[MOE] ახალბედებისთვის

Day 3,157, 10:10 Published in Georgia Georgia by CharlieArg


მოგესალმებით მეგობრებო,

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოს ახალბედა მოთამაშეების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
რისი დამსახურებაა ნამდვილად ვერ გეტყვით(არ შემოვსულვარ 2 დღე სამწუხაროდ), ძალიან მინდა რომ ჩვენი ახალი მოქალაქეები სწორ გზაზე დადგნენ და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ მთავრობისგან.


პირველ რიგში, მინდა მივმართო ყველას ვინც ახალია ამ თამაშში, თავიდან მეც მეუცნაურა და ცოტა არ იყოს მოსაწყენი მომეჩვენა. რათქმაუნდა მას აკლია ექშენი, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, რადგან ე-რეპუბლიკი ძირითადად სტრატეგიაზეა აგებული.

აქ აწარმოებ ტაქტიკურ ომებს შენი ქვეყნისთვის, ხარ მეწარმე ,პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ვაჭარი და ა.შ. ამიტომ დამერწმუნე შენს სფეროს აუცილებლად იპოვი ამ თამაშში.

ახლა გადავიდეთ მთავარზე:

განათლების სამინისტრო ხსნის დამწყებთა სკოლას.

1. ეს სკოლა ორიენტირებული იქნება ახალდარეგისტრირებულ მოთამაშეებზე რომელთა ძალა იქნება 250-ზე ნაკლები.

2. სკოლა ყოველდღე აქტიურობის და მიხედვით დაგირიგებთ 10ქ6 იარაღს და 200ქ3.

3. შეგასწავლით თამაშის მექანიზმს, ჩაგიტარებთ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

4. განვიხილავთ სხვადასხვა სიტუაციებს და მოგამზადებთ საჯარო სამსახურისთვის.

5. დაგასაქმებთ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე

6. მიიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსში და დაჯილდოვდებით ფულით


კურსს გაივლით ყველა ახალბედა ერთად,კურსის ხანრძლივობა შეადგენს 3 კვირას, კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მიიღებს 1000 ლარს , ხოლო წარჩინებული 3 სტუდენტი მთავრობისგან მიიღებს 5000 ლარს


დამეწრმუნეთ არ მოიწყენთ 🙂

დარეგისტრირებისთვის შეავსეთ ძააალიან პატარა კითხვარი
ჩაწერეთ თქვენი ნიკი და პროფილის ლინკი შევსების შემდეგ მოკლე დროში გადმოგეცემათ საკვები და იარაღი

კითხვარი !


განათლების მინისტრი: CharlieArg