[MOE] ინტერვიუ განათლების მინისტრ Psych0 KiIIeR-თან!!!

Day 2,590, 05:23 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

განათლების სამინისტრო ძალიან გამოცოცხლდა... კონეტარებიდან გამომდინარე ვხედავ ხალხის დადებით განწყობას ჩვენს მიმართ... ვფიქრობ დაგაინტერესებთ განათლების მინისტრის - Psych0 KiIIeR-ის იგივე გამას ინტერვიუ! ამის გარდა მას და მის მეგობარს აქვთ ახალი იდეა... დანარჩენს კი ინტერვიუში იხილავთ 🙂

მოდით დავიწყოთ თქვენი ამ თანამდებობაზე დანიშვნით... თქვენ რესპებში იყავით, რა მოხდა თქვენსა და რესპებს შორის?
რეალურად არც არაფერი, მე ისევ რესპუბლიკელი ვარ. ამ პარტიაში იმის გამო გადმოვედი რომ ჩამებარებინა ეს ჩამკვდარი სამინისტრო, ჩვენ გავხადეთ ბევრად უფრო აქტიური ეს სამინისტრო, აქტიურად ვთარგმნით სიახლეებს, ვწერთ სტატებს ხალხის განსანათლებლად როგორც ელემენტარულ თემებზე ისე ზოგადად გეოპოლიტიკურ მოვლენებზე! აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემთან ერთად მომუშავე ხალხს!
რა ხდება განათლებაში, რა გააუმჯობესეთ წინა დროსთან შედარებით?
ალბათ ეს ხალხმა უნდა თქვას, მათ თუ იგრძნეს ჩვენი მუშაობა.
მოგვიყევით თქვენი პროექტების შესახებ...
ჩვენი იდეაა თუნდაც ის რომ ყველა ახალს ჰყავს თავისი მასწავლებელი! ჩვენ ასევე შევცვალეთ პრეზიდენტის წერილი რომელიც მიდის ყველასთან ვინც რეგისტრირდება.
თქვენ და Machak The Don-ს გქონდათ იდეა რუთის ჯარის შესახებ... მოგვიყევით მეტი ამის შესახებ...გქონათ კოსულტაციები საგარეო მინისტრთან ან ლუკასთან?
დიახ ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ საერთო Military Unit რომელიც იქნება მთელი ალიანსის, Commander(ლიდერი) ხან მე ვიქნები ხან ბექა. 2nd Commander(ასე ვთქვათ მოადგილე) იქნებიან xSteviex და ლუკა. ალბათ მკითხველს დააინტერესებს რა საჭიროა ეს MU... პასუხი კი საკმაოდ მარტივია, ამ MU-ში იქნება დიდი ძალა, წარმოიდგინეთ God of War-ების და Titan-ების ერთობლიობა მთელი ალიანსიდან! ჩვენ უფრო მარტივად მოვახდენთ მობილიზებას ამ ხალხისას, ასევე უფრო დაახლოვდებიან მოთამაშეები ერთმანეთთან ჩათში და მათთან ერთად ქვეყნებიც!
დიდი მადლობა ინტერვიუსათვის 🙂
არაფრის 🙂

პატივისცემით კონგრესის წევრი და განათლების მინისტრის მოადგილე Rezo Marshall Revishvili