[MOE] საერთო სტრაიკები

Day 3,153, 13:02 Published in Georgia Georgia by CharlieArg


გამარჯობა ბიჭებო და გოგოებო,

პირველად ვარ მთავრობის თანამდებობაზე, ამიტომ დიდხანს ვფიქრობდი პირველ სტატიაზე მინისტრის როლში, ბოლოს ისევ ნაცნობი და მნიშვნელოვანი თემის განხილვა ვარჩიე, რათა უფრო გამერკვია ჩვენი მოქალაქეები.

ამ სტატაში ახალბედა და უკვე დაღვინებული მოთამაშეებისთვის(მაგრამ პასიურებისთვის) მინდა ავხნსა სტრაიკების მნიშვნელობა ჩვენთვის და ქვეყნისთვის. ასევე გეტყვით თუ როგორ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია სტრაიკზე.



საერთო სტრაიკი,ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ საერთო დარტყმები, ეს არის სიტუაცია, როდესაც ერთი ქვეყნის მოქალაქეები იკირიბებიან გარკვეულ დროს და ურტყავენ გარკვეულ ბრძოლაში ერთად. ესეთი შეკრება არის ყოველდღიური და დარტყმები ხდება დღეში ერთხელ.



რაში გვჭირდება სტრაიკები?

სწორი კითხვაა, რატომ უნდა შემოხვიდე კონკრეტულ დროს და დაიცალო ბოლომდე, რას გაძლევს ეს შენ? მითუმეტეს ძირითადად სხვა ქვეყნის ომებში ხარჯავ იმ ენერგიას და იარაღს, რომელიც შეიძლება შენი ქვეყნისთვის გეხმარა.

პასუხი შემდეგში მდგომარეობს, დიახ შენ ხარჯავ გაუგებარ ომებში შენს რესურსს და შეიძლება საერთოდ არ იცოდე რისთვის, მაგრამ აქ არის რამდენიმე მომენტი:

1. ეს არ ერთგვარი წვრთნა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ახორციელებს, ამით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გავიგოთ რიცხვებში, თუ რა ზიანის მიყენება შეგვიძლია ერთიანი შეტევებით, რომელი დივიზიონი მოიკოჭლებს და საჭიროებს გაძლიერებას.

2. საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანია ახალი მეგობრების შეძენა, ამ თამაშში გადამწყვეტი ფაქტორია ფული, ძალა, რაოდენობა, კავშირები. ეს უკანასკნელი ყველაზე ძლიერი იარაღია ისეთი მცირერიცხოვანი და პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მეგობარი საერთაშორისო არენაზე. ყველაზე კარგი საშუალები კი რათქმაუნდა ომში დამეგობრება და დახმარებაა 🙂

3. ბევრისთვის შეიძლება ცნობილია, მაგრამ მე მაინც შეგახსენებთ ჩვენ ვართ ალიანსი Adriatica წევრები, რომელშიც 9 წევრი ქვეყანაა. უმრავლესობა ჩვენზე ძლიერი და შეძლებულია. ალიანსის პირდაპირი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ერთობლივი წვრთნები ჩავატაროთ, რათა შემტევი პოტენციალი განვავითაროთ,ა ასევე დავანახოთ წევრ ქვეყნებს, რომ ჩვენც შეგვიძლია მტკივნეული დარტყმების გაკეთება და შეკედლებულები არ ვართ ალიანსში.

4. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ ამ ყველაფერს აკეთებ შენს თანამებრძოლებთან ერთად, დამერწმუნეთ ძალიან კარგი დასანახია თვალისთვის, როცა 20-30 კაცი ერთდროულად ტანკებით, ბეტეერებით თუ ბომბებით დედას უტყნავს მტერს.




როგორ და სად უნდა ნახოთ დღის სტრაიკზე ინფორმაცია


დღის სტრაიკზე ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის მინისტრი The Wolf of Georgia, ის ამას აკეთებს წერილების გაგზავნით და სტატიით. ყურადღებით იყავით და შეამოწმეთ ინბოქსი, ასევე გადახედეთ გაზეთებს და თუ დაინახეთ [MOD] ინიციალებით სტატია აუცილებლად წაიკითხეთ. მასში იქნება ინფორმაცია სტრაიკზე და მიმდინარე მოვლენებზე.
თუ ვერ იპოვეთ ვერც გაზეთი და ვერც წერილი, მომმართეთ მე ან თავდაცვის მინისტრს პირადი შეტყობინებით, მაქსიმალურად მცირე დროში მოგცემთ პასუხს.

ახლა გესაუბრებიტ მილიტარი ჩატზე, რომელსაც ვიყენებთ სტრაიკებისთვის და ერთობლივი ბრძოლისთვის.

დღესდღეობით შევდივართ Discord-ზე

ეს არის ჩენელის ლინკი

https://discordapp.com/channels/194158077874798593/194158077874798593

ამ ლინკს ნახავთ მოდ-ის სტატიაშიც.
დარეგისტრირება არის მარტივი.
აწვებით რეგისტრაციას



წერთ მეილს და ნიკნეიმს და პაროლს


შემდეგ ჩატის ოთახში შესვლისთვის
აწვებით +


ირჩევთ Join



წერთ მოსაწვევ კოდს : https://discord.gg/3VsXGWZ



შედიხართ ჩატში. ჩატის მიზანია უფრო სწრაფად მიიღოთ ინფორმაცია სტრაიკების შესახებ და დაეკონტაქტოთ სხვა მოთამაშეებს


დღეისათვის სულ ეს იყო 🙂
იმედია თავი არ მოგაწყინეთ


დაიმახსოვრეთ ყოველდღე 10-15 წუთის საქმეა სტრაიკებზე დასწრება, ამით ქვეყნის დახმარებაში მნიშვნელოვან წვლილს ვდებთ თითოეული ჩვენგანი ! 🙂

წარმატებები


განათლების მინისტრი: CharlieArg

P.S. თუ რამე კითხვა გაქვთ მომწერეთან დააკომენტარეთ აქ 🙂


aaaaaaaaaaaazzzzzzzzzz alwaaayz