[NFG] - შემოგვიერთდით! ერთად უკეთესი E-საქართველოსთვის!

Day 2,757, 09:52 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

საქართველოს ეროვნული ფრონტი
National Front of Georgia



საქართველოს ეროვნული ფრონტი უბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენი გუნდი აცნობიერებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და იწყებს აქტიურ მუშაობას ქვეყნის განვითარებისათვის.
ჩვენი აზრით, ქვეყანაში შემცირდა აქტიური მოთამაშეების რაოდენობა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნის სამომავლო წინსვლისთვის.
კვლავ დაპაუზებულია ეკონომიკური განვითარება.
ქვეყნის სამხედრო პოტენციალი ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე გამოწვევებს.
აღარ არსებობს ერთიანი MU

ასევე ავღნიშნავთ დადებით ცვლილებებს:
შეიქმნა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები ახალბედებისათვის.
შეიქმნა კადეტების MU
აქტიურად მიმდინარეობს სამთავრობო კაბინეტის მოდელირება და გააქტიურება.

National Front of Georgia მოუწოდებს E-საქართველოს მოქალაქეებსა თუ პარტიის ყოფილ წევრებს, შემოუერთდნენ ახალ ძლიერ პოლიტიკურ ძალას E-საქართველოში.

ჩვენი გუნდი პრინციპებია:
არა ურა–პატრიოტიმს, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს!
ჩვენ არ დავიწყებთ უაზრო კრიტიკას, ჩვენ ვიქნებით E-საქართველოს სამსახურში და ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს.
ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის პრინციპების დამცველი!

მადლობა, ყველას ვინც ქმნიდა და ქმნის საქართველოს ეროვნულ ფრონტს

E-საქართველოს მოქალაქეებო:
თუ თქვენ გსურთ იყოთ ინოვაციებზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ წევრების განვითარებაზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ ეროვნული ღირსებით აღჭურვილი პარტიის წევრი

მაშინ შემოგვიერთდით! ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი E-საქართველოსთვის!




National Front of Georgia