[NFG] - მიმართვა E-საქართველოს მოქალაქეებს

Day 2,646, 06:21 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

საქართველოს ეროვნული ფრონტი
National Front of Georgia


საქართველოს ეროვნული ფრონტი არის ახალი პოლიტიკური გაერთიანება E-საქართველოში, რომელიც აერთიანებს პატრიოტული სულისკვეთების მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ქვეყნის სიძლიერე, სურთ ძლიერი სახელმწიფო, ამაყად მდგომი და განვითარებული E-საქართველო.

ჩვენს მიზნებია:
=> NFG გახდეს მრავალრიცხოვანი, რომლის თითოეული წევრი იქნება იმ დიდი გუნდის წარმომადგენელი, რომლის წევრებიც ერთად იბრძვიან, ერთად თამაშობენ, ერთმანეთს ეხმარებიან განვითარებაში..! პარტია ზრუნავს თითოეულ წევრზე, რათა იყვნენ საამაყო და ძლიერი მოთამაშები E-საქართველოში.
=> NFG გახდეს მყარი, დისციპლინირებული და ორგანიზებული პოლიტიკური გაერთიანება.
=> NFმ გააერთიანოს თითოეული პატრიოტი მოთამაშე და რაც მთავარია ეს დიდი გუნდი მოვიდეს E-საქართველოს ხელისუფლებაში. ავიღოთ ეს დიდი ტვირთი და შევძლოთ საქართველოს უსწრაფესი განვითარება. ეს მხოლოდ NFG–ს მმართველობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რადგან პარტიას აქვს შესაძლებლობა მკაცრი, დისციპლინირებული და გუნდური მუშაობით საქართველო გახადოს ერთ–ერთი წამყვანი სახელმწიფო!
=> NFG–მ გაზარდოს ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც იქნებიან NFG-ს წევრები და ამაყად დაიცავენ პარტიისა და ქვეყნის ერთობლივი ინტერესებს და იბრძოლებენ ერთად იბრძოლებენ უკეთესი E-საქართველოსთვის!

NFG-ს პროგრამა:

◙ ბოლომდე ჩამოყალიბდება პარტიის ყველა სამსახური
◙ გაძლიერდება პარტიის საგანმანათლებლო სისტემა. მოეწყობა პარტიული ტრენინგები და შეიქმნება პარტიის სასწავლო სისტემა.
◙ უზრუნველყოფილი იქნება პარტიის ახალბედა მოთამაშეები შესაბამისი რესურსებით
◙ ჩამოყალიბდება პარტიის ეკონომიკური საბჭო, რომელიც იზრუნებს პარტიის ფინანსური უსაფრთხოებისათვის.
◙ ჩამოყალიბდება პარტიის სამხედრო საბჭო, რომელიც იზრუნებს პარტიის ძლიერი მეომრების აღსაზრდელად.
◙ გაძლიერდება NFG-ს სპიკერის სამსახური.
◙ პარტია აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყნის "ეროვნული ფრონტის" სახელის ქვეშ მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებთან.
◙ პარტია ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც სურს ამაყად იდგეს პარტიის გვერდით და მისი სტრუქტურისა და პოლიტიკური ხედვების გათვალისწინებით იბრძოლოს უკეთესი E-საქართველოსთვის!

პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და დამფუძნებლის გადაწყვეტილებით პარტიის მუდმივ ლიდერად ცხადდება Tengiz I

ამავე დროს, პარტიის თითოეული წევრი უზრუნველყოფილი იქნება მსგავსი და სხვა პროფაილ ფოტოებით...



დღეს კი პარტიის მუდმივი ლიდერის Tengiz I-ის არჩევის აღსანიშნავად რიგდება საკვები

საკვებს მიიღებენ National Front of Georgia-სა და Georgian Democrats-ის წევრები

ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ერთად ვიბრძოლებთ უკეთესი E-საქართველოსთვის!

საკვების მისაღებად კომენტარებში დაწერეთ:
"გაუმარჯოს საქართველოს ეროვნულ ფრონტს! (copy+paste)

თქვენ მიიღებთ 500 ქ1 საკვებს.

E-საქართველოს მოქალაქეებო:
თუ თქვენ გსურთ იყოთ ინოვაციებზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ წევრების განვითარებაზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ ეროვნული ღირსებით აღჭურვილი პარტიის წევრი
მაშინ შემოგვიერთდით! ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი E-საქართველოსთვის!




National Front of Georgia