ახალი ერა N°: 2

Day 2,590, 06:52 Published in Georgia Georgia by CharlieArg





ამ თემას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ყველა მხრიდან. შეგახსენებთ საუბარი იყო ხელისუფლების გადანაწილებაზე და ერთიანი MU-ს შექმნაზე.
პოლიტიკურ მხარეს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. გთავაზობთ მაშინ ოპოზიციურმა პარტიებმა წარმოადგინონ ახლა თავიანთი ხედვა თუ სხვა უკეთესი რამე შეიძლება იქნეს გაკეთებული. მანამდე კი როგორც მივხვდი უმეტესობა დადებითად შეხვდა ერთიანი სამხედრო დანაყოფის შექმნას.

თუმცა შიდა განხილვისას ზოგმა გამოსთქვა აზრი რომ ერთიანი MU იქნებოდა მოუქნელი და ასე ვთქვათ "ბარდაგი".
ამიტომ დივიზიების მიხედვით დაყოფა აჯობებდა მათი აზრით, ვინაიდან მაღალ დივიზიებში არ არის ბევრი ხალხი უკეთესი იქნება თუ 2 MU შეიქმნება:
1 MU-ში შევა I და II დივიზიის ხალხი
2 MU-ში შევა III და IV დივიზიის ხალხი.

ამ იდეასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები:

დადებითი:
- იქნება უფრო მოქნილი, და ადვილად გაიცემა მითითებები ბრძოლის დროს დივიზიონების მიხედვით
- თუ ერთი MU-ს ლიდერი არ იქნება თამაშში საჭირო მომენტში (მაგალითად CO-ს დასადებად), მეორე MU-ს ლიდერი იზავს ამას.
- არ იქნება საჭირო ახალი MU-ების შექმნა: შეგვიძლია უკვე არსებული MU-ები გამოვიყენოთ (1 პოზიციის და 1 ოპოზიციის)

უარყოფითი:
-დიდი დივიზიონის ხალხი არ იქნებიან ახლო კონტაქტში დაბალი დივიზიონის ხალხთან რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის არც ისე კარგია.

რას ფიქრობთ თქვენ? გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი.