[MOF] - მიმართვა ე–საქართველოს ეკონომიკურ სპექტრს

Day 2,625, 09:26 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად ადევნებს თვალს ე–მსოფლიოში შექმნილ ვითარებას. თამაშის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ბრძოლა რესურსების გადანაწილებისთვის, რომელსაც უკან ახლდა მსოფლიოში არსებული სიმშვიდე (ბრძოლების თვალსაზრისით), გამოიწვია ახალი ფასების შემოღება ჩვენს რეალობაში. ეს ტენდენცია გაგრძელდება მსოფლიო რესურსების გადანაწილებამდე.

ფინანსთა სამინისტრო ე–საქართველოს მოქალაქეებს მოგიწოდებთ რესურსების მაქსიმალურად დაზოგვისკენ და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისკენ.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია რესურსების მაქსიმალური დაზოგვა, რათა თავიდან ავიცილოთ ეკონომიკური კრახი ქვეყანაში და ფინანსური რესურსების გადინება ბაზრიდან.
ე–საქართველოს მდიდარ მოსახლეობას, პარტიების ხელმძღვანელებს, რეჯიმენტების კაპიტნებსა და დივიზიების სარდლებს გთხოვთ აკონტროლოთ თქვენი სამოქმედო არეალი და დაქვემდებარებულ მოქალაქეებს მოუწოდოთ რესურსების დაზოგვისკენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობს ქვეყნის ფინანსური სიმდიდრის დაზოგვისთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მოსატანად.

კითხვების შემთხვვეაში დამიკავშირდით Tengiz I

პატივისცემით ე–საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსური სიძლიერისთვის!


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო