[NFG] - ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი E-საქართველოსთვის

Day 2,651, 01:26 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

საქართველოს ეროვნული ფრონტი
National Front of Georgia


მეგობრებო, National Front of Georgia მონაწილეობას იღებს 25 თებერვლის კონგრესის არჩევნებში, ჩვენ წარმოდგენილი გვყავს ამჯერად 8 კანდიდატი (რომელთა რაოდენობაც გაიზრდება). თითოეული მათგანი არის აქტიური, ძლიერი მოთამაშე. ისინი ყოველდღე მუშაობენ იმისათვის, რომ განვითარდნენ და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ კონგრესში საქმიანობას.

კონგრესის არჩევნებზე წარმოდგენილი კანდიდატები გადიან პარტიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
online სასწავლო პროგრამა მიმართულია, პარტიის პოლიტიკური ხედვებისა და დისციპლინური მუშაობის მაქსიმალურად გამყარებისთვის.


E-საქართველოს მოქალაქეებო, მეგობრებო რომლებსაც გსურთ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი და წარმატებული, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო არენაზე, მხარი დაუწირეთ National Front of Georgia-ს

ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი E-საქართველოსთვის



NFG-ს პროგრამა:

◙ NFG აქტიურად იმუშავებს საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეების ფინანსური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, რათა დაიწიოს გადასახადები და E-საქართველოში მომგებიანი გახდეს წარმოება.
◙ NFG იმუშავებს იმისათვის, რათა გაიზარდოს E-საქართველოს აქტიურ მოქალაქეთა რაოდენობა, მათ მიიღონ საფუძვლიანი განათლება და შეძლონ ეფექტური განვითარება.
◙ NFG–ს წარმომადგენლები იზრუნებენ იმისათვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფო ინტერესები და ღირსება საერთაშორისო არენაზე.
◙ NFG დაიწყებს ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების განვითარებას და გააქტიურებას.
◙ NFG იზრუნებს, რომ თითოეული ახალი მოქალაქეე უზრუნველყოფილი იყოს საკვებითა და იარაღით.
◙ NFG აქტიურად იმუშავებს E-საქართველოს სამხედრო უპირატესობის მოპოვებისთვის.





რიგდება 1000 Q1 საკვები


საკვებს მიიღებენ National Front of Georgia-ს წევრები

ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ერთად ვიბრძოლებთ უკეთესი E-საქართველოსთვის!

საკვების მისაღებად კომენტარებში დაწერეთ:
"გაუმარჯოს საქართველოს ეროვნულ ფრონტს! (copy+paste)



E-საქართველოს მოქალაქეებო:
თუ თქვენ გსურთ იყოთ ინოვაციებზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ წევრების განვითარებაზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ ეროვნული ღირსებით აღჭურვილი პარტიის წევრი
მაშინ შემოგვიერთდით! ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი E-საქართველოსთვის!

25 თებერვალს ხმა მიეცით National Front of Georgia-ს

ამ მუსიკის ფონზე ჩვენ გავიმარჯვებთ!




National Front of Georgia