ისევ და ისევ.....
Alexander Katsadze
მე კარგა ხანია არ შემოვსულვარ, არც ვიცი რა ხდება, მაგრამ ვიცი ერთი რაღაცა:ესაქართველოს ჭაობიდან ამოსვლა ჭირდება, მაგრამ სადაა მოთამაშე?! ისევ და ისევ ვეცემით და ისევ და ისევ მახსენდება დრო როცა ახალი დაწყებული მქონდა თამაში, სომხეთი გვეკავა და ყველანაირ შეტევას კარგად ვუძლებდით, მაგრამ მერე ყველაფერი აირია ერთი დაგვიპყრობდა, მერე მეორეს "გვაჩუქებდნენ" მერე იმათ უტევდა ვიღაც, ჩვენ ვთავისუფლდებოდით რამოდენიმე დღით და ისევ და ისევ.....
მოკლედ მე არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ვიცი რომ ესაქართველო გადასარჩენია და ამისთვის ნორმალური შრომაა საჭირო! ვიცი რომ ბევრი ისეთი მოთამაშეა ერთ დღეს რომ შემოვა რაღაცეებს იდვიჟენიებს და მერე კაი ხნით იკარგება, სრულიად უმიზეზოდ! მოკლედ ალბათ მიხვდით რისი თქმაც მინდოდა...
Comments
დაივიწყე, ჩვენი დრო წავიდა, 5 კაცი ძლივს თამაშობს და ისეთი რესურსები გვაქვს რომელსაც ყველაზე ძლიერი ქვეყანა არ დათმობს, ბოლო 5 დღეა ჩვენი ყველა მოკავშირე რომლებსაც 100-150 აქტიური მოთამაშე ჰყავთ მაგათ უტევს და ყველამ წააგო და ჩვენთვის ოცნებაც კი ზედმეტია.
ადრე სხვა იყო ახლა სრულიად სხვა არის.
სინამდვილეშიც და აქაც ხალხი და მოკავშირეები გვაკლია
რუმინელები გვითმობენ თუ მაგარი ალიანსი გვყავს? (შიდა ქართლი ჩვენია)
იმ 5 კაცსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება თუ ალიანსი გვყავს კარგი და მერე რომ მოვძლიერდებით დამიწა გვექნება ხალხი მოიმატებს ალბათ და ჩვენც მოვიმოქმედებთ რამეს ეს შიდა ქართლი მაინც შევინარჩუნოთ
არც მაგარი ალიანსელები გვყავს და საერთოდ ყველანაირად შმორში ვართ, დაივიწყე ჯერ ოცნებაშიც კი არაა ან ხალხის დაბრუნება ან რეგიონების.
ხალხი არ დაბრუნდება ეგ შემიძლია 100% ით გითხრა.
ეგ ტერიტორია ისედაც ჩვენ გვქონდა და გვიბრუნებენ სხვა არაფერი დანარჩენ მნიშვნელოვან რეგიონებს ისევ თვითონ იტოვებენ
სანამ რუმინეთი არ დაიშლება მანამდე ჩვენ ასე ხომ არ ვიდგებით? რამე უნდა გავაკეთოთ.
რაც არ უნდა გავაკეთოთ ვერც კი დავძრავთ რუმინთს
ადრე ასეთი დიდი ძალთა სხვაობა არ იყო ჩვენს მოკავშირე ქვეყნებსა და ასტერიას შორის, ოდნავ ძლიერი კი იყო ასტერია, მაგრამ ტოლს არ უდებდა სირიუსი ერქვა მგონი მაშინ. პლიუს ბერძნების გამა.
რამ განაპირობა რუმინეთ სერბეთის ასეთი აღზევება ვერავინ მეტყვის?
მავერიკ პაკმა და საჰაერო ბრძოლებმა, უდიდესი პლიუსი მიიწერა მაგით ასტერიამ
რატომ არის რომ ბევრი ქვეყანა უმოქმედოთაა და ააფერს არ აკეთებს? ჯობია ჩამოყალიბდეს ერთი დიდი ალიანსი ასტერიის წინააღმდეგ რაღაც დებილური ალიანსები რომ ყრია რომ გადახედავ!
ყველას თავისი პოზიცია აქვს, ზოგს კიდია ეგეთი თამაშის პრინციპი და მხოლოდ ეკონომიკაზეა გადართული, აშშ-ს მაგალითად პროსტა ყველა კიდია, თავისი ალიანსელისთვის არ იბრძვის, ჩვენთან ვინცაა ყველა იბრძვის მაგრამ 10 მა ქვეყანამ 1ს ვერ მოვუგეთ და რა ვქნათ.
დავაინტერესოთ მეტი გზა არ გვაქ
მოგელსამებით მეგობრებო
რომ არ ვიბრძოლოთ და რესურსები ვაგროვოთ მინიმუმ 2 თვე და მერე ავტეხოთ ერთად ბრძოლა დაგროვებული რესურსებით არ შეიძლება ?