N7- ის წესდების პროექტი
J.Volandi
მოგესალმებით.
მინდა განვიხილოთ ნ7-ის წესდების პროექტი.
გამოთვით წინადადებები და შენიშვნები.
წესდება
ნ7 არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საბრძოლო დანაყოფი, რომელიც შექმნილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ნ7 ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს მეგობარი ქვეყნების ინტერესებისთვის ბრძოლაში. ნ7-ის არცერთი წევრი არ იბრძვის დაქირავებული მებრძოლის სტატუსით და მისი ძალები ემსახურება მხოლოდ საერთო ინტერესებს.
ნ7-ის სტრუქტურა
1. ნ7 ის მეთაური.
1.1. ნ7-ის მეთაური უშუალოდ ხელმძღვანელობს დანაყოფს და უზრუნველყოფს მის ეფექტურ და კოორდინირებულ მუშაობას.
1.2. ნ7-ის მეთაური შედის გაერთიანებული შტაბის შემადგენლობაში, აქტიურად თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა დანაყოფების ხელმძღვანელებთან.
1.3. ბრძოლის დროს მეთაურის ბრძანება სავალდებულოა დანაყოფის ყველა წევრისთვის.
1.4. მეთაური დანაყოფის ეფექტურ მუშაობას ხელმძღვანელობს მოადგილისა და ქვედანაყოფების კაპიტნების მეშვეობით. მოადგილე ინიშნება უშუალოდ მეთაურის მიერ, ხოლო კაპიტნებს ირჩევენ ქვედანაყოფის წევრები.
2. ნ7-ის წევრები
2.1. ნ7-ში გასაწევრიანებლად საჭიროა თქვენი ძალა იყოს 3000-ზე მეტი, გქონდეთ წაკითხული ნ7-ის წესდება, იზიარებდეთ მას და წევრობის შემთხვევაში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ოპერაციებში. ის ხალხი ვინც დღევანდელი მდგომარეობით ნაკლები ძალის მქონეა, მაგრამ დანაყოფის წევრია დარჩება დანაყოფში გამონაკლისის სახით.
2.2. ნ7-ის წევრი ვალდებულია ატარებდეს ფორმას. მისი ავატარი უნდა შეიცავდეს დანაყოფის ლოგოს გამოსახულებას.
2.3. დანაყოფის წევრი ვალდებულია უპირობოდ დაემორჩილოს მეთაურის ბრძანებას და სხვა წევრებთან ერთად, კოორდინირებულად იბრძოლოს.
2.4. დანაყოფის წევრს ეკრძალება დანაყოფის სხვა წევრთან ერთად ბრძოლის დროს მისთვის ბეთლ ჰიროუს წართმევა.
2.5. დანაყოფის წევრს ეკრძალება მატერიალური რესურსების შეთავაზების გამო სხვა ქვეყნის დასახმარებლად ბრძოლა.
2.6. დანაყოფის წევრს ეკრძალება ბრძოლა საკუთარი ქვეყნის, ან მეგობარი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ბრძოლა ემსახურება ბჰ-ს აღებას.
3. ნ7-ის ბიუჯეტი
3.1. ნ7-ის ბიუჯეტი ძირითადად შედგება წევრების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხისგან და გამოიყენება საომარი კამპანიების დროს ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით.
3.2. ბიუჯეტს უშუალოდ განკარგავს დანაყოფის მეთაური, ბრძოლის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით დანაყოფის წევრებთან შეთანხმებით.
3.3. თავდაცვის სამინისტროს მიერ, დანაყოფების დაფინანსებამდე დანაყოფის წევრი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს საწევრო თანხა. საწევრო თანხის ოდენობა შეადგენს: პირველი დივიზიონისთვის - თვეში 40 ლარს, მეორე დივიზიონისთვის - თვეში 70 ლარს, მესამე დივიზიონისთვის - თვეში 120 ლარს, მეოთხე დივიზიონისთვის - თვეში 200 ლარს. დანაყოფის წევრი ვალდებულია ყოველი თვის 20 რიცხვიდან 25 რიცხვის ჩათვლით დანაყოფის მეთაურს გაუგზავნოს ბიუჯეტში შესატანი თანხა.
4. სასჯელის ფორმები.
4.1. დანაყოფში სასჯელის ფორმებია ა) გაფრთხილება. ბ) დანაყოფიდან გარიცხვა.
4.2. სასჯელის ფორმები გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში თუ დანაყოფის წევრი არ ემორჩილება მეთაურის ბრძანებას, არ იბრძვის 1 თვის განმავლობაში, იბრძვის სხვა ქვეყნის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად, იბრძვის ქვეყნის ან მეგობარი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა არ ემსახურება მხოლოდ ბჰ-ს აღებას, არ აცვია ფორმა, არ იხდის საწევრო გადასახადს, არღვევს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.
Comments
🙂
o7
V+ sub
დამავიწყდა დამეწერა, მერე ჩავამატებ, საჭიროა მეთაურს დაეხმაროს მინიმუმ ერთი ადამიანი ყოველ დივიზიონში კომბატ ორდერების ეფექტურად მოქმედებისთვის და ომის დროს წევრები ვალდებულები არიან ონლაინში ყოფნის შემთხვევაში ისარგებლონ მუ-ს ჩეთით
მარტო ქართველებისთვის არის? უცხოელებისთვისაც ხო არ აჯობებდა გაგვეღო კარი?
ღიაა
[removed]
shen ar gaxsovs albat rom sul tavidan vafshe me vikavi 😃 😛
dasasvenebladaa mgoni
va sakipoa ase jobia
საიდან ადგენთ იმას რომ მოფამაშე დაქირავებულია :/
what os that ? 🙂 give samo agitation for my MU 😛)
this is rules of my MU 😁
if i copy/paste in my mu i can put many georgians inside 😛P
fasebis cota agewia shemocirulobaze ajobebda
"დანაყოფის მეთაურს გაუგზავნოს ბიუჯეტში შესატანი თანხა."
რატომ დანაყოფის მეთაურს? წინააღმდეგი ვარ. მუ-ს პროფილში თუ შერიხედავთ, იქ არის სპეციალური ღილაკი (Donate) საიდანაც მთელი დანაყოფის ერთიან ბიუჯეტში შედის თანხა. ამ ეტაპზე იქ 6,455 ლარია.