არჩევნები, დაპირებები და მე

Day 3,027, 10:31 Published in Georgia Georgia by J.Volandi

გამარჯობათ.

ხვალ არჩევნებია მე კი ერთ-ერთი კანდიდატი ვარ. სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მქონდა გადაწყვეტილი კენჭი მეყარა, მეტიც არჩევნებშიც არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, რადგან უკვე დიდი ხანია არ ვენდობი აქაურ დემოკრატიას. ბოლოს "ვიქნები რას ვკარგავ" პრინციპით არ მოვხსენი კანდიდატურა და აგერ უკვე ვემზადები არჩევნებისთვის.

არაფერი გამიკეთებია საარჩევნო კამპანიისთვის, არცერთი პარტიისთვის მითხოვია მხარდაჭერა და არც არავის ვეხვეწები ხმა მომცეს. ზოგაად ვთვლი, რომ არჩევნებმა რეკლამის გარეშე უნდა ჩაიაროს და მაშინ გამოჩნდება ჭეშმარიტი ლიდერი. აქვე ვიტყვი, რომ ამ უკანასკნელზე დიდი პრეტენზია არ მაქვს, რადგან ამ თამაში სულ რამდენიმე ლიდერს ვხედავ(დი) და სამწუხაროდ არცერთს არ დაუფასდა. დაფასება რა ელემენტარული მადლიერების გრძნობაც არსად ჩანს.

ამიტომ ბედის ირონით თუ უმრავლესობა მე ამირჩევს ნამდვილად არ დავხარჯავ რეალურ ფულს თამაში, ნამდვილად არ მოვუსმენ ვიღაც გაურკვეველ ხალხს, რომლებიც მექანიზმში ვერ გარკვეულან და ბრძნული სტატიებით გამოდიან. უბრალოდ აქ და ყველგან ერთი პრობლემა გვაქვს, არ ვიცით და ვიჩემებთ, რომ ვისწავლოთ მოსმენა არ გვინდა ან ვისმენთ და არასწორად ვაკეთებთ. მოკლედ არ ვაპირებ ყველას დაძახილზე გამოსვლას, მოვუსმენ მხოლოდ ისეთებს ვისაც აზრი მოეკითხება. ჰო, მთავარი არ მივიღებ შენიშვნას გუშინ დარეგისტრირებული ადამიანებისგან, რომლებიც არაფერში არ არიან გარკვეულნი და "ლიჟბი" დაწერონ პრინციპს მიყვებიან.

ჰო ამაზე გამახსენდა სტატიების კომენტარებს ვკითხულობ და გარკვეული ხალხი სერბეთთან ზავი უნდა დაგვედოოო იძახიან. ამ ადამიანებს კითხვით მივმართავ სერბეთან ზავი დაგვედო და ბოზი პოლონეთის სახელი გვქონდეს? მტერს დავუზავდეთ და თურქეთს, რომლის დამსახურებაცაა ჩვენი არსებობა ზურგიდან დავარტყათ? ბოდიში მაგრამ მე ასე არასდროს მიცხოვრია და არც აქ ვაპირებ. მერე რა, რომ თამაშია აქაც არის ადამიანობა, ძმობა და ბოლო-ბოლო ჩვენი აქაუნთი თითეულ ადამიანს წარმოადგენს. აქაც ისევე უნდა ვიზრუნოთ იმიჯზე, როგორც რეალურ ცხოვრებაში ვაკეთებთ.

მოკლედ საარჩევნო თემას, რომ არ გავცდე კანდიდატებზე ვიტყვი. ავენიუ რა თქმა უნდა ყველაზე მსუყე კანდიდატად მიმაჩნია, რადგან მხარდაჭერა აქვს კოლოსალურ გამოცდილებასთან ერთად. ესაქართველოს რუკაზე გაჩენიდან ავენიუ იყო ერთ-ერთი იმათგანი ვისი დამსახურებაცაა ჩვენი არსებობა. იგი ზრუნავდა პირველი ირეფაბლიკელების განათლებაზე და მის დროს დაიწყო ეგანმანათლებლობის ეპოქა ესაქართველოში და ამ ეპოქის ძალიან ბევრი დიდებული წარმომადგენლის ჩამოთვლა შემიძლია. ამას, რომ გვერდი ავუაროთ გაწონასწორებული და ჭკვიანი ადამიანია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმისვის, რომ ამ დიდი ბნელი ხვრელიდან გამოვძვრეთ და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

რაც შეეხება დევიკოს, ამ ადამიანზე ფაქტიურად არაფერი ვიცი, ნუ ხანდახან ჩაივლიდა და თვალს თუ მოვკრავდი-ხოლმე თორე ისე აქტიური არ იყო და ამბიციასაც არ ავლენდა. პირველად დავინახე იგი ასე ფართომაშტაბებით და მის საპრეზიდენტოს სიტყვას, რომ გადავხედე იქვე დასრულდა ჩემთვის მისი გაელვება. მისი ზედაპირული წარმოდგენა თამაშზე, სერბეთის ამბავზე და ჩვენი ყოფილი ხელისუფელბის დახარჯულ ნაღდ ლარებზე ცოტა არ იყოს საწყენია, საწყენი კი არა მე პირადად სერბეთი, რომ გააქროს რუკიდან მაინც მისი ეს გამოსვლა გამახსენდება პირველი. ცოტა საჭირო ადამიანზე წარმოდგენა, რომ შეგეცვალოს. აქვე ჩასაფრებულებს გეტყვით სტატიაზე იმიტო ვამახვილებ ყურადღებას, რომ არაფერი ვიცი ამ ადამიანზე და რამით ხომ უნდა ვიხელმძღვანელო. ხო, ავენიუს სტატიაც არ ყოფილა დიდებული და პრეზიდენტობის კანდიდატისთვის შესაფერი. :დდ

ახლა ჩემს გეგმებს რაც შეეხება, სერბეთის ომის ამბიცია არ მაქვს და პირველი ჩემი საზრუნავი პერუს გაგდება იქნება. პერუს თუ გავაგდებთ თავისუფლების დიდი შანსი გვექნება, რადგან სერბეთისთვის ჩენ საფრთხეს არ წარმოვადგენთ და როგორც ადრე ვნახეთ უკვე არამგონია თურქეთიდან ჩვენსკენ გამოიწიოს. პრობლემა ჩვენთვის ირანი იქნება, მაგრამ ამ დროში თურქეთი იმედია გაიბრძოლებს და მოვიქნევთ დამპყრობლებს. აქვე გტყვით, რომ თურქეთმა თუ არ აიწყვიტა ისე შანსი არ გვაქვს თავისუფლების, სამწუხაროდ იმდენად ძლიერები არ ვართ, რომ ჩვენ თვითონ შეგვეძლოს ჩვენივე ბედის განსაზღვრა. თან ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ჩვენი მხარჯველი ბიჭები მიდიან, მიდიან და ფაქტიურად საქართველოს 70% მიდის, ამის გადასამოწმებლად დემიჯს და მათ ხარჯებს გადახედეთ. საშინაო პოლიტიკაში ბევრს არაფერს შევცლი, რადგან ამ მხრივ დალაგებულაი ყველაფერი, უბრალოდ ვეცდები, რომ მუ-ებს შორის კორდინაცია გავზარდო, ამის გეგმაც მაქვს, მაგრამ არ დავწერ ვინმემ, რომ არ მომპაროს (:დ).

როგორც ხედავთ ბევრს არაფერს გპირდებით, უბრალოდ არ მინდა არარეალური და აფსურდული ვთქვა "ოღონდ რამე დავწეროს" გამო (ეს გამო წინადადებები ამეკვიატა). მოკლე ხანში მეც დავტოვებ თამაშს და ეს იქნება უკანასკნელი გაბრძოლება, უკანასკნელი კუდის მოქნევა ამ თამაში და ვეცდები ამ პერიოდში ბევრი სიყვარული და ენერგია გავვცე იმათზე ვინც იმსახურებს, დანარჩენებს ბოდიში :პ ამიტომ არჩევანი თქვენზეა, მე თუ არ ამირჩევთ არ მეწყინება, უბრალოდ თხოვნა მექნება, რომ ადამიანი საზრიანობისა და გაკეთებული საქმეების მიხედვით აირჩიეთ და არა პარტიული მხარდაჭერით და ფბ თუ სკაიპ ჩათში რაღაცის ჯღაბნით. მიყვარხარ, გაფასებთ მეიმედებით!

პ.ს. ხო მართლა არ მინდა ბევრი ხმები, არ მინდა ახლა თანამდეობა და პასუხისმგებლობა, ისე მომეცით ხმა თავი დაჩაგრულად, რომ არ ვიგრძნო :დდდ