[RPG] - ისრაელი ინ აქტიონ

Day 2,930, 03:22 Published in Georgia Romania by ubralo me


სალამი ექართველებო

ისრაელის დაპყრობასთან დაკავშირებით გეტყვით ამ სტატიაში ერთი-ორი სიტყვით.
მოკლედ ხელშეკრულების თანახმად:
-საქართველო წაშლის რუქიდან ისრაელს და შეინარჩუნებს 3 რეგიონს (Nazareth,Haifa,Tel Aviv)
-ისრაელი განმანთავისუფლებელი ბრძოლით დაიბრუნებს 2 რეგიონს და შეინარჩუნებს მათ (Jerusalem & Beerseba)
-საქართველო გადაიხდის ქირას 25,000 ის ოდენობით და დააბრუნებს რეგიონებიდან მიღებულ შემოსავალს .
-გადახდის დღეებია 1-ლი,მე-2 ან მე-3 რიცხვი ყოველი თვისა. ამ წესის დარღვევა გამოიწვევს თავდაუსხმელობის პაქტის გაუქმებას ან საქართველოს დაჯარიმებას,მეორე მხარეს აქვს არჩევანის უფლება.(ჯარიმა არ უნდა შეადგენდეს 50%-ზე მეტს ქირის გადასახადისა)
-თუ საქართველო დაკარგავს რომელიმე რეგიონს , გამოაცხადებს ne-ს ისრაელზე და დაიბრუნებს მათ, თუ პირიქით მოხდება , ისრაელი დაიბრუნებს რეგიონს განმათავისუფლებელი ბრძოლით .
-ორივე ქვეყანა თანხმდება,რომ არ დაესხან თავს ერთმანეთს და არ დაუწესონ Co ერთმანეთის საწინააღმდეგონ.

-ნებისმიერი საზიანო ქმედება ისრაელის მიმართს საქართველოს მოკავშირე ქვეყნებისგან , საქართველოს ინტერესების შეურაცხყოფას და მის საშინაო საქმეში ჩარევას ნიშნავს.
-ნებისმიერი თავდასხმა მე-3 მხრის მხრიდან,რომელიც არ არის საქართველოს მოკავშირე, ნიშნავს საქართველოზე თავდასხმას

ეხლა მოდი ამ ხელშეკრულების ეკონომიკურ აქტს შევეხოთ. 1-ლ დღეს საქართველომ ისრაელის დახმარებით 141.20 გამოიმუშავა. მე-2 დღეს 163,86. პირველ დღესთან შედარებით 16%-ით მეტი მოგება ვნახეთ. მე-3 დღეს 278,72. ეს არის პირველ დღესთან შედარებით დაახლოებით 97%-ით მეტი მოგება. და ამავდროულად მე-3 დღესთან შედარებით 70%-ით მეტი მოგება გვხვდება. ეს პროცენტულობა ყოველდღიურად მატულობს. 324,35 , 333,53 , 351,99 და 442,27. როგორც ხედავთ ჩვენი ეკონომიკა იზრდება ისრაელის ხარჯზე.
მაგრამ...

მოდი ეხლა გამოვითვალოთ რამდენი დაგვრჩება მოგება ან ზარალი ისრაელისთვის ქირის გადახდის შემდეგ. ბოლო მონაცემებით მოგება 442,27 ელარი იყო. პირველი მონაცემი 141,20. მოდი გამოვიანგარიშოთ საშუალოდ 7 დღეში რამდენი მოგვება გვაქ.
(141,20+163,86+278,72+324,35+333,53+351,99+442,27)/7=2036,07/7=290,86
ეს არის პირველი 7 დღის საშუალო და როგორც ვხედავთ ისრაელიდან შემოსავალი ყოველდღიურად იზრდება. მოდი ჯერ-ჯერობით ამ ციფრს დავეყრდნოთ და გამოვითვალოთ თუ რამდენ ხანში დავფარავთ 25 000 ელარს ხარკის დასაფარად. თუ ვიფიქრებთ რომ ყოველდღე 290,86 ლარს ვიმუშავებთ მაშინ ერთი თვის გადასახადის დასაფარად დაგვჭირდება 86 დღე მუშაობა, მაგრამ თუ ჩავთვლით რომ 442,27 ლარს არ ჩამოვაცილებთ მაშინ 59 დღე დაგვჭირდება მუშაობა რომ გადავიხადოთ ერთი თვის ხარკი. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ საჭიროა წარმოების გაზრდა მინიმუმ 833 ელარამდე რათა წაგებაში არ დავრჩეთ. ჯერ-ჯერობით ისრაელს ფულს ვუხდით უბრალოდ მიწების გამო. ჩვენ ამ მიწებით მოგებას ვერ ვნახულობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ გვინდა რომ ისრაელსი დაპყრობილი ტერიტორიებით ზარალის ნაცვლად მოგებაზე გავიდეთ 442,27 ელარი კი არა მინიმუმ 833 ელარი უნდა იყოს შემოსავალი.

ეს სურათი ისე საჩვენებლად 🙂

მადლობა ყურადღებისთვის
🙂