[MOF] - კრედიტების გაცემა იწყება

Day 2,631, 02:28 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

E-საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს კრედიტების გაცემის მესამე ეტაპს.
სამინისტრო ე–საქართველოს ერთგულ მოქალაქეებთან ერთად წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს და იწყებს მესამე ეტაპს.
მესამე ეტაპზე, ტრადიციულად თითოეულ შერჩეულ აპლიკანტს გადაეცემა თანხა 96 ოქროს ოდენობით
სულ შეირჩევა 6 აპლიკანტი და საერთო ჯამში გაიცემა 576 ოქრო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

► შევასეთ აპლიკაცია (მაქსიმალურად დეტალურად აღწერეთ თუ რაში გამოიყენებთ მიღებულ თანხას)
► შემოსულ აპლიკაციებს განიხილავს ფინანსთა სამინისტრო და შეარჩევს 6 აპლიკანტს.
► აპლიკაციები მიიღება 02.02.2015 წლის 14:00–დან საღამოს 22:00სთ–მდე.
► შერჩეული აპლიკაციები გადაეგზავნება მთავრობის წევრებს განსახილველად.
► ფინანსთა სამინისტრო ითვალისწინებს eRepubik–ში დაწყებულ ფასდაკლებას და მის დასრულებამდე გადაეცემა ბენეფიციარებს აღნიშნული თანხა.
► ფინანსთა სამინისტრო აქტიურად გაუწევს მონიტორინგს თანხის ხარჯვის ნაწილს. თითოეული ბენეფიციარი ვალდებული იქნება ფინანსთა სამინისტროს ჩააბაროს ანგარიში მიღებული თანხის ხარჯვის შესახებ.

◙ კრედიტი გაიცემა 6 თვის ვადით.
◙ თითოეული მოთამაშე თვის ბოლო დღეს გადაიხდის 16 ოქროს.
◙ თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მოთამაშე მოხვდება ფინანსთა სამინისტროს შავ სიაში და თუ სრულიად არ გადაიხდის, მის წინააღმდეგ ამოქმედდება სახელმწიფო სანქციები.
◙ მოთამაშეს, რომელსაც კრედიტი უკვე აქვს აღებული არ შეუძლია მონაწილეობის მიღება.

შეავსეთ აპლიკაცია!

კითხვების შემთხვვეაში დამიკავშირდით Tengiz I

პატივისცემით ე–საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსური სიძლიერისთვის!


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო