თურქეთი, საქართველო. ირანი

Day 3,050, 07:09 Published in Georgia Georgia by Sir Integra








მოგესალმებით მეგობრებო

ამ სტატიას ვწერ საქართველოს, ირანის და თურქეთის მთავრობების სახელით.

მოგეხსენებათ ომი რომელიც ჩვენს, ირანის და თურქეთის შორის მიმდინარეობდა თვეობით გაგრძელდა, იყო გამარჯვება, იყო მარცხი, ხარჯები, პრობლემები, მიღწევები და ა.შ ამ ომმა მსოფლიოს აჩვენა რომე 3-ვე ქვეყანა არასდროს ნებდება და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ერთი შეხედვით ეს ომი შეიძლება მხოლოდ დიდ ხარჯებთან ასოცირდება მაგრამ ისიც ვაღიაროთ რომ ხალისი და გართობაც არ აკლდა. ახლა დროა დავწყნარდეთ და ეს ყველაფერი მშვიდობით დავამთავროთ. მაქვს პატივი მოგახსენოთ რომ მივაღწიეთ შეთანხმებას რის შედეგადაც ომი დამთავრდა, ვიმედოვნებთ რომ ეს შეთანხმება დიდი- ხნით მოიტანს მშვიდობას რეგიონში და დაგვეხმარება უფრო გავაღმავოთ მეზობლებთან ურთიერთობაც რაც ყოველთვის მისასასლმებელია, მოკლედ შეთახნმება ასეთია:


1) სამივე ქვეყანა წყვეტს ყველანაირ სამხედრო მოქმედებას თუ გეგმას ერთმანეთის წინააღმდეგ.
2) ვინაიდან პერუს რეგიონში შემოსვლის მიზეზი ირანის დახმარება იყო, პერუ თანხმობას აცხადებს რეგიონის დატოვებაზე.
3) თურქეთი იტოვებს კონტროლს სომხეთის 4 რეგიონზე 1 თვით, ამის შემდეგ ხელი მოეწერება შეთანხმებას რომლის შედეგადაც თურქეთს გადაეცემა სამი ირანული რეგიონი, საქართველო და ირანი კი ძმურად გაინაწილებენ სომხეთის 4 რეგიონს.
4) სამივე ქვეყანა დებს პირობას ერთმანეთის ხელშეუხებლობაზე.

შეთანხმება ძალაშია 30 დღის განმავლობაში და განახლდება მას შემდეგ რაც ხელი მოეწერება რეგიონების გაცვლის პაქტს, ამის შემდეგ NAP-ი განახლდება ყოველი 60 დღის შემდეგ




დიდი მადლობა