Q1 სახლები : როგორ შეიძლება Q1 სახლით დამატებითი შემოსავლის მიღება?

Day 2,560, 06:58 Published in Georgia Spain by Giorgi Gelovani.

მოგესალმებით, ძვირფასო eქართველებო.

მინდა გასწავლოთ ერთი მარტივი ხერხი თუ როგორ იშოვოთ დამატებითი ფული, შეიძლება ბევრმა არ იცის, პირველ რიგში კი ეს კარგი დახმარება იქნება ახალბედათვის.

შესავალი
მოკლედ ყველამ კარგად ვიცით , რომ სამუშაო ადგილას მუშაობის შემდეგ, ქვევით ჩნდება წარწერა Work Overtime(დამატებითი სამუშაო).

დამატებითი მუშაობისთვის საჭიროა გქონდეთ Overtime points ე.წ. „ქულები“, უნდა იცოდეთ რომ, 24 „ქულა“=1 დამატებით მუშაობას.

როგორ გამოვიმუშავოთ „ქულები?
ქულების გამომუშავება ხდება სახლების საშუალებით(houses) , ყველა ხარისხის სახლს ერთი და იმავე ქულების რაოდენობის გამომუშავება შეუძლია. (კვირაში 180 ქულა ანუ დღეში 24 ქულა).ქულების ნახვა საწყობში შეგიძლიათ ,

გახსოვდეთ სახლს ვადა გასდის და მისი გამოყენების ვადა 1 კვირაა



ახლა რაც შეეხება მთავარ თემას
საქართელოს ბაზარზე სახლების ფასი 280 ლარით იწყება
http://www.erepublik.com/en/economy/market/168/4/1/citizen/0/price_asc/1

მაგალითად თქვენი ხელფასი, უდრის 50 ლარს დღეში.
საშემოსავლო 3%.

რას ვშვებით ჩვენ , ვყიდულობთ ქ1 სახლს , რომელიც მაგ. 280 ლარი ღირს , ვაგროვებთ ყოველდღე 24 „ქულას“ და დღეში 2x ხელფასს ვიღებთ(ფაქტიურად ვადავებთ), მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში ვიღებთ დღეში 97 ლარს(3ლარი საშემოსავლოა).

ვჩიომ ფიშკა
კვირის ბოლოსთვის გაწეული ხარჯები არც მეტი არც ნაკლები 280 ლარია, ხოლო შემოსავალი (50-50*3😵*7=350-10.5=339.5. წმინდა მოგება 339.5-280=59.5 ლარია.
ანუ ყოველ კვირა დამატებით 59.5 ლარის გამომუშავება შეგიძლიათ,რაც თვეში 1ოქროზე მეტია.
არამგონია ურიგო შემოსავალი იყოს, მითუმეტეს ახალბედასთვის.

გისურვებთ წარმატებულ მუშაობას და გამდიდრებას.

მადლობა ყურადღებისთვის.
კითხვები კომმენტარებში.

Vote , Subscribe და სასარგებლო რჩევისთვის მინიმალურ შემოწირულობებზე უარს არ ვიტყვი 😃 😃 😃