[UGP] წახალისების და განვითარების პროგრამა

Day 2,491, 21:49 Published in Georgia Georgia by JangavaDze


მოგესალმებით ყველას.
ამ სტატიაში მინდა განვავრცო და დავხვეწო ჩვენი პარტიის ყოფილი პრეზიდენტის სტივის იდეები და მოსაზრებები.

პარტიელის განვითარების პროგრამა
პროგრამა, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა ეუკრაინაში, რომელიც გამოიყენეს ბევრმა და თავის თავზე მოირგეს. პროგრამა გაძლევთ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აიღოთ სწორი სტარტი და მიაქციოთ ყურადღება თამაშში საჭირო რამეებს, როგორიცაა სოციალიზაცია, სწორი ექაუნთის განვითარება. განსაზღვრული მიღწევების გამო მოთამაშების შესაძლებლობა აქვს მიიღოს საკვები, იარაღი და ოქრო. ეს არც ისე ცუდი დახმარებაა განვითარების საწყის ეტაპზე. ანუ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საუკეთესო კურსი და ამავდროულად მიიღოთ ამისთვის კარგი ანაზღაურება.


ამ იდეის დახვეწას სჭირდება ძალისხმევა და გუნდის აქტიური მუშაობა.როდესაც ამ თამასში პირველად დაამატეს საქართველო,ჩვენი პირველი მიზანი იყო ქართული სასწავლო გვერდების შექმნა ან არსებული უცხოური წყაროებიდან გადმოქართულება.დღესდღეობით ეს პრობლემა მოგვარებულია,მაგრამ ინფორმაციის გავრცელების ხარვეზები შეუცვლელი რჩება.ამიტომაც ვთვლი ჩემს მოვალეობად ყველა დამწყებ მოთამაშეს დავეხმარო და დროულად მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია.
ბევრი განხილვის და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა "პარტიული მისიები".
ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მიიღებენ ჯილდოებს..
დავალებები იქნება შემდეგნაირი:
1.პარტიის აგიტაცია
2.მოთამაშეების სპამ
3.სასწავლო გვერდის გაანალიზება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა
4.მითითებული მედლის 48 საათში აღება
5.ყოველ ორშაბათს სპამ წერილზე პასუხის გაცემა(რომ დავრწმუნდეთ მის აქტიურობაში)
და სხვა მრავალი

ამ ყველაფერს დავხვეწავთ და დარწმუნებული ვარ ფანტასტიკურ შედეგს მივაღწევთ..გაქრება კითხვები თუ ვინ იმსახურებს კონგრესში მოხვედრას,გვეცოდინება რეალური პარტიის აქტივის რაოდენობა,თამაშს უფრო საინტერესოს და სახალისოს გავხდით.

საპარტიო აქტივობა და საპარტიო სამსახურები
მათთვის, ვისაც არ უნდა პასიურობა და უნდა მუშაობდეს პარტიის განვითარებაზე და ამისთვის მიიღოს ჯილდოები, არსებობს საპარტიო სამსახურები, რომლებშიც შეიძლება თავის წარმოჩენა. აქტიური პარტიელები შედიან "პარტიის აქტივის" შემადგენლობაში, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ პრეტენზია გქონდეთ კონგრესში ადგილზე, მიიღოთ მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, სადაც პარტიის მთელი ელიტაა.

ურთიერთდახმარება
ჩვენი პარტიელები ლოიალურად უყურებენ ნებისმიერ დონაციას ჩვენს პარტიის ფონდში. ყველას ესმის, რომ მხოლოდ საერთო შრომით შევძლებთ საჭირო რეზულტატის მიღებას. ამიტომ, თვეში ერთხელ, ჩვენ ვაგროვებთ შემოწირულობებს ყველასგან, ვისაც ეს სურს, რათა დავაფინანსოთ პარტია, მისი პროგრამები და ინიციატივები. ძლიერებს შეუძლიათ და ეხმარებიან სუსტებს. ამაშია გაერთიანების ძალა !

ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მაგრამ თუ ხალხის განვითარებისთვის საჭირო იქნება მოცდა და ძალების მოკრება ან მხვერპლის გაღება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები ამის მისაღწევად. ჩვენ იმას ვუჭერთ მხარს, რომ ახლები შევინარჩუნოთ ამ თამაშში და ვაჩუქოთ მათ მხიარულება. ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ მოხდება ბეიბი-ბუმის სტიმულაცია და ყველანაირად დავეხმარებით ამას.



მადლობთ ყურადღებისთვის

=========== Georgian_wolf ===========