


უპირველეს ყოვლისა ყველა მოქალაქეს დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და იმისათვის რომ ნდობა გამომიცხადეთ კიდევ ერთხელ, ერთად ვმართოთ ეს პაწია ე-საქართველო. სხვაობა კანდიდატებს შორის 1 ხმაა, რაც არანაირად არ გვძლევს უნარს მოვდუნდეთ, პირიქით ვიტყოდი, შედეგები მეტყველებს რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით; შესაძლოა, წინა თვეში მეტი გაგვეკეთებინა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. იმედია ეს თვე დაგვეხმარება მეტი შევძლოთ ამ ფრონტზე.

მსუბუქად დავიწყოთ: უმუშევარი ინჟინერი გადაწყვიტავს გახსნას კლინიკა დევიზით, "გიმკურნალებთ - გადაგვიხადეთ 500$, ვერ გიშველით, ჩვენ გიხდით - 1000$-ს". “მოხერხებული” ექიმი გადაწყვიტავს ჭკუა ასწავლოს ინჟინერს, ამავე დროს გააკეთოს ცოტა ფულიც, ჰოდა შევა კლინიკაში და დაიჩივლებს, "გემოს შეგრძნება დავკარგეო". ინჯინერი ეტყვის ექთანს შემოიტათ 22-ე ყუთი წამალი და 3 წვეთი დააწვეთეთ ენის წვერზეო. პროცედურის შემდეგ ექიმი დაიჯღანება და ეტყვის “ეს რა იყო, ბენზინი რომ ჩამაწვეთე, დამეწვა მთელი ენაო”. “ჰოდა დაგბრუნებია ბატონო გემოს შეგრძნება და გადაიხადე 500$”-ო, უპასუხა ინჟინერმა.

გამწარებული ექიმი მეორე დღესაც მივა კლინიკაში და ეტყვის მახსოვრობა დამეკარგა, არაფერი მახსოვს და მიშველეთ მალეო. ინჟინერი გასძახებს ექთანს, “მოიტა 22-ე ყუთი და 3 წვეთი ჩააწვეთე”-ო. ექიმი გაბრაზდება, “ისევ ბენზინს მასმევო?”. ინჟინერი ეტყვის, “აგერ მეხსიერებაც დაგიბრუნდა და 500$ დაყაჭეო”.

სერიოზულად გაბოროტებული ექიმი მესამე დღესაც შევა კლინიკაში - “მიშველეთ რამე, თვალთ ისე დამაკლდა, ვეღარ ვარჩევ ვერაფერსო”. ინჟინერი დაფიქრდება და იტყვის, “სამწუხაროდ მაგას ვერ განგიკურნათ და ფულს მოგცემთო”, ექთანს გასძახებს “გამოიტა თანხაო”. ექიმი დახედავს და იქ მარტო 500$ დევს და დაიჩივლებს. “აქ მარტო 500$ დევსო”. ჰოდა ინჟინერიც ეტყვის, “დაგიბრუნდა მხედველობა, ამიტომ 500$ მკურნალობის გადაიხადეთო”.




სანამ საზოგადო სენზე დავიწყებდეთ საუბარს, აქვე ვიტყვი, უფრო სწორედ დავაკონკრეტებ(!). გაწუხებთ ეკონომიკური მდგომარეობა, სამხედრო სფერო, შეყვარებულმა მიგატოვათ ან გვერდი გეფხანებათ? მომწერეთ და გიპასუხებთ. მემგონი უპასუხოდ არ დამიტოვებია თქვენი წერილი ან თხოვნა არასოდეს, ყველას ვწერდი შეძლებისდაგვარად, არავისთვის დამზარებია პირად მესიჯზე ან კითხვაზე უკან მიმეწერა. დევიზი 'მთავრობა კითხვებზე არ პასუხობს' არის "მტკანარი სიცრუე", მომმართეთ და გიპასუხებთ, აქ ვარ, წვიმაში თუ თოვლში, ყველა კითხვას თუ წერილს, არავის მიმართვას არ დავტოვებ უპასუხოდ...აქეთ ჯიგრებო, პოზიციავ თუ ოპოზიციავ, იქეთურო თუ აქეთურო, მოდით მომწერეთ სანამ გამორევოლუციონერდებით, თორემ გაკონტრევოლუციონერებულებისთანებისთვისაც (!) არსებობს ხსნა. სამწუხაროდ, ყველა ჩატის ყოველთვის გაკონტროლება შეუძლებელია, ეს ალბა ცხადია (?!). ღრმად ჩაისუნთქეთ და მომწერეთ ყველაზე გაბრაზებული წერილი \o/ (თორემ აბა აქ ქება-დიდების სიტყვებს არავინ მოგწერს უკან) \o



წინათქმების კითხვა თუ გეზარებათ, აქედან დაიწყეთ (!!!)
ხ.დ.კ. თუ ხშირად დასმული კითხვები, ე.წ. FAQ

1) “ბიუჯეტი გაიფლანგა მპპ-ებში”
მოგეხსენებათ, ბიუჯეტი იხარჯება, მაგრამ არა ისე კატასტროფული ტემპებით როგორც გვგონია. ბიუჯეტიდან გაიცემა კრედიტები, ბიუჯეტში მოთამაშეები ვდებთ ფულს მინიკრედიტებისთვის, წარჩინებული მოთაშეების დაჯილდოებისთვის და ა.შ.

ასევე ქვეყნის ბიუჯეტი იხარჯება მაშინ, როდესაც ჩვენ მეგობრებს უჭირთ (!). ასე უჭირდა მაგალითად ამ თვეში ესტონეთს, ლიტვას, სლოვაკეთს, როდესაც ვდებდით ამ მპპ-ებს ან ვაგრძელებდით წინა მთავრობის მიერ დადებულებს, ვეხმარებოდით ჩვენს მოკავშირეებს არ გამქრალიყვნენ რუკიდან. ეს თანხები გავიღეთ ბიუჯეტიდან, საკუთარი ჯიბიდან კიდევ უფრო მეტი, დავსძენ მოკრძალებულად. სრულად რომ დავხმარებოდით როგორც "საჭირო" იყო, ახლა “გარღვევა” მეტი იქნებოდა და ცეცხლქარიც თუ ა.შ. აქაც, ჯიბეს უფრო მეტად მოვუფრთხილდი ვიდრე მეგობრების სუვერენიტეტს. ახია ჩემზე! 🙂

2) “გადასახადები შემცირდა და ბიუჯეტმა იზარალა”
ბიუჯეტმა ნამდვილად იზარალა, სრული 20%-ით (ეუფ?!). ამ ცვლილების წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა პრეზიდენტის ხმა მხოლოდ ერთია (1) კონგრესში. ქვეყნის მოსახლეობის სურვილი ასეთი იყო და მას უნდა ვცეთ პატივი, მიუხედავად იმისა რომ მრავალჯერ ვითხოვეთ მთავრობიდან ეს კანონი არ გასულიყო - 5%-დან 4%-მდე შემცირება ნამდვილად დაგვეტყო ბიუჯეტზე.

აი დიქტატორობა რომ ყოფილიყო, ამ კანონს ხმას მხოლოდ ერთი ადამიანი მისცემდა და მისი ხმა გადაწონიდა ყველაფერს. ღმერთო ჩემო, რაოდენ ადვილი და ტკბილია დიქტატორობა და რაოდენ ძნელია კონგრესის გადარწმუნება... ძნელი, თუმცა ალბათ არა შეუძლებელი. ვნახოთ მომავალი რას მოგვიტანს.


3) “ბრძოლები არ იდებოდა და ორდერს ვერ ვასრულებდი”
ქვეყანას გააჩნია გარკვეული ალიანსების რაოდენობა, როდესაც შესაძლებელია ბრძოლაზე დაყენდეს დღიური ორდერი - ეს არ შეიძლება იყოს სამწუხაროდ იგივე დიქტატურის ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ "ქვეყანამ ბევრი მპპ დადო აქტიური ბრძოლების მუდმივად არსებობისთვის" (იხილიეთ პუნქტი 1 ზევით), დიქტატურის მოდელის შემოღებამ რიგი ქვეყნების სამხედრო კამპანიები შეაჩერა ან გადაიყვანა თავდაცვის რეჟიმზე. რამდენიმე წვრილი ქვეყანა უკვე ჩიგდეს ხელში დიქტატორებმა (შვეიცარიის ჩათვლი). ამან თვისთვად შეამცირა ბრძოლების რაოდენობა გლობალურად თითქმის რამდენჯერმე. ხშირად იყო დღეები, როდესაც ჩვენი მოკავშიეეების მპპ ბრძოლები საერთოდ არ იყო და ორდერიც ტექნიკურად ვერ დაიდებოდა. რას იზავ, დიქტატორმა მტკიცედ შემოგვიტია ყველას.

ამ მოდულის გამო ჩავარდა ბევრი მოლაპარაკება და მთვავრობას მოუწია აქტიური რეზერვის შექმნა ეროვნულ ბანკში, რათა თავიდან ავიცილოთ შვეიცარიის მსგავსი უცხოური პტო და დავუპირისპირდეთ დამპყრობლებს. სამოქალაქო ომი ამ ყველა რესურსს ანიავებს და ფაქტიურად დაუცველები აღმოვჩნდებით, რამდენადაა ეგ ოპტიმალური გამოსავალი?


4) “არმიის ჩატში ბანი დამადეს და ეს რა “ბეზპრედელია”?!”
არმიამ აწ უკვე 2 კვირის წინ მიიღო ქცევის კოდექსი, სადაც აიკრძალა უსაფუძვლო ჭორაობა, პოლიტიკური დისკუსიები და განხილვა სამხედრო ჩატში. თავდაცვის მინისტრის ინიციატივა მთავრობამ მიიღო და დააფასა, რის შემდეგაც გატარდა სანქციები. მინდა აქვე ვთვა, რომ ჩატში წესების დარღვევის გამო რამდენიმე ადანს დაედო დროებითი შეზღუდვა, რომელიც ფაქტიურად მალევე მოიხსნა. მათ შორის ყოფილ ფინანასთა მინისტრსაც, რომელსაც ეგონა რომ თავდაცვის მინისტრის ფხიზელ მზერას გამოეპარებოდა მისი პოლიტიკური აგიტაციის მცდელობა სამხედრო მუ-ში 🙂



ეგ არის და ეგ, მეტი ახსნებით თავს აღარ მოგაწყენთ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას!