გილოცავთ,საქართველოს უკვე სამი ჩემპიონი ჰყავს!

Day 2,808, 12:13 Published in Georgia Serbia by MORAL1994


28 ივლისი თბილისის ახალგზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენმა სპორტსმენებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

რობინზონ ბეგლარიშვილი (60 კგ) ჩემპიონი გახდა და საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფალავანმა იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე ჩემპიონმა სომეხ ტიგრან ბადალიანს, აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს და ჰოლანდიელ ლარს კამპფუისს მოუგო.

ბრინჯაოს მედალოსნები ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბაგრატ ნინიაშვილმა აზერბაიჯანელი პაშა ალიევი, ნატალია ყიფშიძემ კი ბრიტანელი კიერა ბატემენი დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და გამარჯვებული ძიუდოისტები დააჯილდოვა. ფინალური ბლოკის შეხვედრებს თვალი მიადევნეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ.

კიდევ ერთხელვულოცავ,რობინზონ ბეგლარიშვილი ჩემპიონობას!


ძიუდოისტი მზია ბებოშვილი ახალაგაზრდული ფესტივალის ჩემპიონია.

52 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში გამარჯვებულმა, ჰოლანდიელი ილსე ბურენი (Ilse Buren) იპონით დაამარცხა.

შეხვედრის დებიუტშივე ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს იუკო გაუკეთა. მესამე წუთზე კი ჰოლანდიელი სპირტსმენი შებოჭა და იპონი გამოიმუშავა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელი ემე გრანტი (Aimee Grant), რუმინელი ანა როტარი (Ana Rotari) და რუსი ნასიბა იბრაგიმოვა (Nasiba Ibragimova) დაამრაცხა.

„ჩემგან ყველა ოქროს ელოდა და მე არ მქონდა უფლება მედალი სხვისთვის გამეტანებინა,“ განაცხადა მზია ბებოშვილამა.

ვულოცავ ჩემპიონობას!


ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედალოსანია. მან პოლონელი ანნა დაბროვსკა (Anna Dabrowska) იპონით დაამარცხა.

დაპირისპირების დებიუტშივე ლიპარტელიანის აქტიურობას შიდო მოჰყვა. ორთაბრძოლის მიწურულის კი ჩემპიონმა ეფექტური გდებით იპონი გააკეთ და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრამდე ლიპარტელიანმა ჩეხი ვერა ზემანოვა (Vera Zemanova), მაკედონიელი ამრა ფაიზულა (Amra Fajzula) რუსი დანნა ნეგუჩევა (Danna Nagucheva) და ფინელი ემილია კანერვა (Emilia Kanerva) დაამარცხა.

„მიხარია რომ მედალი სწორედ თბილისში მოვიგე. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, რომ არა ისინი, ამ შედეგს ვერ მივაღწევდი,“- განაცხადა ლიპარტელიანმა

ეთერ ლიპარტელიანმა საქართველოს დელეგაციას მე-3 ოქროს მედალი მოუპოვა. საერთო ჩათვლაში, ძიუდოისტების ანგარიშზე 3 ოქრო და 4 ბრინჯაოა.

ვულოცავ ჩემპიონობას,მზიას და ეთერის,მათ დაამტკიცეს რომ სუსტი სქესი არ არსებობს,მეტიც,ისინი დღეს ბევრ მამაკაცზე ძლიერნი აღმოჩნდნენ!!!