ინტერვიუ ქვეყნის დიქტატორთან და ეკონომიკური სიახლეები

Day 2,850, 08:31 Published in Georgia Georgia by H3Ctic

გამარჯობათ დღევანდელ თემას გავხსნი ჩვენს ქვეყანაში გადასახადების გაზრდაზე საუბრით და ამასთანავე მიმოვიხილავ მონეტარულ ბაზარს და ვისაუბრებ მსოფლიოში არსებულ ფასეზე ბოლოს კი ინტერვიუს შემოგთავაზებთ ჩვენი ქვეყნის დიქტატორ Luka Koberidze-სთან.
ასე გამოიყურებოდა ჩვენი ბიუჯეტი ირანთან ომის შემდეგ:

ყველასთვი კარგადაა ცნობილი თუ რაოდენ დიდი რესურსი დიხაჯრა ირანთან ომში, ბოლოს როცა ბიუჯეტში თანხები აღარ მოიძიებოდა ბევრმა გამოცდილმა მოთამაშემ საკუთარი სახსრებით უზრუნველყო ომის გაგრძელება, რამდენად მართებული იყო ეს ომი და რა სარგებელი მოუტანა ამან ორივე მხარეს ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ დავანახეთ ირანსაც და ბევრ სხვა ქვეყანასაც (რომელთაც შეიძლება პერსპექტივაში ქონდა ჩვენი დაპყრობა) რომ ჩვენ ძალიან ბრძოლისუნარიანი ქვეყანა ვართ მიუხედავად ჩვენი ასაკისა თავს არავის დავაჩაგვრინებთ, დაცარიელებულ ხაზინას შევსება სჭირდება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს რომ სამუშაო გადასახადი 1%-დან 8%-მდე გაეზარდათ, გადასახადების გაზრდა მხოლოდ ხელფასებს არ შეხებია, გადასახადები გაიზარდა იარაღზე, საკვებზე და სახლებზე.

1.სამუშაო გადასახადის კანონპროექტი
2.დღგ და იმპორტის გადასახადი:იარაღი
3.დღგ და იმპორტის გადასახადი:საკვები
4.დღგ და იმპორტის გადასახადი:სახლი

გადასახადების გაზრდის შემდეგ ბიუჯეტის შემოსავალიც გაიზარდა, ორი დღის წინ მიღებული კანონპროექტიდან მეორე დღეს ბიუჯეტში 1,915.72 ლარი შევიდა რაც წინა დღეს მიღებულ შემოსავლებ თითქმის 3-ჯერ აღემატება, ხოლო დღეს მიღებულმა შემოსავლებმა 6,592.96 ლარს მიაღწია და ეს თანხა დღის ბოლომდე იზრდება, რაც შეეხება მთლიან ბიუჯეტს ამ დროისთვის ის 16,702.95 ლარსა და 1 ოქროს შეადგენს.

გადავიდე მონეტარულ ბაზარზე, აქ არცისე დიდი ცვლილებებია წინა დღეს ერთი ოქროს ფასი 284.200-დან 284,700-მდე მერყეობდა დღეს კი ფასი 2 ლარით დაეცა და 282 ლარი შეადგინა თუმცა ეს ფასი მუდმივად მერყევია ამიტომ თუ მონეტარულ ბაზარზე შეხვალთ და სხვა ფასი დაგხვდებათ მე ნუ დამადანაშაულებთ, ასევე შევეხოთ ყველაზე მოთხოვნად იარაღს ქ7-ს რომლის ფასები მუდმივად იზრდება და თუ მისი ფასი თვენახევრის წინ 7,50-დან 8 ლარამდე მერყეობდა დღეს ჩვენი ქვეყნის ბაზარზე მისმა ფასმა 10 ლარს მიაღწია.

სანამ ინტერვიუს წაიკითხვათ მინდა ერთ რამ ავღნიშნო რომ სანამ ჩვენი დიქტატორი რაიმე კანონპროექტს მიიღებდა საჯაროდ კითხულობდა ჩვენი თითოეული მოქალაქის აზრს რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია.
ახლა კი დაპირებული ინტერვიუ ჩვენი ქვეყნის დიქტატორთან:

1.გადასახადების გაზრდისას რამდენად ერთსულოვანი იყო სამთავრობო გუნდი?

გადასახადების გაზრდა გამოიწვია მძიმე მდგომარეობამ და მხოლოდ დაკვირვებისთვის შევჩერდით მსგავს მდგომარეობაზე, თუ ეს კარგ შედეგს გამოიწვევს ,მაშინ გარკვეული დროით ასე დარჩება ,სანამ ფეხზე არ წამოვდგებით ცოტათი, თუ არ იმუშავა სხვა მდგომარეობასაც მოვსინჯავთ,

თუმცა კარგი იქნებოდა თუ ქართველები საქართველოში დასაქმდებოდნენ ,საკმაოდ ბევრი 45-50 ლარიანი ადგილია , მეც პირადად 45 ლარზე ვმუშაობ საქართველოში .

სანამ გამოვიტანდი კანონს პირდაპირ დავუსვი შეკითხვა რა აზრზე იყვნენ და მათ თანხმობა განაცხადეს . ზოგადად ყველა კანონის გამოტანისას ასე იქნება ,იქნება დისკუსია ,სადაც ყველა შეძლებს თავისი აზრის დაფიქსირებას და ეს არ იქნება უბრალოდ დიქტატორული რეჟიმის ჩვეული პრაქტიკა.მე ვცდილობ დემოკრატიული მექანიზმის შენარჩუნებას,რაც კონგრესის დაბრუნების დროს გახდება უფრო აქტიური.

2.რა დროით იქნება გაზრდილი გადასახადები?

გაზრდილი გადასახადების შენარჩუნების პერიოდს ისევ და ისევ მოვლენების განვითარება გვაჩვენებს და ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ გეტყვით ,რამდენი ხნით იქნება , თუ არ გაამართლა ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.

3.ხომ არ გამოიწვევს ეს ქვეყანაში წარმოების შეჩერებას?

გაზრდილი გადასახადები არანაირად არ გამოიწევევს ქვეყანაში წარმოების შეჩერებას, როდესაც ჩვენ 45-50 ლარიან სამსახურებს ვდებთ, 50% მოთამაშეების წაგებაში მივდივართ ,უბრალოდ ხელფასის საშუალო მაჩვენებლის მაღალ დონეზე შენარჩუნებას ვცდილობთ, რაც იგივეა ,რომ საკუთარი ჯიბიდან დიდი ოდენობის ფული შეიტანო ყოველ თვე ბიუჯეტში.
ზუსტად იგივეა ახლა ,გაზრდილი გადასახადი შეიძლება მწარმოებელს ცოტა დააწვეს კისერზე მაგრამ საჭიროა ქვეყანა წამოვაყენოთ ფეხზე ,მე კი დარწმუნებული ვარ ამისთვის ძალასა და ღონეს არავინ დაიშურებს .
ახლა უფრო ის მაფიქრებს ,რომ სავარაუდოდ შეჩერდება უცხოეთიდან იმპორტი,თუმცა გვყავს მოთამაშეები ,რომლებსაც თავად შემოაქვთ რეგულარულად იარაღი და საკვები ,ამიტომ ამ პრობლემასაც რაღაცნაირად გადავჭრით.

4.ეკონომიკის მინისტრი Pridestalker-ი რა აზრის იყო ქვეყანაში გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით?
თოკო(Pridestalker) ჯერ-ჯერობით არ არის აქ.

5.როგორც ვიცი აქამდე სამინისტროები ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდნენ და თანამდებობის პირებს საკუთარ თავზე უწევდათ ხარჯების აღება, ამ მხირვ რაიმე სიახლე თუ არის?

სამინისტროები ბიუჯეტიდან,რა თქმა უნდა, ფინანსდებოდნენ . თუმცა ეს ეხება მხოლოდ განათლებისა და თავდაცვის სამინისტროს. ჩემი და ჩემი შემდეგომი მოთამაშეების პრეზიდენტობისას დაახლოებით 15,000 იყო მათი ყოველთვიური დაფინანსება.ამ თვეში ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება ეს ალბათ, უფრო პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ. მე მთავრობის მუშაობაში არ ვერევი და მხოლოდ რჩევის მიცემით შემოვიფარგლები.

6.თქვენი აზრით რამდენად მოსალოდნელია თურქეთ-ირანის ომი?

თურქეთ ირანის ომს რაც შეეხება ,როგორც ვიცი ,თურქები საკმაოდ გაბრაზებულები არიან ირანზე, მახოვს მამთა დიქტატორმა ასეთი რამ გამოაქვეყნა „Iran Added to black list“ როდესაც სერბეთთან მეორე აჯანყებაც წააგეს.მაშინ ირანი მართლაც თურქეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა ,შემდეგ იყო ჩვენი ომი ირანთან ,რამაც არც თუ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მათზე.ნამდვილად არ ვიცი თურქეთი შეძლებს თუ არა ამ მდგომარეობაში ფართომასშტაბიანი ომის წარმოებას,თუმცა სავარაუდოდ მათი ომი მოსალოდნელია ,თუ რამე შეთანხმებას არ მიაღწიეს.

P.S იმედია ჩემი სტატია მოგეწონათ, თუ არ დაიზარებთ ხმაც მიეცით რათა ბევრმა მოთმაშემ ნახოს.