[UGP] წინასაარჩევნო სტატია !!!

Day 3,136, 07:58 Published in Georgia Georgia by CharlieArg

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას,
მინდა გითხრათ, რომ შიდა პარტიული დაძაბულობის დრო დამთავრდა, დავმშვიდდით და უკვე აქტიურად ვემზადებით კონგრესის არჩევნებისთვის.
ამ არჩევნებზე ჩვენი მიზანი რაღათქმაუნდა გამარჯვება და რაც შეიძლება მეტი მანდატის მოპოვება იქნება. ბოლო დროს პარტია მიძინებული იყო და პარტიის არჩევნებზე შექმნილმა სიტუაციამ ყველა ცოტათი გამოგვაფხიზლა. ჩვენ ნელ-ნელა ვუბრუნდებით პოლიტიკურ ცხოვრებას და შევეცდებით უფრო აქტიურად ჩავერთოთ ქვეყნის მართვაში.
UGP-ს პრეზიდენტმა Tomm Hagen-მა შემდეგი კონგრესის არჩევნებზე შემდეგი კანდიდატები გამოიყვანა. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი ძალიან გამოცდილი და სტაჟიანი მოთამაშეა, მათ მრავალჯერ ეჭირათ ქვეყნის წამყვანი თანამდებობა და უმეტესობა მრავალგზის კონგრესმენია.
1.Barkly
2.CharlieArg
3.Kolmeurne
4.Dan Sparrow
5.Tomm Hagen
6.Pridestalker
7.Besman
8.Georgian-qartveli
9.Mr.Shamo
10.GeoHeartX

ჩვენი მიზანი იქნება კონგრესმენების პირდაპირ კონტაქტზე ყოფნა პრეზიდენტთან და მთავრობასთან, რათა დროულად მოხდეს საჭირო კანონპროექტების გატანა. პარტიიდან მინიმუმ ერთი წევრი ყოველთვის იქნება ონლაინში, რათა არ მოხდეს დროის ფუჭი კარგვა და საჭირო კანონის დაგვიანებით გამოტანა(როგორც ეს ხშირად ხდება).

შეჯამებისთვის

ჩვენ ვართ ერთ-ერთი უძველესი პარტია, რომელიც მუდამ ქმნიდა ამინდს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზრუნავდა საქართველოს განვითარებასა და გაძლიერებაზე. პარტიის წევრები ბევრს ვშრომობთ ქვეყნისთვის და დიდი წვლილი გვაქვს და გვინდა უფრო მეტი შევიტანოთ მის წინსვლაში.



ახალბედებო ! ! !

ახალბედებს ვისაც გსურთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა და ქვეყნის პროგრესირებაში მონაწილეობა, შემოგვიერთდით ! ! ! UGP-ს გამოცდილი კადრები შეგასწავლით თამაშის პოლიტიკურ ნიუანსებს, ქვეყნის შიდა სამზარეულოს, მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენს მეგობრებსა თუ მტრებზე, ჩაგრთავთ პარტიის მართვაში და წარმატების შემთხვევაში წარგადგენთ შემდეგი თვის კონგრესის არჩევნებზე.

შემოგვიერთდით

ძალა ერთობაშია ! ! !

United we stand, divided we fall !

გენერალური მდივანი: CharlieArg a.k.a. NikaGogola