სამხედრო შენაერთი N7 [Ge/En]

Day 2,577, 13:46 Published in Georgia Georgia by CharlieArg








მოგესალმებით.

ბევრი თქვენგანი კარგად მიცნობს, ვინც არ მიცნობს N7-ის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან. აქამდე პოლიტიკაში აქტიურად ვიყავი ჩართული, ეხლა კი გადავწყვიტე პაუზა ავიღო. თუნგოზავრმა შემომთავაზა N7-ის მეთაურის პოსტი რათა უფრო აქტიური გავხადო ეს სამხედრო დანაყოფი. მეც მივიღე ეს ახალი გამოწვევა და მზად ვარ მთელი ენერგია მოვახმარო ჩვენს სამხედრო დანაყოფს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვისაც არ წაგიკითხიათ შემოგთავაზებთ ამ სტატიას წასაკითხად ლეგენდა სახელად N7!

ვეცდები გრძელი სიტყვა მოკლედ ვთქვა, მოკლედ:

ეს სამხედრო დანაყოფი არასდროს ყოფილა პოლიტიკური და არც არასდროს იქნება. წინა განაცხადი ვითომ ამ დანაყოფის გაპოლიტიკურებასთან დაკავშირებით იყო ხუმრობა ოპოზიციის გასაბრაზებლად. შეგიძლიათ ნახოთ რომ სხვა პარტიის წევრებიც არიან ჩვენთან და უპარტიოებიც და არავინ გაგვიგდია აქედან ამის გამო. აქ არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია და არც არასდროს იქნება. ჩვენი MU-ს ყველა წევრი თავისუფალია ქნას რაც უნდა მაგრამ როცა საქმე ბრძოლას შეეხება ჩვენ ყოველთვის ერთად ვიბრძოლებთ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
მაშ ასე ჩვენი დანაყოფი როგორც ვთქვი ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ჩვენ ვართ საქართველოს ელიტარული სამხედრო დანაყოფი მისი დაარსების დღიდან და ჩვენი მიზანია:

1) საქართველოს დაცვა და მის ბრძოლებში აქტიური ჩართვა (დაპყრობით თუ თავდაცვით ომებში)
2) მოკავშირეების დახმარება

ამ მიზანს ჩვენ დღემდე შესანიშნავად გავართვით თავი და ასე გაგრძელდება მომავალშიც!
ჩვენ არ ვართ სახელმწიფო დანაყოფი ვინაიდან არ ვართ ფინანსირებული მთავრობის მხრიდან და არც ისინი ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, მაგრამ ჩვენი სამხედრო დანაყოფი ემორჩილება საქართველოს მთავრობას რომელი პოლიტიკური პარტიიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი და ყოველთვის შეასრულებს თავდაცვის სამინისტროს მითითებებს.





რაც შეეხება ამ დანაყოფში მოხვედრის წესებს, როგორც ვთქვი ჩვენ ელიტალური დანაყოფი გვინდა დავრჩეთ რათა ეფექტურად ჩავერთოთ საბრძოლო მოქმედებებში, ახლებისთვის ბევრი სამხედრო შენაერთი არსებობს საქართველოში სადაც ეხმარებიან მათ, ამიტომ მათ ვურჩევთ სანამ თამაშში გაერკვევიან სხვა სამხედრო დანაყოფებს შეუერთდნენ. ჩვენ ვეძებთ შედარებით გამოცდილ მეომრებს. სასურველია ძალა მინიმუმ 3 000-ზე მაღლა გქონდეთ მაგრამ გამონაკლისი ყოველთვის დაიშვება თუ ძაან მოტივირებული და აქტიური ხართ. ვისაც არ უნდა შემოსვლა, არავის ვაძალებთ. ჩვენთან ვინც მოდის თავისი ნებით მოდის. მსურველები დამიკავშირდით მე ან რომელიმე მეორე მეთაურს.





ჩვენ არც ერთ MU-ს კონკურენციას არ ვუკეთებთ საქართველოში. თუ ვინმე ჩვენზე მეტ დემიჯს დადებს მით უკეთესი, ეს ნიშნავს რომ საქართველო ძლიერდება. პირიქით სურვილის შემთხვევაში, ჩვენი MU მზად არის ითანამშროლოს სხვა MU-ებთან და მაგალითად ერთობლივი წვრთნები ჩავატაროთ ან სხვა ესეთი ღონისძიებები.





რაც შეეხება ჩვენს წევრებს, ვერ დაგპირდებით რომ საჭმლის და იარაღის დარიგება იქნებახოლმე რადგან ამის რესურსი მე პირადად არ გამაჩნია და უმეტესი თქვენგანს თავისი თავის პატრონობა მარტოც შეუძლია, მაგრამ თუ ვინმეს მართლა გაგიჭირდათ და დაგჭირდათ დახმარება, არ მოგერიდოთ და შემეხმიანეთ მე ან სხვა ჩვენი დანაყოფის წევრებს და ყოველთვის დაგეხმარებით, უარი არასდროს არ გვითქვია. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: "ერთი თხილის გული ცხრა N7-ელმა გაიყოო."





ასევე მსურს მოგიწოდოთ ყველა წევრს შეწიროთ რეგულარულად თანხა ჩვენს დანაყოფს და მე გპირდებით რომ მხოლოდ საქართველოს ომში იქნება გამოყენებული და ისიც უკიდურეს შემთხვევაში. ( რა იცით იქნებ ერთ დღეს მოსკოვზე გავილაშქროთ...) არ გთხოვთ 1000 ლარის შემოწირვას, მაგრამ რამდენიც შეგიძლიათ 5, 10, 20 ლარი არ შეგემჩნევათ მაგრამ ხშირად და რეგულარულად თუ ვიზავთ, ბევრ თანხას დავაგროვებთ და დიდად დავეხმარებით ჩვენს სამშობლოს.





რაც შეეხება სამხედრო ფორმას. ყველას ჩვენი შეკერილი ტანსაცმელი გვეცვა დღემდე. შევეცადე შემექმნა ერთი მოდელი რომელსაც უმეტესობა ჩავიცმევთ და რომლის საშუალებითაც ადვილად გვიცნობენ. არავის ვაძალებ ამის ჩაცმას იქნებ არ მოგწონთ კიდეც ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ გამომიგზავნეთ თქვენი პროფილის სურათი და მე გაგიკეთებთ სამხედრო უნიფორმას.

რატომ უნდა ჩავიცვათ უნიფორმა?
- იმიტომ რომ ვართ ელიტალური სამხედრო შენაერთის წევრები და ჩვენი ფორმა უნდა გვეცვას
- ადვილად გვიცნობენ სხვა დანაყოფის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები
- პოპულარიზაციას გავუწევთ ჩვენს სამხედრო შენაერთს
- გვექნება სასიამოვნო შეგრძნება რომ ძლიერ სამხედრო დანაყოფს ვეკუთვნით

ჩვენი სამხედრო ფორმა იხილეთ აქ



ასე რომ სასურველია ჩაიცვათ ფორმა




English version for our foreign brothers:

I will be quick:

This MU is apolitical.
Our goals are:
1) fight for Georgia
2) fight for our allies

If you want endorse some money to our MU, you are welcome even if it is 5 cc. all money will be spend in CO for Georgia if one day we have problems with someone.

If you want to wear our uniform, send me your picture and I'll do the rest.

Good wishes!




pic dedicated to xSteviex