[MOG] _ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
H3Ctic
მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო,(თუ ჯერ კიდევ შემორჩით ვინმე) როგორც იცით ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და გამოსავალი თითქმის არ არსებობს, ამჟამად ყველაფერი რუმინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, ჩემს თავზე კი ის შემიძლიათ მოგახსენოთ რომ წელიწად ნახევარია რაც ამ თამაშს ვთამაშობ და საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, მრავალ პოსტზე მიმუშავია, მათ შორს ეკონომიკის მინისტრადაც და საკმაოდ მაშტაბური კონკურსიც ჩავატარეთ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციიდან გამოყვანას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბონუსებიც ავიღეთ და როგორც აკაკი წერეთელს აქვს ნათქვამი ,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?'' ზუსტად ასე დაგვემართა, ბედმა გვიმტყუვნა და რუმინეთის იმპერიულმა ზრახვება საქართველოსაც მიაპყრო თავისი ავი თვალი და დაგვიპყრო, ამჟამად რთულია იმაზე საუბარი თუ რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად, იმიტომ რომ ეკონომიკა უკვე აღარც არსებობს, ჩემი აზრით, კი მთავარი მიზანი აქტიური მოქალაქეების შენარჩუნებაა. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ თამაშს ჯერ ნუ დაანებებთ თავს, ჯერ არაფერია დაკარგული, იმედი ყოველთვის არსებობს
😉
Comments
ო7
რუმინეთს საქართველოს დაპყრობის იდეა საიდანღაც, შემთხვევით არ გასჩენია(როგორც ამ სტატიაშია გამოყვანილი)...ამაში იმ ქართველების როლი საკმაოდ დიდია, რომლებმაც ერთის მხრივ ქვეყანას სახლების 100% ბონუსი მოუპოვეს, მაგრამ თავისივე გაუფრთხილებლობით და წინდაუხედაობით ეს რესურსები და მთლიანი ქვეყანაც რუმინელების ხელში ჩააგდეს. ვგულისხმობ რუმინელებისთვის იარაღის 30% რესურსის აწაპნით გამოწვეულ წყენას, შეურაცყოფას...რამაც საბოლოდ აქამდე მიგვიყვანა.
იმედია მოლაპარაკებები კარგად დამთავრდება.