ახალი კანონპროექტი _ წინასწარი განხილვა

Day 2,931, 07:50 Published in Georgia Georgia by H3Ctic
გამარჯობა, სანამ რაიმე კანონპროექტის გამოტანას გადავწყვეტ აუცილებლად მოვისმენ საჯარო აზრს, ტომას არ გეგონოს რომ ეს შენი დამსახურებაა 😃 აქამდეც მქონდა იდეაში.


მოკლედ გადავიდეთ საქმეზე, ჩემი სურვილია, რომ სამუშაო გადასახადი 6 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დავიდეს და ამის მიზეზებს აქვე მოგახსენებთ.
ბაზარზე ქ1 საკვები უკვე საკმარისად გაძვირდა და იმედი მაქვს ეს ტენდეცია შეჩერდება და ფასები ისევ თავის ნიშნულს დაუბრუნდება. დღეს 5000 ქ1 7 თეთრად დავდე გასაყიდად და 5 წუთში მთლიანად გაიყიდა პროდუქცია. გადასახადების დაწევა პროდუქციას გააიაფებს, ვინაიდან ქარხნის ამუშავება 3.34
ლარი ჯდება, აქვე მინდა ვისაუბრო ნედლეულის წარმოების პრობლემაზე, მათ ვისაც პირველი დონის ნედლეულის საწარმო აქვს 60%-იანი ბონუსით 56 ნედლეულს აწარმოებს და მისი წარმოება 3.34 ლარი უჯდება. ბაზარზე 4 თეთრად 56 ნედლეულის შეძენა 2.24 თეთრი გიჯდება, 3 თეთრად კი 1.68 ლარი. აქედან კი თავად შეგიძლიათ დაასკვნათ რომ ნედლეულის წარმოებას აზრი არ აქვს თუ უფრო მაღალი დონის საწარმო არ გაქვს. დამწყებთათვის კი მაღალი დონის საწარმოების შეძენა პრობლემაა.
სამუშაო გადასახადების 3 პროცენტამდე დაწევით წარმოება 1.67 თეთრად იქნება შესაძლებელი. (55.68x3):100=1.67 _ 55.68 საშუალო ხელფასია.



ასევე მინდა გაგაცნოთ ჩემი კიდევ ერთი იდეა, მინდა რომ შევქმნათ მოთამაშეთა გაერთიანება რომლებიც იზრუნებენ ქვეყანაში პროდუქციის იაფად შემოტანისთვის. მწარმოებლები კი ბაზარზე ფასების დარეგულირებაზე. ბოლო დროს რამოდენიმე მოთამაშემ გამოთქვა აზრი ბაზარზე ფასების დაწევაში მონაწილეობისთვის, თუ საკმარისი მოთამაშე მოგროვდა აუცილებლად შევქმნით სკაიპ ჩათს სადაც ვიმსჯელებთ ფასების დარეგულირებაზე და პროდუქციის შემოტანაზე 🙂

იმედია დებატები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე წარიმართება, გელით და გისმენთ🙂