საბერძნეთი & More

Day 2,909, 04:30 Published in Georgia Georgia by J.Volandi
გამარჯობა.
Vettel მსგავს სტატიას შემოგთავაზებთ ინგლისურად, რათა ყველასთვის გასაგები იყოს,ხოლო ჩვენი მოსახლეობისთვის მე ვწერ ქართულად.

ალბათ, ბევრი კითხვა გაქვთ,ალბათ,ყველა დაინახავდით,რომ წინა მპპ საბერძნეთის კონგრესმა ჩააგდო,ხოლო ახლა აუცილებლად გავა და ჩვენ ქვეყნებს შორის ეს ხელშეკრულება გაფმორმდება.

გვინდა გავფანტოთ ყველა კითხვა და გაუგებრობა.


ჩვენს მთავრობას ძალიან გვინდოდა,რომ ეს მპპ ჩვენი ხელმძღვანელობით განხორციელებულიყო,რადგან მოლაპარაკება კარგა ხანია მიმდინარეობს ჩვენს შორის, ამიტომაც Temsisi-სთან შეთანხმებით დიქტატურა შევინარჩუნეთ 2 დღით და მოლაპარაკებები გარდავსახეთ კანონში,რომელიც ჩვენდა გასაკვირად - ჩავარდა.
ახალი პრეზიდენტიც(Temsisi) ეთანხმება ამ ხელშეკრულებას,ამიტომ პრობლემა ამ კუთხით არ დგას.
არც საბერძნეთის პრეზიდენტის მხარეს იდგა პრობლემა, იგი აქეთ გვაქეზებდა ამ ნაბიჯისკენ.

შემდეგ ერთ-ერთი ძველი „ნაცნობი“ აღმოვაჩინეთ საბერძნეთის კონგრესში და მისით დავინტერესდით.
საბერძნეთის ერთ-ერთმა კონგრესმენმა წამოიწყო კამპანია ჩვენს წინააღმდეგ და ფაქტობრივად მისი ბრალეულობით ეს კანონი ჩავარდა.
გუშინ მე და Vettel ჩავუჯექით და პატარა მოლაპარაკება გვქონდა ამ კონგრესმენთან, რასაც F@nis იც აკვირდებოდა. მიუხედავად ჩვენი შეხედულებების ვერ დამთხვევისა, იგი სავარაუდოდ დავითანხმეთ და რაღაც საკითხებზე შევთანხმდით.

მთავარი მიზეზი,რაზეც მისი გული ტოკტებოდა და თმა ყალყზე უდგებოდა ჩვენი მოქალაქეების მიერ FYROM?!/Macedonia?!-ს მოხსენიება მხოლოდ მაკედონიად-იყო.
საპასუხოდ მან,რომელიღაც უწყინარ პოსტზე,სადაც ჩვენ არანაირად არ განვიხილავდით მაკედონიას, საქართველო რუსეთად მოიხსენია,რასაც ადრე ჩემი-მერფის-და ტომის საპასუხო კომენტარები მოჰყვა და მისი მიჩექმვა წარმატებით განვახორციელეთ.

მარტივად რომ ავხსნათ,ზოგიერთ ბერძენს ძალიან და ზოგიერთს ისე-რა შესტკივა გული ამ ქვეყანაზე და ვერ ინელებენ,რომ რეალურ ცხოვრებაში იგი მათი სამფლობელოდან გავიდა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიად იწოდება, მათი აზრით კი ვარდასკად.
ამაზე ასე 2 თვის წინ სტატიაც მქონდა გამოქვეყნებული, თუ რა შუღლი იყო მათ შორის, როდესაც 1 თვიანი განუწყვეტელი ომი ჰქონდათ ერთმანეთთან.

ჩვენი პოზიცია ასეთია,რომ ჩვენ არავის გრძნობას არ შევურაცხყოფთ , მაკედონიას მოვიხსენიებთ ისე,როგორც მათ ოფიციალურად ეს თამაში უწოდებს, მე და ბევრმა იცის,თუ რა მოხდა გარკვეული დროის წინ და რატომ არის ეს ორი ქვეყანა დაძაბულობაში ერთმანეთთან,მაგრამ ზოგი ამ საკითხში უცოდინარია.
თუმცა ჩვენ სავარაუდო შეთანხმებას მივაღწიეთ,რომ ჩვენთვის სულ ერთია ეს ქვეყანა რად მოიხსენიება , ჩვენთვის მხოლოდ საბერთნეთი-საქართველოს ურთიერთობაა მთავარი და მათ თავისი შიდა! პრობლემები ჩვენი და სხვების გარეშე შეუძლიათ მოაგვარონ, თუ ომში ჩართვა გახდება საჭირო,საქართველო აუცილებლად ჩაემბება საბერძნეთის მხარეს,მაგრამ თუ არა - სიტყვიერად ჩვენ არც ერთის მხარდაჭერას არ გამოვხატავთ.

აქვე მინდა გამოვყო საკითხები,რომლებმაც ჩვენი და მაკედონია/ბულგარეთის დაცილება გამოიწვია.

1.მათი უნგრეთი/სერბეთთან შეთანხმება და ზედმეტად დაახლოება.
მოგეხსენებათ უკრაინა ჩვენი უახლოესი მეგობარია, როგორც აქ ისე რეალურ სივრცეში და მათი მტერი ჩვენი მტერია. მაკედონია-ბულგარეთს მოვუწოდეთ,რომ ხელი აეღოთ საკუთარ განზრახვაზე,თუმცა ისინი თავის გზას მიჰყვებიან,რომელიც ჩვენიდან საგრძნობლად გადახარა ბოლო დროს.
2.როდესაც რუმინეთმა ჩვენზე AS განახორციელა და შემდეგ NE-თი გვეომებოდა, ჩვენ ორივე ქვეყანას გადავუგზავნეთ ჩვენი სამხედრო ბრძანება, ასევე ვაშაუთებდით კედლებზე, თუმცა მათი მხედართმთავრები და პასუხისმგებელი პირები საპირისპირო ბრძანებებს იძლეოდნენ, რამაც საბოლოოდ ჩვენი გეგმის გაცამტვერება გამოიწვია(ნაწილობრივ მათი ჩარევის გამო).

მსგავსი დამოკიდებულება,როდესაც ჩვენი და მათი სხვა მოკავშირეების ინტერესები იკვეთება, მეორე მხარის არჩევა, ჩვენთვის მიუღებელია. მათ რომ არც ერთისთვის გაეწიათ დახმარება, შეიძლება დღეს ეს სტატია არ დამეწერა ასე.

უკრაინის გამო საქართველო მზად არის წავიდეს რადიკალურ ნაბიჯებზე, თუმცა თუ უკრაინა უღალატებს ჩვენს საერთო გზას და მტრის ბანაკში გადავა, საქართველო ნეიტრალურ პოზიციაში დარჩება- ეს არის ჩემი ხედვა და ეს არის ჩვენი მმართველობის ხედვა, სხვა მოთამაშეებმა შეიძლება სხვანაირად დაინახოთ ეს.

მინდა გავიხსენო ლიტვის მაგალითი,როდესაც მან ყველა მოკავშირეს ზურგი შეაქცია და სხვა ბანაკში გადავიდა,თუმცა მათი არჩევანი გასაგები იყო და მას წინ უძღვოდა 9 თვიანი დაპყრობა, მათ სცადეს თავიანთი ქვეყნის ფეხზე წამოყენება ამ გზით,რადგან მოკავშირეებისგანაც ვერ მიიღეს სოლიდური დახმარება .
ასევე,როდესაც ჩვენ მათი მოკავშირის წინააღმდეგ გვიწევს ომი,ბევრი მათგანი ჩვენს მხარეს იბრძვის, ან არ იბრძვის საერთოდ.
თუმცა არც ბულგარეთი და არც მაკედონია მსგავს პირობებში არ იმყოფებოდა და არც მსგავსად მოქცეულა!

გიოს სტატია უფრო უკრაინის თემას დაეთმობა,თუმცა მე ზოგადი ახსნა მინდოდა შემომეთავაზებინა,თუ რა მოხდა და რა ხდებოდა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, რაც ყველასთვის ცნობილი არ არის და ნაადრევად ლაპარაკიც არ შეიძლებოდა.

თუ კითხვები გაგიჩნდათ შეგიძლია აქვე დაწეროთ.


ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ახალ მთავრობას, იმედია ისინი შეინარჩუნებენ სააქართველოს არჩეულ მიმართულებას და ურყევად შეეცდებაიან ჩვენი პოზიციის გამტკიცებას საერთაშორისო არეალზე.

მინდა დავამატო, და ისევ ვისარგებლო შემთხვევით,რომ მალე დაიწყება ე.დ.პ.-სა და -SPA- ს რეორგანიზაცია, მიუხედავად იმისა,რომ ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული თემებია, დასაკარგი დრო არ არის,ამიტომ ორივეს ერთად ვიწყებთ.
Murphy-მ დაგვტოვა, ამიტომაც მისი დანაკლისის შევსება ორივე ფრონტზე გაგვიჭირდება, დანაყოფშიც და პარტიაშიც, თუმცა ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ - SPA - არ ჩამორჩეს, დარჩეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ე.დ.პ.-ც ახალ სახეებთან ერთად კვლავ ჩაერთოს მმართველობის ერთპიროვნულ ფერხულში გაერთიანებულ პარტიასთან ერთად.

მოგიწოდებთ მოემზადოთ დეკემბრისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებზე არნახულ ბრძოლას შემოგთავაზებთ ნებისმიერს.

მალე შემოგთავაზებთ სტატიებს ამ თემაზეც.

წარმატებას გისურვებთ ყველას და ჩვენს ქვეყანას.

`We` Create Time!
Together for the Better Future.