Free Georgian Movement – წესდება

Day 3,150, 02:27 Published in Georgia Australia by NO.ONE.
..........................................................................................წესდება...............................................................................................

1. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტია წარმოადგენს ესაქართველოს მოქალაქეების ნებაყოფლობით გაერთიანებას და მასში გაწევრიანება შეუძლია ესაქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ეთანხმება პარტიის წესდებას. პარტიის მიზანია ესაქართველოში დაიცვას ჭეშმარიტი დემოკრატია, მოქალაქეთა და საკუთარი ამომრჩევლების ინტერესები, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობაზე ზრუნვა, ესაქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალის ამაღლების ხედვის შემუშავება და მისი განხორციელება.

2. წევრთა საერთო კრება წარმოადგენს თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის ხელმძღვანელობის უმაღლეს ორგანოს. პარტიის ნებისმიერი წევრი ხელმძღვანელი პირების ჩათვლით ვალდებულია დაემორჩილოს წევრთა საერთო კრების მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის წევრთა საერთო კრების თავჯდომარე პარტიის პრეზიდენტია.

3. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის წევრთა საერთო კრება ახდენს პარტიის და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტებზე ერთიანი კანდიდატურის, ასევე კონგრესისთვის საარჩევნო სიის რიგითობის დამტკიცებას. კანდიდატურის წამოყენება შეუძლია პარტიის ნებისმიერ წევრს და მისი დამტკიცება ხდება ღია კენჭისყრით
3.1 თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის წევრებს მკაცრად ეკრძალებათ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ესაქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე, სხვის მიერ წამოყენების შემთხვევაში პარტიის წევრს უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს ან უარი.


4. სამხედრო დანაყოფი Mercy Brothers წარმოადგენს თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის შვილობილ ორგანიზაციას და მისი მეთაური ინიშნება თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის უხუცესთა საბჭოს წევრთა საერთო კრების მიერ.
4.1 თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის შვილობილ სამხედრო ქვედანაყოფში Mercy Brothers ემსოფლიოს ნებისმიერ წევრს შეუძლია გაწევრიანება, სამხედრო ქვედანაყოფში მყოფ წევრებს ევალებათ მისი წესდების დაცვა, პატივისცემა და მორჩილება.

5. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის წევრთა საერთო კრების ყრილობის დროს მიმდინარე კენჭისყრისას თუ ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება ხმების გაყოფის ან პარტიის წევრთა პოზიციების განსხვავების გამო, პარტიის პრეზიდენტი იტოვებს უფლებას მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
5.1 თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის საერთო კრების წევრი შეიძლება გახდეს ესაქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ირიცხება ესაქართველოს თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტის რიგებში, ეთანხმება თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის წესდებას.

6. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის წესდებაში შესწორებების შეტანა შესაძლებელია წევრთა საერთო კრების ხმების 2/3-ით.

7. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის ერთ-ერთი მიზანია პოლიტიკურ არენაზე ახალი სახეების გამოჩენა და აღზრდა. ამ მხრივ პარტიის ახალბედა და უხუცეს წევრს თანაბარი შესაძლებლობა და შანსი აქვს კონგრესის წევრთა სიის სათავეში მოექცეს ღია კენჭისყრით (პუნქტი 3).

8. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის აღმასრულებელ მხარეს პარტიის მეთაურობით წარმაოდგენს ვიცე-პრეზიდენტი, სპიკერი, გენერალური მდივანი და მრჩეველი.
8.1 ვიცე-პრეზიდენტი კურირებს მოთამაშეების მოზიდვის (რეკრუტინგის) სფეროს პარტიაში და სამხედრო დანაყოფში. პრეზიდენტის არყოფნისას ვიცე-პრეზიდენტი ასევე ასრულებს მის მოვალეობას;
8.2 გენერალური მდივანი კურირებს სხვა პარტიებთან ერთობლივი პროექტების შემუშავებას და ალიანსების ფორმირების საკითხს;
8.3 სპიკერი კურირებს პარტიის საჯარო განცხადებების გაზიარებას, საჯარო განხილვისთვის განკუთვნილი პარტიის პოლიტიკის ასპექტების გავრცელებას და ასევე არის პარტიული გაზეთის რედაქტორი;
8.4 მრჩეველი განაგებს პარტიის საერთო ფონდს და ფინანსებს, ასევე მის კომპეტენციაში შედის პარტიის ბიუჯეტის დეტალური აღწერა და დამტკიცებული პროექტების დაფინანსება საერთო ფონდიდან.

9. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება პარტიის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგნელებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია პარტიის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ.
9.1 თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის აღმასრულებელი რგოლის წევრს არ აქ განაცხადოს პარტიის მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაცია პარტიის პრეზიდენტის თანხმობის გარეშე.

10. თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება ნებისმიერ დროს დატოვოს პარტია.
10.1 თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის წევრი რომელიც ყიდის ან ცვლის საკუთარ აქაუნთს ვალდებულია შეატყობინოს აღმასრულებელი რგოლის ნებისმიერ წარმომადგენელს და მოხსნას კანდიდატურა თუ მონაწილეობს ესაქართველოს კონგრესის, პრეზიდენტობის და პარტიის პრეზიდენტობის არჩევნებში.
10.2 თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის დატოვებისას მოქალაქე ვალდებულია დატოვოს თავისუფალი ქართული მოძრაობის საარჩევნო სიით მოპოვებული კონგრესის მანდატი და პარტიის ხელმძღვანელობას გადასცეს სამხედრო ქვედანაყოფის Mercy Brothers მეთაურობა. პარტიის მრჩეველი ასევე ვალდებულია პარტიის პრეზიდენტს გადასცეს პარტიის ფონდის სახსრები სრული ოდენობით.
10.3 თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტიის აღმასრულებელი რგოლის წევრებს ღია კენჭისყრით შეუძლიათ სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურათ დატოვონ ქვედანაყოფის პირვანდელი მფლოფელი რომელმაც დატოვა თავისუფალი ქართული მოძრაობის პარტია.
10.4 დაუშვებელია პარტიის წევრების მიერ ყოფილი თანამებრძოლის საჯარო გაკიცხვა ან მისი დამცირება, თუ პარტიიდან წასვლისას მოქალაქემ პირნათლად შეასრულა ზედა პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.


წესდებაზე მუშაობდა: პავლიკა