[CP] პრეზიდენტის მიმართვა

Day 2,785, 09:04 Published in Georgia Cyprus by The Yamamoto

მოგესალმებით! მიუხედავად ჩემი გამარჯვებისა გუშინდელი არჩევნები საკმაოდ ცუდად დასრულდა, არვიცი ეს რამ გამოიწვია მაგრამ დღეს დილით პარტიის ჯგუფში შესვლისთანავე ვნახე რომ ჩემი რამოდენიმე აქტიური თანაპარტიელი დაბლოკილი იყო( არა ალტერების გამო, ახლები არიან და არ ჩალიჩობდნენ 🙂 )პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მათ ვინც ნდობა გამომიცხადა ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოპონენტებსაც რომლებიც არჩევნებამდე საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჩემს არა კრიტიკას არამედ ლანძღვას . მიუხედავად ამისა მე არ ვიქები მიკერძოვებული და არ გავარჩევ პიროვნებებს პარტიის და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით. ვთვლი რომ ახლა ის დროა შევეშვათ ყოველგვარ შიდა დაპირისპირებას ბავშვურ წყენებსა ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს რათა ერთად შევძლოთ განვავითაროთ ის ქვეყანა რომელსაც ჩვენს სამშობლოს ვუწოდებთ!

ჩემს წინასაარჩევნო სიტყვაში მწირად მეწერა ჩემი გეგმების შესახებ, ყველაფერი რაც დავწერე განხორციელდება , ასევე უდიდეს ყურადღებას დავუთმობ მოთამაშეების გაძლიერებას და მოსახლეობის მატებას. დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს მეგობარ ქვეყნებთან დიასპორების შექმნის ინიციატივით.

ბევრს აინტერესებდა გამარჯვების შემთხვევაში მოვახდემდი თუარა ძირეულ ცვლილებებს მართვის სისტემაში, მე არ ვაპირებ შევცვალო ის ინსტიტუტები რომლებიც ქვეყანას განვითარებაში ეხმარება პირიქით მე ჩემს გუნდთან ერთად მოვახდენ ამ ყველაფრის დახვეწას.
სენატი განაგრძობს მუშაობას!

ჩემი მთავრობის სრული შემადგენლობა:

პრემიერი-Uncrowned King
თავდაცვის მინისტრი-Georgian Ghost
საგარეო საქმეთა მინისტრი-Luka Koberidze
განათლების მინისტრი-Georgian woolf
გუბერნატორი-Tengiz I
კულტურის მინისტრი-MORAL1994



G. N. Soldier