წინასაარჩევნო განცხადება და პრეზიდენტობის კანდიდატის გეგმები

Day 2,997, 09:21 Published in Georgia Georgia by Mephe Aleksandre


მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქენო! დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ჩვენი სუვერენიტეტი დარღვეულია დამპყრობელი ბრაზილიისგან, რომელსაც ასევე ირანის სახელმწიფო ეხმარებოდა. დღეს ჩვენს წინაშე დგას საქართველოს აწმყო და მომავალი. ამ არჩევნებზე უნდა ჩავერთოთ ყველა და ავირჩიოთ საქართველოს წინსვლა და განვითარება ან საქართველოს გაჩერება და უკიდურეს შემთხვევაში უკან სვლა. ამიტომ ჩემო მეგობრებო ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ხმა მივცეთ MEPHE ALEKSANDRE-ს. ჩვენო დებო და ძმებო, მე ასევე მიხარია ის როდესაც ვხედავ რომ ქართველი ხალხი ერთ მუშტად არის შეკრული ამ ურთულეს მომენტში და როგორია მათი სულისკვეთება. მინდა ასევე მივმართო ჩემს თანაპარტიელებს. მე მიხარია რომ ამდენი ერთად, ერთ მუშტად შევიკრიბეთ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს EL FAT DUKAMAN-ს, რადგან ამ არჩევნებზე მან წარმადგინა. პარტიის ყრილობის დროს, როდესაც პრაიმერიზი მიმდინარეობდა ხმათაუმრავლესობით ჩემი კანდიდატურა დამტკიცდა. მოდით ვიმსჯელოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს მომავალზე. მე მინდა ყველამ დავსვათ კითხვა: საქართველოს პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც ბოლო რამდენიმე თვე ვიხილეთ როგორი უნდა იყოს ან არ იყოს პრეზიდენტი ან ორივე ერთად. ვინ როგორ შეაფასებს, უნდა იყოს თუ არა საქართველო რომელიმე ქვეყნის მარიონეტი, მითუმეტეს დამპყრობლის ან რომელიმე მდიდარი ადამიანის მარიონეტი, თუ უნდა იყოს დამოუკიდებელი, მოაზროვნე პიროვნება?!
ნება მომეცით მოგმართოთ თქვენ, ამ ქვეყნის ამაყ შვილებს. თავის დროზე ჩვენი ბრძოლა 2015 წლის დასაწყისში, როცა დავიწყეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ თავს ვუწოდეთ ,,ქრისტიან-სოციალური კავშირი“. ახლა კი რამდენიმე თვის უკან ჩვენ განვაახლეთ ჩვენი პარტია და პარტიული მოღვაწეობა. ჩვენ თავს ვუწოდეთ ,,დაბოლილთა სოციალისტური კავშირი“ და დღეს უკვე ჩვენ ნომერ პირველი პარტია ვართ და 110 წევრისგან შევდგებით, რაც ჩვენთვის და საქართველოსთვის უდიდესი მიღწევაა, რადგან პარტიული ცხოვრება უფრო უმჯობესდება და ძლიერდება და განვითარების გზას ადგას, რაც ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია. ბევრი გამიზნული ბოროტი ჭორაობის, ბრალდების, დევნის ასევე მთავრობის მხრიდან, მრავალი განცხადების და უკანონო ქმედების მიუხედავად ,,დაბოლილთა სოციალისტური კავშირი“ გადარჩა, გარდაიქმნა და ახალი ფორმით წარსდგა დღეს თქვენს წინაშე. ამდენი ერთად დიდი ხანია არ შევკრებილვართ და შევიკრიბეთ იმიტომ რომ საქართველოს აქვს მომავალი. სოციალისტური კავშირი ყოველთვის შეეცდება გაიმარჯვოს თავისუფალი დებატებით, აზრების გაცვლა-გამოცვლით. ქაოსი ჩვენი მტერია,უსამართლობა ჩვენი მტერია და შეუწმყრანებლობა ჩვენი მტერია. ჩვენ არ გვყავს მტრები საქართველოში. ჩვენი მტრები არიან ჩვენი ქვეყნის ოკუპანტები. ვინც ახლა ბოძებს არჭობს საქართველოს შუაგულში, როგორც ლურსმნებს ჩვენს ერთიან ეროვნულ სხეულში და არა ის ხალხი, ვინც ჩვენს გვერდი-გვერდ ცხოვრობს ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი!!!


პირველ რიგში წარმოგიდგენთ ჩვენს გეგმებს შემდეგ კი თვალი გადაავლეთ ჩვენს განცხადებას!!!

1)პირველ რიგში ვაპირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და გავიჩინოთ ბევრი ახალი მოკავშირე. ასევე ჩვენ შევქმნათ (აღვადგენთ) იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრეზიდენტთან ერთად გადაწყვიტავს რომელ ქვეყანასთან დადოს ე.გ MPP.

2)შეიქმნება უშიშროების საბჭო, რომლის წევრებიც იქნებიან: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ყველა სამხედრო დანაყოფის მეთაური. აქ განიხილება ქვეყნის ყველა საჭირბოროტო საკითხები და გადაჭრის გეგმები.

3)ასევე ვაპირებთ შევქმნათ პარლამენტის (კონგრესის) თავმჯდომარის პოსტი, რომელიც ყველა პარტიის ლიდერთან ერთად იჯდება და კონგრესმენების მიერ გატანილ კანონპროექტს განიხილავენ. ხოლო განხილვის შემდეგ ექნება კონგრესმენს უფლება გაიტანოს თუ არა ეს კანონი განსახილველად.



ეს იყო ჩვენი ძირითადი გეგმები. ასევე ჩვენ გვაქვს უამრავი სხვა დასახული გეგმა, რომელსაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში აუცილებლად განვახორციელებთ. მე გაძლევთ ამის პირობას. ჩვენ ვიცით, რა ჭირდება საქართველოს!!! ერთად გავაძლიეროთ საქართველო!!!

პატივისცემით: MEPHE ALEKSANDRE