EDP თავისი სიძლიერის მწვერვალზეა

Day 2,571, 18:32 Published in Georgia Georgia by CharlieArg




დღეს დიდი დღეა!

ფარ-ხმალი დავაყრევინეთ ოპოზიციას და აგერ თეთრი დროშებიც ააფრიალეს!

მინდა გაცნობოთ სასიხარულო ამბავი რომ EDP თავისი სიძლიერის მწვერვალზე იმპყოფება! არადა საიდან დავიწყეთ...

ერთი სტატიის კომენტარებს ირიბად და მყისიერად გადავავლე თვალი და ჩემდაგასაოცად აღმოვაჩინე რომ UGP ჩვენ ფილიალად გადაგვიქცევია! ჰოი საოცრებავ!!! ეს ერთ დროს 300 კაციანი პარტია რომელიც ქართულ პოლიტიკას აზანზარებდა ნელნელა და დაბეჯითებით, ანაკონდას სტილში მოვახრჩვეთ და დავიმორჩილეთ.

დიახ დიახ ალბათ ჩასწვდით ჩვენი სიძლიერის არს, ჯერ საქართველოს ნომერი პირველი პარტია ჩვენს ფილიალად გადავაქციეთ ახლა კი 49 % იანი (როგორც ისინი იძახიან) ოპოზიცია დავცით ზურგზე და ხელი ავაღებინეთ ყველაფერზე. ჩვენ ისინი ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში მოვაქციეთ რომ მათმა სათთუთმა გულებმა ვეღარ გაუძლეს და დანებდნენ! ამაში მდებარეობს ჩვენი სტრატეგია, მოახრჩე და იბატონე! თქვენ გონიათ ვოლფი UGP-ს კანდიდატია? ჰმმ ნურას უკაცრავად, ჩვენ დავრთეთ ნება UGP-ს რომ თავისი კანდიდატი წამოეყენებინა! მაინც 3 წლიანმა, უკაცრავად თვიანმა მართველობამ გვიბიძგა პოლიტიკური პაუზა აგვეღო და ჩვენი ფილიალისთვის გადაგვებარებინა სამთავრებო მაიმუნობები, ჩვენ კი ისევ ფარდის მიღმა გავაგრძელებთ მაკიაველური გეგმების შედგენას და პოტენციური მოწინააღმდეგის ძირშივე მიხრჩობას!

არადა მაინც რა უნდათ თქვენ გაიგეთ? მე ვერა... თუ გაიგეთ მითხარით.

EDP ვყოფილვართ რადიკალური უსაქმური მოთამაშეების პარტია, რომელიც ტერორში ამყოფებს UGP-ს და ჩაგრავს ოპოზიციას.

არ ჩავუღრმავდები მათ გულისამაჩუყებელ სტატიას და ეს არც პასუხია მათზე. ეს ეხება ახლებს და სიტუაციაში გაურკვეველ მოთამაშეებს.

EDP-ს წევრები, ისევე როგორც ბევრი UGP-ს წევრი, საქართველოს დაარსების დღიდან ვზრუნავთ საქართველოზე და ბევრ წარმატებებსაც მივაღწიეთ. დიახ შეხედეთ რუკას, თქვენ ხედავთ საქართველოს. იცით რამდენი ჩვენზე ძლიერი ქვეყანა ნატრობს ერთი რეგიონი მაინც რომ ქონდეს თავისუფალი?! კონგრესი 7 თვეა რაც გვაქ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად და უამრავ წარმატებას მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკაში და ძლიერ ქვეყნებს შორის შესანიშნავი ბალანსი დავიჭირეთ. ამის გამომჟღავნებაა ის რომ უკვე ჩვენ კი არ ვეხვეწებით ჩვენთან MPP(მეგობრობის და ურთიერთ დახმარების ხელშეკრულება) დადეთო, არამედ თვითონ გვთავაზობენ ამას ძლიერი ქვეყნები: (პოლონეთის პრეზიდენტმა ახლახანს შემოგვთავაზა და მათმა კონგრესმა 33-0 დიახ-ს მისცა ხმა, იგივე ქნა თურქეთმა 2 კვირის წინ, მათმა კონგრესმაც 33-0 დიახ მისცა) . რომ იცოდეთ ჩვენ ახალი დამატებულები რომ ვიყავით მაშინ ვეხვეწებოდით ყველას და ბევრი უარს აცხადებდა. როგორც ხედავთ უაღრესად გავზარდეთ საქართველოს რეპუტაცია ემსოფლიოში. შევედით ალიანსში რომლის წევრ ქვეყნებს ვეხმარებით და წარმატებით მოვაგერიებინეთ 2 თავდასხმა შვეიცარიას ახლახანს, აღარ დავწერ სხვა ალიანსის წევრებისთვის რამდენი გვიბრძოლია. მათ შორის ბევრი ოპოზიციონერი იყო ოღონდ ეს ადრე და არა შვეიცარიის ომში. ჩვენმა მთავრობამ წარმატებით დაგეგმა და განახორციელა ახალი ზელანდიის დაპყრობა. ანუ საგარეო პოლიტიკა ხუთიანზე მიგვყავს. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თავდაცვის სამინისტრო და გავხადეთ იგი ორგანიზებული. ჩვენ შევქმენით კრედიტების პროგრამა. შევქმენით კადეტების დანაყოფი სადაც ახალ მოთამაშეებს უანგაროდ ვზრდიდით და ოპოზიციის ბოღმამ იგი დაშლის პირას მიიყვანა. მოვაწყეთ უამრავი ბები ბუმი რათა საქართველოს მოსახლეობა ყოფილიყო უფრო მრავალრიცხოვანი ( ბევრი ჩვენი "მოწინააღმდეგე" ჩვენი შემოყვანილია ამ თამაშში). გავაკეთეთ საქართველოს მოსახლეობის აღწერა რამაც საშუალება მოგვცა მისი ბრძოლისუნარიანობა შეგვეფასებინა. შევქმენით UND რათა ჩვენი მოქალაქეები ინფორმირებული ყოფილიყვნენ საერთაშორისო მოვლენებზე. შევქმენით პრესცენტრი რისი საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს ვატყობინებდით კვირეულად მთავრობის მოქმედებებს, შედეგს და გეგმებს. და კიდევ უამრავი რამ რაც მყისიერად არ მომივიდა თავში. გვქონდა ჩავარდნებიც: განათლების სამინისტრომ ბოლო დროს ჩაიძინა და ჩაყვინთა, იმედია ამოყვინთავს.

ანუ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია რომ საქართველოსთვის ევნოს ჩვენს გადაწყვეტილებას.
ხოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნათქვამია რომ გუნდი რომელიც იგებს არ ცვლიანო, ხოდა ჩვენი ემოსახლეობა საკმაოდ ჭკვიანია და ხედავს რამდენ საქმეს ვაკეთებთ საქართველოსთვის და ხმას გვაძლევენ ჩვენ. ამაზე დაბოღმილი ზოგი ვაი ოპოზიციონერი, რომელებიც თავიანთ თავს ესაქართველოზე მაღლა აყენებენ, გამოგვიხტნენ და ვინაიდან არაფერი არგუმენტი არ ქონდათ დაგვიწყეს ლაფის სროლა, დემაგოგია და უსაფუძვლო კრიტიკა, ზოგმა ჩვენი ახალბედა თანაპარტიელების მოტყუება დაიწყო და გადაბირება სცადა. არცევნებზე ხომ სულ ალტერებით არიან და სულ 5-10 ხმა უუქმდებათ როცა ჩვენი შედეგი თითქმის უცვლელი რჩებახოლმე. ისინი დემაგოგიის ყველა ზღვარს გასცდნენ და ყველაფრისთის მზად იყვნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად, ისეთი ალიანსის შექმნისთვისაც კი სადაც მოთამაშეები ერთმანეთს ვერ იტანენ. შეიქმნა საფრთხე რომ ახალი მოთამაშეები არ გაებრიყვებინათ, ამის საწინააღმდეგოდ ჩვენმა კოალიციამ დაიწყო მოქმედება სუფთად. ვამხილეთ ისინი ტყუილში და ხალხს გავაცანით ჩვენი ღვაწლი და ის რასაც ჩუმად ვაკეთებდით საქართველოსთვის იძულებული გაგვხადეს ხმამაღლა გვეთქვა რომ აი დღეს ეს გავაკეთე, გუშინ ის. ეს ყველაფერი ანუ სიმართლის თქმა, ვერ მოითმინეს მათმა ბელადებმა და მიიღეს არასახელმწიფროებრივი გადაწყვეტილება: აღარ ვიბრძოლებთ თქვენს მითითებულ ბრძოლებშიო და თავდაცვის სამინისტროს აღარ ვემორჩილებითო. ჯერ ხო ისედაც არ ომობდნენ მოკავშირეებისთვის და ეხლა საქართველოსთვისაც აღარ აპირებენ ომს. მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ ბევრი ღირსეული მოთამაშეა ოპოზიციაში და ამ სისაძაგლეში გახვია ერთი მოთამაშის ხუშტურებმა რომელიც ნერვებს ვერ თოკავს როგორც ბევრჯერ გამოჩნდა და ამ თამაშს რეალურ ცხოვრებად აღიქვამს. ჯერ ხომ როგორც ისინი ამბობენ არაფერს არ წარმოადგენს ამ მომენტში , უბრალო წევრია პარტიის მარა მთელი პარტია მის ხუშტურებს ემორჩილება. იმისდამიუხედავად რომ ბევრი არ ეთანხმება. რაც მიანიშნებს რომ სინამდვილეში ეს პარტია ერთი კაცისაა და როგორც ის იტყვის ისე იქნება დანარჩენი ყველაფერი კი მასკარადაა. ძალიან საინტერესოა ბოიკოტის არასახელმწიფროებრივი იდეა მათი პარტიის ცოტა უცნობ წევრს რომ გაეჟღერებინა თუ იგივე რეაქცია მოყვებოდა, რაღაც არა მგონია...
ისეთ წნეხში ყავს მოქცეული თავისი პარტიელები რომ თავიანთი აზრები თავისუფლად ვერ გამოუთქვიათ, 2 დღის წინ ერთ ერთმა, ჩვენს მიმართ პოზიტიურად დაწერილი კომენტარები სასწრაფოდ წაშალა მისი შიშით... ბევრი კი ვერ ეუბნება "არას" როცა ისინი არ არიან თანახმა მის ხუშტურთან.

მოკლედ რომ იცოდეთ ჩვენს პარტიას და ჩვენს კოალიციას თანამშრომლობაზე უარი არავისთვის უთქვია არასროს. და ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება მონდომებული მოქალაქეებისთვის რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი. მოდით და გაგვიზიარეთ თქვენი იდეა, გვითხარით თუ რამე არ მოგწონთ და ისიც თუ რატომ, ჩვენ ვართ საკმაოდ გონებაგახსნილები ახალი იდეების მიმართ და ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა ჩვენ ყოველთვის ხელგაშლილი შევხვდებით.
ასე რომ აირჩიეთ რომელ მხარეს გინდათ ყოფნა: საქართველოს მხარეს თუ საქართველოს წინააღმდეგ და ერთი კაცის ხუშტურების აყოლა, რომელმაც ჩაიდინა უპატიებელი არასახელმწიფოებრივი საქციელი და სცადა საქართველოს ძალების დაყოფა. რითაც ის ცდილობს დაასუსტოს საქართველოს სამხედრო პოტენციალი. თუმცა ვიცი ბევრი გონებაგახსნილი ადამიანია ოპოზიციაში და მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. პირადად მასთან ჩემი პარტია აღარასდროს ითანამშრომლებს. რადგან მისი საქციელი ჩვენს წინააღმდეგ კი არა სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ როგორც ვთქვი მზადყოფნას ვაცხადებთ ვითანამშრომლოთ გონებაგახსნილ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოთამაშეებთან. ხოლო მათთან არანაირი თანამშრომლობა არ იქნება ვინ ცდილობს სახელმწიფო დააშანტაჟოს!

ვინც მას ეთანხმებით კიდევ, ჰმმ... წადით შორს წადით იქნებ სულაც გადაგვავიწყდეთ!