[MOE] ყველაფერი Root-ის შესახებ!

Day 2,590, 03:22 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili


გამარჯობათ
მინდა გაგაცნოთ სხვადასხვა ალიანსები... პირველ გამოშვებაში კი Root-ს განვიხილავ!

Root თავიდან შეიქმნა 5 ქვეყნის მიერ. ესენი იყვნენ: შვეიცარია, ესტონეთი, სლოვაკეთი, ლიტვა და სამხრეთ კორეა. მალევე შევუერთდით ჩვენც, თუმცა ჩვენ დამფუძნებელ ქვეყნად არ ვითვლებით...
Root ეს იყო „სუსტი ქვეყნების“ ალიანსი რომლის წევრებიც ProSirius ქვეყნები იყვნენ... ჩვენც რაღათქმაუნდა ProSirius ქვეყანა ვიყავით! საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა(ალბათ ეს LucasFTM ამბობდა ამას თუმცა ჩვენამდე xSteviex-ს მოჰქონდა ამბები) Root არ იქნება Sirius-ის სატელიტი ალიანსი თუმცა მყარი და ძალიან ძლიერი მეგობრობა გვექნება ერთმანეთშიო. ზემოთხსენებული LucasFTM პირველი დღიდან მოყოლებული ალიანსის ლიდერია!

საქართველოს გაჩენის დღიდან ძალიან უჭირდა. რუსები, ბულგარელები და სხვანი მუდმივად გვიტევდნენ... ჩვენ მეგობარი გვჭირდებოდა, მიმდინარეობა მსჯელობა თუ ვინ იქნებოდა ჩვენი მეგობარი, ყველაზე კარგი მოსაზრება იყო ის რომ შექმნილიყო ალიანსი რომელიც შედგენილ იქნებოდა „სუსტი ანუ ჩვენნაირი ქვეყნებისგან“. თავიდან ჩვენ ასტერიაზე ვფიქრობდით.... გვსურდა რომ შევსულიყავით ამ ალიანსში თუმცა შემდეგ შევცვალეთ საგარეო ვექტორი და ProSirius ქვეყანა გავხდით. ამ დროს ჩვენი საგარეო მინისტრი xSteviex ეკონტაქტებოდა LucasFTM-ს და საბოლოოდ გადაწყდა რომ ჩვენ შევიდოდით ალიანსში, ეს საუბარი როგორც მახსოვს ალიანსის ჩამოყალიბებამდე მიმდინარეობდა!

Root-მა და თურქეთმა დიდი როლი ითამაშა ჩვენ კეთილდღეობაში და დღეს მათი დახმარებით ვართ თავისუფლები!

Root-ს არასდროს ულხინდა თუმცა ერთობა ყოველთვის გვაძლიერებდა... არც დღეს ვართ კარგ დღეში. Sirius რომელიც ჩვენი მეგობარი ალიანსი იყო დაიშალა... დიდი „სკანდალები“ მოხდა... ევროპაში გაბატონდა Asteria! ეს ალიანსი შეიძლებ ითქვას ჩვენი „მტერია“ და მათი ბატონობა ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს... მრავალი ჩვენი თანაალიანსელი მეგობარი ევროპიდანაა, მათგან უფრო დიდ გაჭირვებაში ცენტრალურ ევროპაში მყოფი ქვეყნები არიან როგორიცაა შვეიცარია და სლოვაკეთი! ესტონეთი მუდმივ ბრძოლაშა ფინეთში... ხალხის აზრს ვიტყვი:ამოვიდა მაგათი ბრძოლა ყელში. ესტონეთს 2 ჯერ ჰქონდა მცდელობა შეეჩერებინა ბრძოლა თუმცა ფინელებმა უარყვეს! ლიტვა შეიძლება ითქვას ნორმალურადაა თუმცა მათ ჰქონდათ მცდელობა შვედეთის ტერიტორიის დაპყრობას... მათ წააგეს ბრძოლა და შვედეთი კონტრ-იერიშზე გადმოვიდა და კლაიპედას შეუტია... ვნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები.
სამხრეთ კორეა ყველაზე ცუდ დღეშია! ტაივანს მისი მთელი ტერიტორია აქვს დაპყრობილი თან საკმაოდ დიდი ხანია, ვნახოთ როდის დადგება დრო როდესაც ტაივანელები კორეიდან გავლენ! ამის გამო სამხრეთ კორეელებს დაეხმარა შვეიცარია და 4 დან 2 რეგიონი უწილადა, თუმცა ის 2 ტერიტორია რომელსაც შვეიცარია ფლობდა უნგრეთმა დაიპყრო.. ეხლა ისინი უფრო მეტად შევიწროვდნენ და როდის ექნება სამხრეთ კორეას თავისი ტერიტორია არავინ იცის...

დღეს Root-ში შემოსვლა რამდენიმე ქვეყანას სურს, არ ვიცი სწორედ მახსოვს თუ არა, თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა მგონი რომ ალიანსში შემოსვლა გერმანიას სურდა... თუმცა ის კი დაზუსტებით ვიცი რომ მექსიკას სურს ჩვენთან შემოსვლა და მისი კანდიდატურა ძალიან მკაფიოა.. 99% იგი ალიანსის წევრი გახდება!

Root ეს არის ალიანსი რომელიც გვაჩვენებს რომ დევიზი „ძალა ერთობაშია“ უაზრო სიტყვათა შეთანხმება არაა! მეგობრობით ყველანაირ გაჭირვებას გადავიტანთ... უბრალოდ მთავარია გვერდში დადგობა რაც ახასიათებს ალიანსის ყველა წევრს!


პატივისცემით კონგრესის წევრი და განათლების მინისტრის მოადგილე Rezo Marshall Revishvili