[MOF] - ყურადღება! მნიშვნელოვანია რესურსების მობილიზება

Day 2,790, 05:01 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!



ჩვენს მეზობლად შექმნილი მძიმე სიტუაცია საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და დიდი შანსია, სერბეთი თავს დაესხას საქართველოს, როგორც თურქეთის მოკავშირე ქვეყანას.

მოვუწოდებ ყველა MU-ს, პოლიტიკურ პარტიას მაქსიმალურად იყავით მობილიზებულები რესურსების კუთხით. შეავსეთ ენერგია და იყიდეთ რესურსები, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ ყველა სამხედრო გამოწვევას.

სხვა განმარტებებს თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს.

რაც შეეხება საქართველოს ბიუჯეტს.
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა "სარეზერვო ფონდი" ბანკში. სარეზერვო ფონდი იქნება ქვეყნის ფინანსური გარანტი, რათა უკიდურეს შემთხვევაში (ქვეყნის რუკიდან გაქრობის საფრთხე, უცხოური დიქტატურის დამყარების საფრთხე და სხვა) გვქონდეს საკმარისი თანხა საფრთხის მოსაგერიებლად.

პატივისცემით ე–საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსური სიძლიერისთვის!



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო