(არა) ინფორმირებულობა...

Day 2,786, 00:42 Published in Georgia Slovenia by Omiko Ejibia

ამგვარად გადავწყვიტე დამეწერა სტატია ნაკლებ ინფორმირებულობაზე ქვეყანაში. რას გულისხმობს ეს?
განვმარტავ, რომ ახალი მოთამაშეებისთვის ძალიან ძნელია იმის გაგება, მაგალითად სად და ვისთან უნდა იბრძოლონ, რატომ უნდა იბრძოლონ ან რატომ არ. აი მაგალითად გუშინ, სერბეთის ინსპირირებულ აფხაზეთის აჯანყებაში ახალბედათა დიდმა ნაწილმა საკმაოდ აქტიურად შეუტია (მათ შორის მეც, ჩემი ქ7 იარაღი [მოწყენილი სმაილი]) და თავიდან აჯანყებულები იგებდნენ კიდეც (8:2). დღეს როგორც ჩანს თურქებმა შეუტიეს.
მერე ჩატში გაირკვა რომ თურქებს ეს ტერიტორია ჩვენგან უქირავებიათ და ფულს იხდიან ყოველთვიურად (არ ვიცი რამდენად მართალია) და თუ აჯანყება გაიმარჯვებდა მოგვიწევდა, ასე ვთქვათ, ,,ჯარიმის'' გადახდა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯერ კიდევ არ არის სათანადო კავშირი მთავრობა/ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. განსაკუთრებით კი ეს ეხება საგარეო/საშინაო პოლიტიკის ინფორმაციულ ვაკუუმს, რომელიც რეალურად არსებობს...
არ ვიცი რამდენად ინიციატორულია, მაგრამ მინდა ხელისუფლებას შევთავაზო შემდეგი რამ, რომ შეიქმნას სამთავრობო/სახელმწიფო გაზეთი, რომელიც დაექვემდებარება განათლების სამინისტროს და რა თქმა უნდა გაზეთზე უფლებები მტავრობის მსგავსად უნდა იყოს გარდამავალი. ასეთ შემთხვევაში, მთავრობა მიაწვდის ხალხს იმ ინფორმაციას რომელიც დაკავშირებული იქნება ჩვენს ქვეყანასთან, მის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან.
რაღა თქმა უნდა ამ გაზეთში არ უნდა მოხვდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პირისა თუ ა.შ. პროპაგანდა-რეკლამირება. მასში შესული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და ეხებოდეს მხოლოდ კონკრეტულ საკითხს, რომელიც იმ მომენტში არის მნიშვნელოვანი. სასურველია ჰქონდეს განმარტებები ამა თუ იმბრძანების, მოთხოვნის ან სამთავრობო ქმედების.
ამ დროისთვის სულ ეს იყო!