[NFG] - ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები!

Day 2,784, 05:24 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

საქართველოს ეროვნული ფრონტი
National Front of Georgia



დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია.
მოგიწოდებთ ხმა მისცეთ ყველაზე ძლიერ, მეგობრულ და ერთიან პოლიტიკურ გაერთიანების კანდიდატს >>> G.N. Soldier

ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა E-საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს პოლიტიკურ რუკაზე. გვსურს ერთიანი ძალით ვიმუშაოთ უკეთესი საქართველოსთვის და არ გვინდა ვირტუალურ სივრცეშიც დაშლილი იყოს საქართველო.

ჩვენ გვსურს ღირსეული არჩევნების გზით მივაღწიოთ გამარჯვებას და განვახორციელოთ ის რეფორმები, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქართულ სახელმწიფოს.

დღეს არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდად და დემოკრატიულ ფორმებში მიმდინარეობდა ის, დაფიქსირდა დარღვევები ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან.
რესპუბლიკური პარტიის ვიცე–პრეზიდენტი "გვანგვალა" (ზუსტად არ მახსოვს როგორ უწერია სახელი) სპამავს და ცდილობს ჩვენი პარტიის წევრების მოსწყიდვას Jimmy Levi-ს სასარგებლოდ. ეს არის უნამუსობა და უღირსი საქციელი.


ბატონებო თქვენ რაღაც გეშლებათ!
ეს არის "საქართველოს ეროვნული ფრონტი" და ნომერ პირველი პარტია საქართველოში!
ეს არის ღირსეული და მოტივირებული ბიჭებისგან შემდგარი პოლიტიკური გაერთიანება!
მოღალატეები, 200 ქ2 პურზე და 30 ლარზე გამყიდველები აქ არ არიან!

დილით არჩევნებამდე ფბ–გვერდზე გამოვაქვეყნე პოსტი სადაც თანაბრად წარმოვაჩინე არჩევნებში მონაწილე მხარეების პოზიციები და არ ვიყავი მიკერძოებული. მოგიწოდებთ, რომ ღირსეულად მოიქცეთ და შეწყვიტოთ მსგავსი ბავშვური საქციელები.

დღეს ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგეებს თავზე დაყრილი ნაცარი დარჩებათ, რადგან ერთიანი საქართველოს იდეით ჩვენ გავიმარჯვებთ!


E-საქართველოს მოქალაქეებო:
თუ თქვენ გსურთ იყოთ ინოვაციებზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ წევრების განვითარებაზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ ეროვნული ღირსებით აღჭურვილი პარტიის წევრი

მაშინ შემოგვიერთდით! ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი E-საქართველოსთვის!


National Front of Georgia