[MOF] - განცხადება

Day 2,641, 09:56 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

E-საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ განიცადა სრული რეორგანიზაცია, აქტიური და ეფექტური მუშაობის გაზრდის მიზნით.
მთავრობის გადაწყვეტილებით თითოეულ სამინისტროს განესაზღვრა უფლება–მოვალეობები, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს.
უწყების ხელმძღვანელი: Tengiz I
მინისტრის მოადგილე დაკრედიტების სფეროში: NikaGogola
მინისტრის მოადგილე ფისკალურ სფეროში:
Solid Gody (შემოგვიერთდება ახალი აქაუნთით)

სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს და გეგმავს დიდ ეკონომიკურ პროექტებს, თითოეული მოქალაქის ფინანსური კეთილდღეობისათვის.

კრედიტების გაცემის შესახებ
კრედიტების გაცემა, რომელიც დაიწყო წინა ხელისფულების დროს და გრძელდებოდა მთავრობის ცვლილების პერიოდში არ დასრულებულა, რადგან შეიცვალა მთავრობის პოზიცია და საჭირო გახდა მეტი კონტროლი და მონიტორინგი კრედიტების გაცემის სფეროში.
სამინისტრო უახლოეს დღეებში ახალ პროცედურებს გაგაცნობთ რომლის გავლის შემდეგაც თქვენ მიიღებთ სასურველ თანხას. ამ პროცესში ჩართვა შეეძლებათ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც ვერ მოხდნენ წინათ აპლიკანტთა სიაში.

მომავალი პროექტების შესახებ
ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ახალ მასშტაბურ ეკონომიკურ პროექტზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გახდის მიმზიდველ ეკონომიკურ სივრცედ. ჩვენი ვარაუდით საქართველოს მოსახლეობის ფინანსური მოგება გაიზრდება რამდენიმეჯერ, რაც აისახება ბიუჯეტზე. აღსანიშნავია, რომ გაიზრდება პროექტი გაზრდი ქვეყნის პრესტიჟს საერთაოშირისო ასპარეზზე.
ამჯერად მეტს არ გავახმაურებთ, დაელოდეთ ფინანსთა სამინისტროს მომდევნო განცხადებას!

კითხვების შემთხვვეაში დამიკავშირდით Tengiz I

პატივისცემით ე–საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსური სიძლიერისთვის!


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო