eARSENALI [N3]

Day 2,735, 02:59 Published in Georgia Georgia by Mr. Nickname

მეგობარი თურქები მგონი მალე რეალურ სამყაროშიც დაიწყებენ ბრძოლას.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით : თურქეთმა სირიის ვერტმფრენი ჩამოაგდო, რომელმაც მათი საჰაერო სივრცე დაარღვია
სირიულ ტელევიზიაში ამბობენ, მხოლოდ პატარა უპილოტო ჩამოაგდესო.

Zumwalt
კლასის ამერიკული ნაღმოსანი , ეს არის სტელსის ტექნოლოგიით შექმნილი საბრძოლო გემი , ამ გემის პროგრამის დაფინანსება დაჯდა სულ რაღაც $12.07 მილიარდი , ხოლო ერთი გემის ღირებულებაა $3.45 მილიარდი . აშშ-ს დაგეგმილი აქვს სულ 32 ასეთი გემის შეძენა 1 აგებულია 2 მშენებლობის პროცესშია . გემი არის მრავალფუნქციური ანუ მას შეუძლია იერიში მიიტანოს სახმელეთო , საჰაერო და საზღვაო სამიზნეებზე , და რათქმაუნდა მას აქვს სარაკეტო თავდაცვას (არამარტო ახლო მოქმედების , ბალისტიკური რაკეტებისაც)


მსოფლიოს ახალი სნაიპერული რეკორდი



დაახლოებით 2 თვის წინ ავღანეთში ახალი რეკორდი დამყარდა შორ მანძილზე ზუსტ და შედეგიან სნაიპერულ გასროლაში. ახალი რეკორდის დამყარება უცნობმა ავსტრალიელი სნაიპერი შეძლო. რეკორდსმენი სნაიპერი ავსტრალიური სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი იყო. იგი ამერიკული წარმოების „ბარეტ“ М82А1-ის ტიპის მსხვილკალიბრიანი, 12.7-მმ-იან ანტიმატერიალურ სნაიპერულ შაშხანას იყენებდა. მისი პირველივე გასროლა შედეგიანი აღმოჩნდა და ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის საველე მეთაურის ლიკვიდირება 2815 მეტრის სიშორეზე მოახდინა. აღსანშნავია აგრეთვე, რომ წინა რეკორდი ბრიტანელ სნაიპერ კრეიგ ჰერისონს ეკუთვნოდა, თუმცა მისი სარეკორდო მანძილი 2475 მეტრს შეადგენდა.


როგორც დასაწყისში უკვე ვთქვით, აღნიშნული შემთხვევა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მოხდა, სადაც ავსტრალიის მეორე საკომანდო პოლკის ელიტარულ სნაიპერთა ჯგუფი ოპერაციას ატარებდა. ავსტრალიელი სნაიპერები საკუთარი შაშხანების ოპტიკური სამიზნეებიდან და სათვალთვალო მონოკულარებიდან (სამზერი მილებიდან) მიდამოს დაკვირვებას აწარმოებდნენ, როდესაც მათ ხელსაწყოებში თალიბანის მებრძოლთა ათეულის დონის მოძრავი ჯგუფი გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც სნაიპერები დარწმუნდნენ იმაში, რომ აღმოჩენილი ჯგუფი ნამდვილად მტრის მებრძოლები იყვნენ, მათ ცეცხლის გახსის ნებართვა მიეცათ.

ავსტრალიელმა სნაიპერებმა მიზანში ჯგუფიდან ყველაზე უფრო ღირებული სამიზნე – ჯგუფის მეთაური ამოიღეს. ორივე სანაიპერმა გადაწყვიტა, რომ სამიზნისათვის ერთდროულად ესროლათ, რათა გაეზარდათ მათ მიერ სამიზნის განადგურების შანსი. როგორც დასაწყისში უკვე ვთქვით, ორივე სანიპერი ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანა Barrett M82A1-ს იყენებდა.

ექვსწამიანი ფრენის შემდეგ, ორიდან ერთ-ერთი სნაიპერის მიერ გასროლილი ტყვია სამიზეს მოხვდა, რომელიც ადგილზედვე იქნა განადგურებული. სროლის მანძილი იმდენად დიდი იყო, რომ მოკლული იმ ტყვიის გასროლის ხმასაც ვერ გაიგებდა, რომელმაც იგი წუთისოფელს გამოასალმა.

ვინაიდან ორივე სნაიპერმა თავიანთი შაშხანებიდან ერთსა და იმავე სამიზნეს ცეცხლი ერთდროულად გაუხსნა, გაურკვეველი დარჩა, თუ რომელი მათგანის ნასროლმა ტყვიამ მოუღო ბოლო თალიბანის საველე მეთაურს. თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთმა ავსტრალიელმა სნაიპერმა ახალი აბსოლუტური სნაიპერული რეკორდი დაამყარა – მან ცოცხალ სამიზნეს ტყვია დაუჯერებლად შორ დისტანციაზე მოახვედრა. ლაზერული მანძილმზომის მიხედვით სამიზნე 2815 მეტრის სიშორეზე იმყოფებოდა. აღნიშნული მანძილი მნიშვნელოვნად აღემატება ყველა იმ მანძილს, რომელზედაც ოდესმე რომელიმე სნაიპერს ცოცხალი სამიზნისათვის ტყვია მოუხვედრებია.

ავსტრალიელმა სნაიპერმა თავისი შედეგიანი გასროლით ბრიტანეთის სამეფო საკავალერიო პოლკის ერთ-ერთი დანაყოფის სნაიპერის, კრეიგ ჰარისონის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში 2475 მეტრის მანძილიდან თალიბანის ორი მეტყვიამფრქვევისა განადგურება შეძლო, რომლებიც ცეცხლს ПКМ-ის ტიპის ტყვიამფრქვევიდან ხსნიდნენ. თავისი ავსტრალიელი კოლეგებისაგან განსხვავებით, ბრტანელი სნაიპერი კომპანია Accuracy International-ის მიერ წარმოებულ L115A3-ის ტიპის სნაიპრულ შაშხანას და .338 Lapua Magnum-ის (8.6×70 მმ ) ტიპის ვაზნებს იყენებდა.

2815 მეტრის დისტანცია, რა სიშორიდანაც თალიბანის საველე მეთაური იქნა განადგურებული, ორჯერ და უფრო მეტადაც კი აღემატება ამერიკული მსხვილკალიბრიან შაშხანა Barrett M82A1-ის სროლის ეფექტურ მანძილს, რომელიც მხოლოდ 1600 – 1800 მეტრს შეადგენს. გამომდინარე აქედან, ისმის კითხვა თუ როგორ შეძლო სნაიპერმა სამიზნის განადგურება იმ მანძილიდან, რაც 2-ჯერ აღემატება მისი შაშხანის სროლის ეფექტურ მანძილს? გარდა სნაიპერული სროლის ხელოვნებისა, ამაში დიდი და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთის სპეციფიკურმა ბუნებრივმა გარემომ ითამაშა, და, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს აგრეთვე უკიდურესად დიდი გამართლებაც.
დაელოდე შემდეგ ნომერს 😉